ჭდე: თაკო გაჩეჩილაძე

თაკო გაჩეჩილაძე გაქურდეს

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე, რომელიც წელს საქართველოს უკრაინაში გამართულ ევროვიზია 2017-ზე წარადგენს, ქურდების მსხვერპლი გახდა. ინფორმაცია მომღერალმა თავად გაავრცელა და დახმარებაც ითხოვა: “სოს! სასწრაფოდ! თიბისი ბანკში არავინ მუშაობთ? საფულე მომპარეს და დაბლოკვა მინდა!” თაკო გაჩეჩილაძე საქართველოში არ იმყოფება. ის საფრანგეთის დედაქალაქში გუშინ ჩავიდა. მომღერლის ინფორმაციით, ქურდობა პარიზში ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა. თაკომ დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.

ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი არჩეულია

დიდ საკონცერტო დარბაზში ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი გაიმართა, სადაც 25-მა მონაწილემ სპეციალურად ევროფესტივალისთვის შექმნილი სიმღერები შეასრულა. კონკურსანტებს აფასებდა საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ბორისლავ მილანოვი – მუსიკალური პროდიუსერი და კომპოზიტორი, საშა ჟან-ბაპტისტი – ცნობილი შვედი რეჟისორი, რალფ რეინინკი – ჰოლანდიელი პროდიუსერი, ევროვიზიის ექსპერტი და ჟურნალისტი და ტალი ეშკოლი – ებრაელი პროდიუსერი და რედაქტორი. 25-ვე კონკურსანტის […]

სტეფანე ევროვიზიის წინააღმდეგ

მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს მომღერალი და პროდიუსერი სტეფანე საქართველოს ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსში ნინი ბადურაშვილთან, თაკო გაჩეჩილაძესთან და ქრისტინე იმედაძესთან ერთად მონაწილეობდა და გაიმარჯვა კიდეც, ევროფესტივალის წინააღმდეგ გამოდის. სტეფანე: “ევროვიზია არის არაფრის მომცემი, ნერვების მომშლელი კონკურსი, მაგრამ ვისაც უნდა – გაუმარჯოს, უბრალოდ წესებში უნდა გაერკვეს. ეს არის სიმღერის კონკურსი და არა კივილ-წივილის და ფსიქოდელიკის. სიმღერა […]

ევროვიზიის ეროვნული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულებულია

2017 წლის ევროვიზიის ეროვნული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულებულია – საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადების მიღება შეწყვიტა. 7 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, კონკურსში მონაწილეობა შეეძლო ყველა იმ მუსიკოსსა და ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენდნენ სპეციალურად ევროვიზიისთვის დაწერილ სიმღერებს. სულ საზოგადოებრივ მაუწყებელში შევიდა 27 განაცხადი – კონკურსანტების სრული სია ასეთია: ნანუკა გიორგობიანი გიორგი ჩიქოვანი დავით შანიძე ტრიო “მანდილი” ანჩო დოლიძე ელენე […]

თბილისური გაუგებრობა ვლადიმირ კოსმას მუსიკასთან დაკავშირებით

მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორის ვლადიმირ კოსმას კინომუსიკა წლებია აქტუალობას არ კარგავს. მისი კომპოზიციები ცნობილ ფრანგულ ფილმებში ჟღერს. საქართველოში ვლადიმირ კოსმას მუსიკა პირველად აჟღერდა და მსმენელში დიდი მოწონებაც დაიმსახურა. კონცერტის სატელევიზიო ვერსიის ეთერში გასვლასთან დაკავშირებით, თბილისის ბიგ ბენდის მუსიკალური ხელმძღვანელის გივი გაჩეჩილაძის შვილებმა, ნინო და თაკო გაჩეჩილაძეებმა სინანულით აღნიშნეს, რომ მათი მამის სამთვიანი შრომა არ დაფასდა და […]

