ჭდე: მამუკა ლომაშვილი

“ხელოვანების პროტესტი ხელისუფლებას!”

საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ოპტიმიზაციის პროცესი სახელოვნებო სფეროსთვის მტკივნეული აღმოჩნდა – თანამშრომლების გათავისუფლება და ხელფასების შემცირება ხელოვანებისთვის რადიკალურად მიუღებელია. პაროდისტი, მსახიობი და რეჟისორი მამუკა ლომაშვილი კოლეგებს პროტესტისკენ მოუწოდებს: “ხელოვანების პროტესტი ხელისუფლებას!!! დიახ, ასე უნდა უპასუხონ სახელოვნებო დაწესებულებებიდან თანამშრომლების გამოშვებაზე!!!! ერთი დღე მაინც არ ვითამაშოთ სპექტაკლი, არ ჩავატაროთ კონცერტი, არ ვიმღეროთ ბარებში და რესტორნებში… რა ქნას […]

მერიის უარი ათონელის დამწვარ თეატრს

ორი კვირის წინ ათონელის თეატრში გაჩენილმა ხანძარმა შენობა მთლიანად გაანადგურა. როგორც თეატრის მესვეურები აცხადებენ, ცეცხლი სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია. ათონელის თეატრმა დახმარებისთვის თბილისის მერიას მიმართა, თუმცა ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ დედაქალაქის მერია დამწვარ თეატრს ვერაფრით დაეხმარება. ინფორმაციას მამუკა ლომაშვილი ავრცელებს. მისი თეატრი “მაჩაბელა” სწორედ ათონელის თეატრში იყო განთავსებული. მამუკა ლომაშვილი: “მაჩაბელას თეატრი როგორ ვემზადებოდით ამ […]