ჭდე: ვეფხისტყაოსანი

პლასტიკაში გაცოცხლებული “ვეფხისტყაოსანი”

ალბათ ბევრისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა “ვეფხისტყაოსანი” უხმოდ წარმოადგინო და ამხელა ნაწარმოები მაყურებელს ყოველგვარი სიტყვების გარეშე მიაწოდო. მაესტრო ამირან შალიკაშვილმა ეს შეძლო და გენიალური “ვეფხისტყაოსანი” ქართველ მიმებთან ერთად პლასტიკაში გააცოცხლა. ამირან შალიკაშვილი ჯერჯერობით პირველი და ერთადერთია, ვინც თეატრსა თუ კინოში შოთა რუსთაველის ქმნილების დადგმა გაბედა. სპექტაკლის პრემიერა პანტომიმის თეატრში შედგა, მაყურებელთა დიდი […]

“ვეფხისტყაოსანი” მოგზაურობას იწყებს

მაესტრო ამირან შალიკაშვილის მიერ დადგმული “ვეფხისტყაოსანი” საქართველოში მოგზაურობას იწყებს. შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის მიხედვით შექმნილ წარმოდგენაში თავად ამირან შალიკაშვილიც მონაწილეობს და პოემის ავტორს განასახიერებს. პანტომიმის თეატრის მსახიობების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი უკვე იხილა თბილისელმა მაყურებელმა. სპექტაკლმა მარჯანიშვილის თეატრში სრული ანშლაგით ჩაიარა. ცოცხალმა რუსთაველმა და უსიტყვო ხელოვნებაში წარმოდგენილმა მისი პოემის გმირებმა მაყურებელში დიდი მოწონება დაიმსახურა. თეატრის ხელმძღვანელობის […]

”შური და ბოღმა აღარაა საჭირო!”

საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრი ჯერჯერობით ერთადერთია, რომელმაც გაბედა და შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა “ვეფხისტყაოსანი” სცენაზე გააცოცხლა. თეატრის დამაარსებელმა ამირან შალიკაშვილმა მსახიობებთან ერთად “ვეფხისტყაოსნის” გმირები XXI საუკუნეში თეატრის სცენაზე გადმოიყვანა. სპექტაკლს დიდი მოწონება ხვდა წილად როგორც რიგითი მაყურებლის, ასევე თეატრალური სამყაროს წარმომადგენლების მხრიდან. 14 იანვარს ქართული თეატრის დღეა. ამ დღეს თეატრის მოღვაწეთა კავშირი საუკეთესო რეჟისორებს, მსახიობებს […]

აიკრძალოს ვეფხისტყაოსნის სწავლება სკოლაში!

წელს საქართველო შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს ზეიმობს. პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე კი სკოლებში ”ვეფხისტყაოსნის” სწავლების აკრძალვას მოითხოვს და თავის მოსაზრებასთან დაკავშირებით განმარტებებსაც აკეთებს. ვასილ მაღლაფერიძე: “გსურთ, რომ ბავშვებიც და უფროსებიც დავბრუნდეთ წიგნებთან?! განათლების სამინისტრომ უნდა აკრძალოს ვეფხისტყაოსნის სწავლება სკოლაში. პარლამენტმა უნდა შემოიღოს კანონი – მოქალაქეებს პირველ წაკითხვაზე ათასი ლარი ჯარიმა, მეორე წაკითხვაზე – ხუთი ათასი, მესამეზე […]

“ვეფხისტყაოსნის” გმირებს მიმები გააცოცხლებენ

2016 წელს შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე აღინიშნება. პანტომიმის სახელმწიფო თეატრი იუბილეს რუსთაველის უკვდავი პოემის “ვეფხისტყაოსნის” პრემიერას უძღვნის. სცენარის ავტორი მწერალი რევაზ მიშველაძეა, რეჟისურა, მუსიკალური გაფორმება და მხატვრობა თეატრის დამაარსებელს, მაესტრო ამირან შალიკაშვილს ეკუთვნის. სპექტაკლში მთავარ როლს – შოთა რუსთაველს მაესტრო ამირან შალიკაშვილი ითამაშებს, როსტევან მეფეს – გიორგი გურგენიძე, თინათინს – სალომე ფილიშვილი, ნესტან-დარეჯანს – […]

“ვეფხისტყაოსანი” დავიწყეთ!”

