ჭდე: მარინა ბერიძე

მიხეილ ზაქარიაშვილი მარინა ბერიძის გადაყენებას ითხოვს

მიხეილ ზაქარიაშვილი მარინა ბერიძის გადაყენებას ითხოვს

მომღერალი მიხეილ ზაქარიაშვილი მუსიკოს მარინა ბერიძის გადაყენებას ითხოვს. მარინა ბერიძე მუსიკალური პროექტის “მხოლოდ ქართული” ჟიურის ერთ-ერთი წევრია. მიხეილ ზაქარიაშვილი: “მოვითხოვ მარინას გადაყენებას ჟიურის წევრობიდან და ქალბატონი შუშანას დანიშვნას კონკურსში ,,მხოლოდ ქართული”. ბრავო შუშანააააა, ბრავოოოოო. შეადარეთ მარინას ნამღერს და მიხვდებით, რომ მართალი ვარ…”  

პეტრე კოლხი: ,,ჟღალი მიმინოს” ისტორია აუცილებლად უნდა სცოდნოდათ…”

პეტრე კოლხი "მხოლოდ ქართულის" ჟიურის მიმართავს

“რუსთავი 2”-ზე ახალი მუსიკალური შოუ “მხოლოდ ქართული” დაიწყო. სოფო ნიჟარაძემ, მარინა ბერიძემ და გიორგი უშიკიშვილმა მთელი საქართველო შემოიარეს და ქართული სიმღერის ყველაზე კარგი შემსრულებლები შეარჩიეს. შოუს პირველივე სატელევიზიო ეთერმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ერთ-ერთი კონკურსანტის ქეთი პირველის მიერ “ჟღალი მიმინოს” შესრულებამ ჟიური გააოცა, რადგან სიმღერა არასდროს მოესმინათ. პეტრე კოლხი აცხადებს, რომ ჟიურის წევრებს ,,ჟღალი მიმინოს” ისტორია […]

სოფო ნიჟარაძე და გიორგი უშიკიშვილი უტკბილესი სიმღერით

სოფო ნიჟარაძე და გიორგი უშიკიშვილი

მომღერლები სოფო ნიჟარაძე და გიორგი უშიკიშვილი მარინა ბერიძესთან ერთად მთელ საქართველოში მოგზაურობენ და ახალი მუსიკალური შოუსთვის “მხოლოდ ქართული” საუკეთესო კონკურსანტებს არჩევენ. შემოქმედებითი ჯგუფი ამჟამად სამეგრელოში იმყოფება. ზუგდიდში არაერთი კონკურსანტის მოსმენის შემდეგ, სოფოს და გიორგის მეგრული სიმღერის შესრულების სურვილი გაუჩნდათ და სიმღერა “ვა გიორქო მა” ექსპრომტად იმღერეს.  

ალექსანდრე მრელაშვილი – გაიცანით უნიჭიერესი მომღერალი კახეთიდან

ალექსანდრე მრელაშვილი

საბედნიეროდ, საქართველო ნიჭიერი ადამიანებით არის სავსე. მათ შორისაა ალექსანდრე მრელაშვილი, რომელიც “რუსთავი 2”-ის ახალ მუსიკალურ პროექტში “მხოლოდ ქართული” მონაწილეობს. პროექტის ჟიურის წევრები სოფო ნიჟარაძე, გიორგი უშიკიშვილი და მარინა ბერიძე საქართველოს რეგიონებში დადიან და ქართული სიმღერების ყველაზე ნიჭიერ შემსრულებლებს არჩევენ. რჩეულთა შორის მოხვდა ალექსანდრე მრელაშვილიც, რომელმაც “მხოლოდ ქართულისთვის” კახეთში გამართულ შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ალექსანდრემ მამუკა […]