ჭდე: ლადო ასათიანი

გიორგი ტიგინაშვილი ივრისპირელი: “კრიტიკოსებს მინდა ვკითხო”

– არ მიყვარს როცა დასცინიან და საძულველად იხსენიებენ საქართველოს, საკუთარ სამშობლოს! – აცხადებს მწერალი გიორგი ტიგინაშვილი ივრისპირელი: “ასეთ დროს კრიტიკოსებს მინდა ხოლმე, რომ ვკითხო: იცნობ ჰომეროსის, ევრიპიდეს, ჰეროდოტეს, სტრაბონის, გელასი კესარიელის, მოვსეს ხორენაცის, იერემია სოზომენის, სოკრატ სქოლასტიკოსის, ჯუანშერის, ლეონტი მროველის, ბასილი ეზოსმოძღვარის, ივანე ჯავახიშვილის, სარგის კაკაბაძის ნაშრომებს საქართველოს (კოლხა, დიაოხი, ეგრისი, ქართლი და სხვ.) შესახებ? […]

ლადო ასათიანს ოცნება სიკვდილის შემდეგ აუსრულდა

“ჰეი, ძმობილო, შეხედე, რამდენი ყაყაჩო გაშლილა, რაც უფლის ციხესგამოვცდით, უფრო და უფრო გახშირდა” ან კიდევ “ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ დაფდაფითა და ბუკითა, ახლა ყაყაჩო შემომხვდა ლამაზი ქალის შუქითა.” როგორც ტიციან ტაბიძის პოეზიის სიმბოლოა მიხაკი, ისე ლადო ასათიანის პოეზიის სიმბოლოა ყაყაჩო. მის საფლავზეც კი ყაყაჩო ყოველთვის თავისით ამოდის. 26 წლის ასაკში ჭლექით გარდაცვლილმა ლადო ასათიანმა იმაზე […]

14 იანვარს ლადო ასათიანი დაიბადა

ქართველი პოეტი ლადო ასათიანი 14 იანვარს დაიბადა. ორ წელიწადში მისი დაბადებიდან 100 წელი შესრულდება. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე სწავლისას ლადომ გაიცნო დაუმეგობრდა პოეტ გიორგი ნაფეტვარიძეს. ქუთაისელმა პოეტმა მალევე შეძლო თავისი ლექსებით ყურადღების ცენტრში მოხვედრა. მისი პირველი ლექსი „თებერვლის დილა“ გამოქვეყნდა 1936 წელს ქუთაისის გაზეთ „სტალინელში“. მისი ლექსები სიყვარულსა და პატრიოტიზმზე იწერებოდა. […]