ჭდე: იტალიის კინოფესტივალი

ქართული ფილმი იტალიის კინოფესტივალზე მოხვდა

იტალიის საერთაშორისო კინოფესტივალმა 103 ქვეყნის 2000-ზე მეტ ფილმს შორის ის რჩეული ფილმები დაასახელა, რომლებიც საკონკურსო პროგრამაში მოხვდნენ და გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. 10 საუკეთესო ფილმს შორისაა მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი “დედა”, რომელსაც იტალიაში 26-30 იანვარს აჩვენებენ. ფილმის რეჟისორი რატი წითელაძეა. იტალიის საერთაშორისო კინოფესტივალის გარდა, ფილმი მონაწილეობდა სტამბულის, რუმინეთის, მიტროვიცას, კამერუნის საერთაშორისო კინოფესტივალებზე. ფილმში მთავარ როლს მწერალი და მსახიობი […]