ტეგების ჩანაწერები: ვახტანგ კახიძე

გიორგი მიქაძისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის გასტროლი ისრაელში

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში სრული ანშლაგით ჩატარებული კონცერტის შემდეგ, პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი მიქაძე საგასტროლო ტურნეს ფარგლებში მაესტრო ვახტანგ კახიძესთან, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელასთან ერთად ისრაელში გაემგზავრა. კონცერტების სერია…

გიორგი მიქაძისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი

აშშ-ში მოღვაწე, ვირტუოზი პიანისტი და კომპოზიტორი, Yamaha-ს ჯაზ-არტისტი გიორგი მიქაძე თბილისში კონცერტს გამართავს. კვირას, 4 დეკემბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში კონცერტი თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩატარდება. ორკესტრს ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. საღამოზე შესრულდება ვახტანგ…

ვახტანგ კახიძე დუმილს არღვევს

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ კახიძე დუმილს არღვევს. ბოლო დღეებში ვახტანგ კახიძის და ნიკოლოზ რაჭველის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. ურთიერთბრალდებების და კომპრომატების დაუსრულებელმა კასკადმა საზოგადოება გაურკვევლობაში ჩააგდო. ვახტანგ კახიძემ საბოლოოდ გადაწყვიტა ყველა…

ჯანსუღ კახიძის ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ვახტანგ კახიძისა და ნიკოლოზ რაჭველის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: “პატივცემულო საზოგადოება, ვინაიდან ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელსა და ტელე სივრცეში მიმდინარეობს აქტიური განხილვა ე.წ. “დაპირისპირებისა” დირიჟორებს შორის, რომელსაც…

ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ვახტანგ კახიძის წერილი გაასაჯაროვა

გასული კვირა საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა ქართულ მუსიკალურ სამყაროში. ნიკოლოზ რაჭველი ვახტანგ კახიძეს დაუპირისპირდა და გაასაჯაროვა ამონარიდი იმ წერილიდან, რომელიც კახიძემ კულტურის სამინისტროს მისწერა. მაესტრომ რაჭველი უგემოვნო, არაპროფესიონალ და უნიჭო ადამიანად შერაცხა. მოგვიანებით ვახტანგ კახიძემ “რუსთავი…

“დღეს რაც ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თავს ხდება…”

საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის მენეჯერი ნინო ნახუცრიშვილი ეროვნული სიმფონიური ორკესტრის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. ნინო ნახუცრიშვილი: “დღეს რაც ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თავს ხდება – ეს არ არის არც პოლიტიკური განაცხადი და არც არავის…

“ნიკოლოზ რაჭველს დახმარება სჭირდება”

სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი ნიკოლოზ რაჭველის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს ეხმაურება, სადაც ვახტანგ კახიძე რაჭველს უნიჭოს, უგემოვნოს და არაპროფესიონალს უწოდებს. სვიმონს მიაჩნია, რომ უნიჭო ნიკოლოზ რაჭველსაც სჭირდება დახმარება და სახელმწიფო ორკესტრსაც. სვიმონ ჯანგულაშვილი:…

“ნიკოლოზ რაჭველი არის უნიჭო, უგემოვნო და არაპროფესიონალი”

“ნიკოლოზ რაჭველი არის უნიჭო, უგემოვნო და არაპროფესიონალი, რომლის გამოჩენა იმ სცენაზე არის დირიჟორის პროფესიის დისკრედიტაცია და ჯანსუღ კახიძის ხსოვნის შეურაცხყოფა!” – ასეთია იმ სამგვერდიანი წერილის დასკვნა, რომელიც კულტურის სამინისტროში ინახება. წერილს თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო…

საშობაო კონცერტი დაავადებული ბავშვებისთვის

მაესტრო ვახტანგ კახიძე ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო საშობაო კონცერტს გამართავს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა და სოლისტები. საქველმოქმედო საღამოზე აჟღერდება ბახის საორღანო ნაწარმოები და საშობაო ორატორიები. ჯანსუღ კახიძის…

,,NEW YORK VOISES” თბილისშია

ჯანსუღ კახიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალი ლეგენდარული ჯგუფის „NEW YORK VOISES“ კონცერტით 30 მაისს დაიხურება. კვარტეტის წევრები კიმ ნაზარიანი, ლორენ კინჰანი, დერმონ მიდერი და პიტერ ელდრიჯი უკვე თბილისში არიან და ქართველ მსმენელთან შესახვედრად ემზადებიან. ფესტივალი…