ჭდე: მიშო სულუხია

მიშო სულუხია: “სიამაყით მინდა წარმოგიდგინოთ”

საახალწლოდ მომღერალმა მიშო სულუხიამ თავის ერთგულ მსმენელს სასიამოვნო საჩუქარი მოუმზადა. გიგი ადამაშვილთან, ავთო აბესლამიძესთან, სანდრო კურცხალიძესთან და გიორგი ნაკაშიძესთან ერთად ცნობილი ჰიტი “Hallelujah” ჩაწერა. მიშო სულუხია: “სიამაყით მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი შექმნილი ვერსია ამ კეთილი და საყვარელი სიმღერის, რომელიც 5-მა უმაგრესმა ბიჭმა სრულყოფილი გახადა. მას ახალი წლის ღამეს რუსთავი 2-ის ეთერში იხილავთ.”

ყველაზე სასარგებლო რჩევა გიორგი მახარაძეს

მომღერალი მიშო სულუხია მსახიობ გიორგი მახარაძეს ყველაზე სასარგებლო რჩევას აძლევს: “პირველ რიგში, გიორგის მინდა ვთხოვო და ვუსურვო, რომ არ გაებას და არ მოირგოს ავადმყოფობის ეიფორია. ოჯახის წევრების, მეგობრებისა თუ პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს მე ძალიან კარგად ვიცი და დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ მძიმე სენი მხოლოდ მაშინ იწყებს აგრესიულ მოქმედებას, როდესაც ჩვენ ავადმყოფის როლს ვირგებთ. მოგვიანებით […]

“სანამ ამაზე თვალს დავხუჭავთ…”

– წელს, ზაფხულს, რესტორანი დავატოვებინე ერთ პიროვნებას, რომელიც ჩემს გვერდით მაგიდასთან ტრ.კში იარაღ-გარჭობილი ბედნიერი საღამოს გატარებას აპირებდა ალკოჰოლთან ერთად, – აცხადებს მომღერალი მიშო სულუხია: “ვთხოვე, რომ მისი იარაღით იქ ჯდომა დისკომფორტს გვიქმნიდა მე და ჩემს მეგობრებს და უფრო მეტად შეგვიქმნიდა კიდევ, რაც მეტ ალკოჰოლს მიიღებდა, სიმთვრალეში ასეთი ტიპაჟების დამახასიათებელი პათოლოგიებისა და ქმედებების კარგი გამოცდილება გვაქვს […]

მიშო სულუხია დახმარებას ითხოვს

“მეგობრებო, ჩემგან ნაკლებად თუ გაგიგონიათ პრობლემებზე, ან ნეგატივზე საუბარი, მაგრამ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც თქვენი თანადგომა რეალურად მჭირდება,” – აცხადებს ახალგაზრდა მომღერალი მიშო სულუხია და დახმარებას ითხოვს. მიშოს დედას მაია მილორავას საზღვარგარეთ გადაუდებელი ნეიროქირურგიული ოპერაცია ესაჭიროება. 22 თებერვალს ფილარმონიის ივენთ ჰოლში, მომღერლის დედის დასახმარებლად ცოცხალი მუსიკის საღამო გაიმართება. მიშოს და მაიკოს თანადგომისთვის მისი კოლეგები […]