ჭდე: მარიამ წიკლაური

მარიამ წიკლაური: “ყურადღება! SOS!”

– ისეთი უცნაური ამბავი გავიგე, რომ სახელს ვერ ვუძებნი ამას, – აცხადებს მწერალი მარიამ წიკლაური: “ყურადღება! SOS! ისეთი უცნაური ამბავი გავიგე, რომ სახელს ვერ ვუძებნი ამას. რომც გამოასწოროს სოციალური მომსახურების სააგენტომ ეს სიბრიყვე, მაინც მინდა ამაზე ხმა ამოვიღოთ და გავაპროტესტოთ! “საზოგადოებრივი ტელევიზიამ” ერთი საგადაცემო ციკლის ფარგლებში აჩვენა ინტერვიუები პოეტებთან. მათგან რამდენიმე იღებდა სოციალური დახმარების პენსიას. […]

“რატომ ხდება ასეთი ფაქტები?”

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციამ დააკავა და სცემა. მომხდარს მისი კოლეგები და მეგობრები ეხმაურებიან და ძალადობას გმობენ. მარიამ წიკლაური, მწერალი: “დილით შევიტყვე პოეტ ზვიად რატიანის დაკავების ამბავი პოლიციის წუხანდელი რეიდის დროს. ამ მასალების გაცნობისას სოფელ ქისტაურში მომხდარი ამბავზე ინფორმაცასაც გადავეყარე – პოლიციის ჩხრეკის მსხვერპლია ახალგაზრდა ქალი. სახელმწიფო, თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ მოქალაქეები და საზოგადოება თუ პირიქით, […]

“იქნებ ვინმეს შეგიძლიათ დახმარება?”

მწერალი მარიამ წიკლაური საზოგადოებას კოლეგის ირაკლი ლომოურის თხოვნას უზიარებს: “მეგობრებო, მწერალ ირაკლი ლომოურის თხოვნას ვდებ, იქნებ ვინმეს შეგიძლიათ დახმარება? “მეგობრებო, ორშაბათს ან სამშაბათს უნდა გამიკეთონ შუნტირება და გინდა თუ არა დონორი დაგჭირდებაო. მესამე დადებითი ჯგუფის სისხლი ხომ არ გაქვთ, რომ მიწილადოთ? წინასწარ დიდი მადლობა. რაღაც შეზღუდვებიცაა – ინფორმაციისთვის მსურველებმა დაურეკეთ ჩემს ცოლს, ნანას: 595 59 […]

“იმან, რაც ჩვენთან იგეგმება, გამაკვირვა”

მწერალთა სახლის ხელმძღვანელი ნატა ლომოური გაუგებარი კავშირების და ფონდების მიერ ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას თუ უილიამ შექსპირის პრემიებით “გულუხვად” დარიგებას აპროტესტებს: “ამასწინათ მარიამ წიკლაურის პოსტი შემხვდა, სადაც მარიამი, ჩემი აზრით, სრულიად სამართლიანად აპროტესტებდა გაუგებარი გაერთიანებების მიერ პანტაპუნტით, უაპელაციოდ ლიტერატურული პრემიების და წოდებების მინიჭებას. მწერალთა სახლში ჩემი მუშაობის განმავლობაში უამრავი ასეთი თვითშემოქმედება მინახავს, მაგრამ იმან, რაც […]

აღადგინეთ ჯრუჭი

XI საუკუნის ჯრუჭის მონასტერის აღსადგენად სამი სოფლის მაცხოვრებლებმა ხელმოწერები შეაგროვეს ფონდ ქართუს დახმარებისთვის მიმართეს. პოეტი მარიამ წიკლაური ჯრუჭის მონასტერთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს: “ამის გაუზიარებლობა იქნებოდა?! მე-11 საუკუნე, ჯრუჭის მონასტერი (ფოტო რუსუდან დარჩიაშვილისა). შემქმნელის გვარი არ ვიცი. მიწისძვრით დაზიანებული ტაძრის ეზოში გდია თურმე ეს კედლიდან ჩამოვარდნილი ქვა და ვერც “ქართუ ფონდი”, რომელშიც სამი სოფლის მაცხოვრებლების ხელმოწერა […]

მწერლები და ლიტერატორები სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ

მწერლები, ლიტერატორები, ჟურნალისტები და გამომცემლები სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ. ისინი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს მიმართავენ. საგანგებო მიმართვას პოეტი მარიამ წიკლაური ავრცელებს: “ქართველი მწერლები, ლიტერატორები, გამომცემლები, ჟურნალისტები სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ პოეტ ნიკა ჩერქეზიშვილს, რომელიც ხუთი დღეა სახელმწიფო კანცელარიასთან პროტესტის ნიშნად, მეგობრებთან ერთად, ყინვაში, გაუსაძლის პირობებში […]

,,ცოცხალი წიგნები’’ – სიახლე ლიტერატურის მოყვარულებს

14 აპრილს, დედა ენის დღეს სტარტი აიღო უპრეცედენტო ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტმა „ცოცხალი წიგნები“. პროექტის პრეზენტაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა. ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე და პროექტის კურატორი მარიამ წიკლაური. პროექტი „ცოცხალი წიგნები“ გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის […]