ჭდე: კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

მიანიჭეთ ამ ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი

თბილისის არქიტექტურული ფორუმი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წინადადებით მიმართავს და სთხოვს მიანიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არქიტექტორ გიორგი ჩახავას პავილიონს – ასაწყობი ელემენტებით აშენებულ ავტობუსის გარეჩებას ქალაქ ბორჯომში, რომელიც მთავარ გზაზე მდებარეობს: “კონსტრუქცია საქართველოს ინდუსტრიული განვითარების (წინასწარ ჩამოსხმული რკინა-ბეტონის ასაწყობი ელემენტები) და არქიტეტურის (ასაწყობი ელემენტებით უსასრულოდ მრავალფეროვანი შემოქმედებითი თავისუფლების […]

აღმოჩენა ივრის ნაპირზე

საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა.აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტი დააფიქსირა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც კახეთში, ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. სავარაუდოდ, ობიექტი ანტიკური ხანის ნაქალაქარს წარმოადგენს, რომელთანაც ბრინჯაოს ხანის ყორღანი მდებარეობს და რომლის მასშტაბიც, აქამდე შესწავლილ ყორღანებს აღემატება. ობიექტი ამჟამინდელი მდგომარეობით, გავრცელებულია 2,5 ჰექტარზე, თუმცა არქეოლოგიური შესწავლის შემდეგ არ არის […]

“მიხეილის საავადმყოფოს” ტერიტორიაზე სამორინე აშენდება

“მიხეილის საავადმყოფოს” კომპლექსში შემავალი ნაგებობებიდან, 4 შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს მფლობელს, რომელმაც გასულ წელს ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროსგან 4 მილიონ აშშ დოლარად იყიდა, იქ სამორინე და სასტუმრო ააშენოს, მეტიც კომპანიას ამის პირდაპირი ვალდებულება აქვს. “ლურჯი ფარის” საქართველოს ეროვნული კომიტეტის ინფორმაციით, შ.პ.ს. “აღმა” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 აპრილის […]

ანტიკური პერიოდის ჭურჭელი ინტერნეტით იყიდება

უძველესი ისტორიული ნივთები ინტერნეტით იყიდება. საუბარია არტეფაქტებზე, რომელთა რეალიზაცია ერთ-ერთ ქართულ ინტერნეტმაღაზიაში ხდება. ანტიკვარული კოლექციის ჩამონათვალში ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდით დათარიღებული რამდენიმე ნივთიც გვხვდება. მათ შორისაა ბრინჯაოსა და ძველი ქვის ხანის იარაღები, უძველესი სამკაულები და ანტიკური პერიოდის ჭურჭელი. თითოეული მათგანის ფასი საკმაოდ მაღალია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმართვას გეგმავს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის 1.400.000 გამოიყო

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში აქტიურ ფაზაში შედის. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის 1.400.000 ლარი გამოიყო. – ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული თანხა 2015 წელს მიმდინარე პროექტების გარდა, დამატებით 13 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას მოხმარდება, – ნათქვამია […]

ლიტერატურის მუზეუმში ფოტოგამოფენა გაიხსნება

23 იანვარს ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ფოტოგამოფენას “ძველსა და ახალ ბორჯომში”. გამოფენა მომზადდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფოტოფონდებში დაცულ ისტორიული მასალების საფუძველზე, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, თუმცა ისტორიულ მეხსიერებაში შენარჩუნების აუცილებლობას გულისხმობს. თქვენს თვალწინ დოკუმენტური სიზუსტით გაცოცხლდება ძველი ციხე-სიმაგრეები, ეკლესიები, […]

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: “გააქტიურდით!”

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2014 წლის ბოლო დღეს საგანგებო განცხადებას ავრცელებს და გამოთქვამს იმედს, რომ 2015 წელს საზოგადოების ჩართულობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის სფეროში, კიდევ უფრო აქტიური იქნება: “მეგობრებო, ყველას ერთად და ცალცალკე უდიდეს მადლობას გიხდით გასული 2014 წლისთვის. გილოცავთ დამდეგ შობას და ახალ 2015 წელს. ჯანმრთელობას, სიყვარულს, წარმატებებს გისურვებთ და იმედი […]

„ღალია – ქართველთა მონასტერი კვიპროსზე”

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გამოსცა სამეცნიერო ილუსტრირებული ნაშრომი „ღალია, ქართველთა მონასტერი კვიპროსზე”. ახლადგამოცემული წიგნი ასახავს 2006-2010 წლებში კვიპროსზე არსებულ ქართულ არქიტექტურულ კომპლექსზე განხორციელებულ ისტორიულ არქეოლოგიურ-სახელოვნებათმცოდნეო ეპიგრაფიკულ კვლევებს და მის შედეგებს. კვიპროსის ღალიის ქართველთა მონასტრის რეაბილიტაცია ქვეყნის გარეთ არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების დაცვისა და რეაბილიტაციის პროგრამით განხორციელდა და ის ერთერთი […]