ჭდე: მერილინ მენსონი

დემნა გვასალიას კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში სულ უფრო წარმატებული და აღიარებული ხდება. მის მიერ მაღალი მოდის კვირეულებზე წარდგენილი კოლექციები უმაღლეს შეფასებებს იმსახურებს. წლის ბოლოს The Fashion Awards 2016-ის სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი ლონდონში ROYAL ALBERT HALL-ში გაიმართა, სადაც მსოფლიოს ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა მოდის კრიტიკოსებმა, დიზაინერებმა, მოდელებმა, მსახიობებმა და მომღერლებმა მოიყარეს თავი. […]

მერილინ მენსონმა მეცხრე ალბომი გამოუშვა

როკერმა მერილინ მენსონმა საზოგადოებას თავისი ახალი ალბომის ”Pale Emperor” შესახებ აცნობა, რომლის ოფიციალური პრეზენტაციაც 19 იანვარს არის დანიშნული. პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე კი ერთ-ერთ სტრიმნიგ სერვისზე მომღერლის მეცხრე ალბომის სტუდიური ჩანაწერი გამოქვეყნდა. მასში 10 მუსიკალური კომპოზიციაა გაერთიანებული. 2014 წლის ბოლოს მუსიკოსმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ პირველად 15 წლის განმავლობაში აბსოლუტურად დარწმუნებულია თავისი ახალი ნამუშევრის წარმატებაში. […]