თაკო გაჩეჩილაძე გაქურდეს

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე გაქურდეს. ინფორმაცია ამის შესახებ თაკომ თავად გაავრცელა. როგორც მომღერალი აცხადებს, ამ საქციელმა ის მინიმუმ 20 წლით უკან დააბრუნა და “ედიკას” დრო გაახსენა. თაკო გაჩეჩილაძე: “დილას რომ დაგხვდება მანქანის ნაწილი მოპარული “ედიკას” დროს როგორც იყო, 20 წლის მერეც იგივე მეორდება. სირცხვილია!” თაკოს მანქანის ნაწილი მოპარეს, რომელიც ნიკელისაა და კარგი ფასიც აქვს.

ქართველი მომღერლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

საქართველოში სულ უფრო და უფრო იშვიათად იმართება კონცერტები, რომელშიც მომღერლებს ნორმალურ ჰონორარს გადაუხდიან. ძირითადად ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე ცენტრალური კონცერტი ტარდება – საახალწლო და თბილისობისადმი მიძღვნილი და მათში მონაწილეობაც ქართველ მომღერლებში ყოველთვის უკმაყოფილების და დაპირისპირების საგანი ხდება. გამონაკლისი არც წელს მოხდა, როდესაც თბილისობის დღესასწაულისთვის შეარჩიეს მომღერლების ერთი ნაწილი, მეორე ნაწილი კი ამით, რასაკვირველია, უკმაყოფილო დარჩა. კომპოზიტორი […]

თაკო გაჩეჩილაძე ,,ერთი ერთშის’’ გამარჯვებულია

მუსიკალური შოუს “ერთი ერთში” მეოთხე სეზონი დასრულდა. ფინალში მაყურებელმა თავისი ესემესებით გამოავლინა საუკეთესო და პირველი ადგილი თაკო გაჩეჩილაძეს არგუნა. ფინალში ოთხი მომღერალი გადავიდა – სოფო ბედია, მარიტა როხვაძე, ოთო ნემსაძე და თაკო გაჩეჩილაძე. მაყურებლის გადაწყვეტილებით, ხმები ასე გადანაწილდა: მარიტა როხვაძე – 0.8 პროცენტი მეოთხე ადგილი და 10.000 ლარი, სოფო ბედია – 15.6 პროცენტი მესამე ადგილი […]

თაკო გაჩეჩილაძე თავს იმართლებს

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე მუსიკალური შოუს “ერთი ერთში” მეოთხე სეზონის მონაწილეა. ბოლო საკონკურსო ტური მისთვის წარმატებული აღმოჩნდა. პლავა ლაგუნად გარდასახულმა მომღერალმა უმაღლესი ქულები დააგროვა და გამარჯვებაც მოიპოვა. ამ ტურის შემდეგ, საზოგადოებაში ხმა გავრცელდა, თაკო ცოცხლად არ მღეროდა, ფონოგრამაზე შეასრულა ეს ურთულესი სიმღერაო. მომღერალიც იძულებული გახდა განმარტებები გაეკეთებინა და თავი ემართლებინა: “თუ გინდათ აკაპელაში გიმღერებთ, ხალხო, რომ […]

თაკო გაჩეჩილაძე ლიდერია

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე, რომელიც თბილისის ბიგ ბენდის სოლისტია, ისევ ლიდერია. მუსიკალური გარდასახვის შოუ “ერთი ერთშის” მეექვსე საკონკურსო ტურში მან უმაღლესი ქულები დაიმსახურა და 65 ქულით კინოტურის გამარჯვებული გახდა. თაკომ რეჟისორ ლუკ ბესონის 1997 წლის ბოევიკიდან “მეხუთე ელემენტი” მისტიური დივა პლავალაგუნა განასახიერა და მან შეძლო როგორც დარბაზში მყოფი მაყურებლის, ასევე ტელემაყურებლისა და ჟიურის აღფრთოვანება. ჟიურის წევრებს […]