ჭდე: მარიკა ლორთქიფანიძე

მარიკა ლორთქიფანიძე: “ტყუილად არ მიშრომია!”

აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წლებში მას მონაზვნად აღკვეცის სურვილი ჰქონდა. 90 წლის იუბილეზე ისტორიკოსმა თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად პირადი ბიბლიოთეკა გადასცა, რომელიც შალვა მაყაშვილის ფერწერულ ტილოს და 4.500-მდე წიგნს შეიცავს. „ვიგრძენი, რომ ჩემს შრომას უქმად არ ჩაუვლია, ტყუილად არ მიშრომია. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდობა ასე გულწრფელად გამომეხმაურა. უნივერსიტეტი არასდროს […]

მარიკა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა

95 წლის ასაკში ისტორიკოსი და აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა. ინფორმაცია თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ გაავრცელა: “ქალი, რომელმაც ეპოქა შექმნა – მარიკა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა.” მარიკა ლორთქიფანიძე რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის და იყო. მან მთელი თავისი ცხოვრება სამეცნიერო საქმიანობას მიუძღვნა და ისტორია არაერთ თაობას შეაყვარა. მეცნიერმა 100 სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა, მათ შორის 10 წიგნი.

“მინდა შევიტანო სარჩელი”

მსახიობი ქეთევან კიკნაძე ტელევიზიებს ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებას სთხოვს და აცხადებს, რომ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს: “ტელევიზიებს, კერძოდ დაინტერესებულ პირებს, ვთავაზობ ჟურნალისტურ გამოძიებას, ვინაიდან მინდა შევიტანო სარჩელი, მასზედ, რომ გიგა და მარიკა ლორთქიფანიძეებს გადაეცა ჩუნეთის სათავადოების კუთვნილი მიწის ნაწილი. ჩვენ ეს მიწა გადავეცით საჩუქრად საპატრიარქოს, რომლებმაც ეს მიწა გაყიდა. კატეგორიულად მოვითხოვ მის დაბრუნებას, რადგან ჩვენ ვიფიქრეთ […]