ჭდე: თბილისის სიმფონიური ორკესტრი

გიორგი მიქაძისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის გასტროლი ისრაელში

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში სრული ანშლაგით ჩატარებული კონცერტის შემდეგ, პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი მიქაძე საგასტროლო ტურნეს ფარგლებში მაესტრო ვახტანგ კახიძესთან, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელასთან ერთად ისრაელში გაემგზავრა. კონცერტების სერია დაგეგმილია სამ ქალაქში – ჰერცლიაში, აშდოდსა და იერუსალიმში. აღსანიშნავია, რომ 10 დეკემბერს, ქალაქ იერუსალიმის თეატრში გამართული კონცერტი შოთა რუსთაველის 850 […]

გიორგი მიქაძისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი

აშშ-ში მოღვაწე, ვირტუოზი პიანისტი და კომპოზიტორი, Yamaha-ს ჯაზ-არტისტი გიორგი მიქაძე თბილისში კონცერტს გამართავს. კვირას, 4 დეკემბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში კონცერტი თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩატარდება. ორკესტრს ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. საღამოზე შესრულდება ვახტანგ კახიძის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, ჯორჯ გერშვინის “ცისფერი რაფსოდია” ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, იგორ სტრავინსკის სუიტა ბალეტიდან “ფასკუნჯი” და ჯორჯ გერშვინის […]