რეჟისორი რობერტ სტურუა თეატრის მოყვარულ საზოგადოებას დიდხანს ჰპირდებოდა, რომ შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანს” სცენაზე გააცოცხლდებდა. მაესტროს დაპირება წლების განმავლობაში დაპირებად რჩებოდა, თუმცა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გადაწყვიტა ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანოს და შემოქმედებით ჯგუფთან ერთად პირველი რეპეტიცია გამართა. “პირველი რეპეტიცია. “ვეფხისტყაოსანი” დავიწყეთ!!! – ასეთი განცხადება გაავრცელა რუსთაველის თეატრის მსახიობმა სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძემ. რობერტ სტურუას და მსახიობების პირველი შეხვედრის […]

“ვეფხისტყაოსანი” ბერძნულად

2016 წელი იუნესკომ შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. “ვეფხისტყაოსანის” ავტორის 850 წლის საიუბილეოდ სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანთან” დაკავშირებით უმნიშვნელოვანეს ამბავს ავრცელებს: “უმნიშვნელოვანესი ამბავი: ბერძნულად “ვეფხსიტყაოსნის” გამოცემა გადაწყდა. აქამდე საბერძნეთში არასდროს გამოცემულა. დეტალებს მოგვიანებით გაგაგებინებთ.”

„ვეფხისტყაოსანი“ კორეულად

შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” პირველი ქართული ნაწარმოები აღმოჩნდა, რომელიც კორეულად ითარგმნა. თარგმანზე სეულის იონსეის უნივერსიტეტის პროფესორი ჩო ჯუ-კვანი 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს: “ჩო ჯუ-კვანი ქართულ ნაწარმოებზე 10 წლის მანძილზე მუშაობდა. „ვეფხისტყაოსანი“ კორეულ ენაზე ნათარგმნი პირველი ქართული ლიტერატურული ნაწარმოებია. პროფესორი ჩო ჯუ-კვანი ახლო მომავალში „ვეფხისტყაოსანზე“ საკუთარი კვლევითი ნაშრომის გამოქვეყნებას გეგმავს. ნაწარმოების თარგმნის […]

“ვეფხისტყაოსნის” 503 გამოცემა ერთად

2016 წელი იუნესკომ შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. ამ მოვლენის აღნიშვნა საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებებით იგეგმება. შოთა რუსთაველის უკვდავ პოემაზე უზომოდ შეყვარებული ლევან თაქთაქიშვილი “ვეფხისტყაოსანის” გამოცემების კოლექციონერია. შოთა რუსთაველის იუბილეს ის სპეციალური კატალოგის გამოცემით აღნიშნავს. ლევან თაქთაქიშვილი: “ხვალ გეპატიჟებით ჩემი და ჩემნაირი ვეფხისტყაოსანზე შეყვარებული კაცის, მამუკა ჩხეიძის მიერ შექმნილი კატალოგის პრეზენტაციაზე. რა არის ეს კატალოგი და რით […]

“ვეფხისტყაოსნის” 100 უნიკალური გამოცემა საჯაროა

2016 წელი იუნესკომ შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლებიც შოთა რუსთაველს და მის პოემა “ვეფხისტყაოსანს” მიეძღვნება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში “ვეფხისტყაოსნის” 100 უნიკალური გამოცემა გამოიფინა. მათგან ყველაზე ძველი 1888 წელს არის დაბეჭდილი და მიხაი ზიჩის ნახატებითაა გაფორმებული. ექსპოზიცია ტექნიკურმა უნივერსიტეტმა იუნესკოს გადაწყვეტილების მხარდასაჭერად გამართა. გამოფენა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში რამდენიმე თვის განმავლობაში […]