ჭდე: დემნა გვასალია

მოდის ოსკარი დემნა გვასალიას

ბალენსიაგას ქართველმა ხელმძღვანელმა დემნა გვასალიამ მსოფლიო მოდის ინდუსტრია აალაპარაკა და მისი კოლექციებით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. დემნა პირველი ქართველი დიზაინერია, რომელიც მოდის ინდუსტრიის ისტორიაში გამორჩეულად შევა. CFDA -მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ წელს საერთაშორისო ჯილდო გადაეცემა დემნას. CFDA-ზე მაღალი დონის ჯილდო მოდის ინდუსტრიაში ჯერ არ დაუწესებიათ. ამ ჯილდოს ძირითადად სამოდელო ბიზნესის ლეგენდები იღებენ. […]

დემნა გვასალია წლის ადამიანია

2016 წლის მიწურულს გამოცემამ The Business of Fashion რჩეულები გამოავლინა. გამოცემამ ბალენციაგას ქართველი დირექტორი დემნა გვასალია წლის ადამიანად დაასახელა და საკმაოდ ვრცელი სტატიაც მიუძღვნა. სტატიაში წერია, რომ დემნამ თავისი ხედვით გავლენა მოახდინა მოდის სამყაროზე და მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. მის მიერ შექმნილი კოლექციები ელვის სისწრაფით იყიდება, დემნას მიერ შექმნილ სამოსს კი მსოფლიოს ვარსკვლავები ატარებენ. ეს […]

დემნა გვასალიას კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში სულ უფრო წარმატებული და აღიარებული ხდება. მის მიერ მაღალი მოდის კვირეულებზე წარდგენილი კოლექციები უმაღლეს შეფასებებს იმსახურებს. წლის ბოლოს The Fashion Awards 2016-ის სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი ლონდონში ROYAL ALBERT HALL-ში გაიმართა, სადაც მსოფლიოს ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა მოდის კრიტიკოსებმა, დიზაინერებმა, მოდელებმა, მსახიობებმა და მომღერლებმა მოიყარეს თავი. […]

დემნა გვასალიას ინტერვიუ The New York Times-ში

ბალენსიაგას კრეატიულმა დირექტორმა, ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ The New York Times-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და იმ თემებზე ისაუბრა, რაც მის წინაშე ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ დადგა. პარიზის მოდის კვირეულზე მან პირველად წარადგინა კოლექცია ბალენსიაგას კრეატიული დირექტორის რანგში. კოლექციას მსოფლიოს წამყვანმა მოდის კრიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა სენსაციური უწოდეს. დემნა გვასალიას ინტერვიუ FashionHolics Online-მა გაავრცელა: – ბალენსიაგას ჩვენების […]

დემნა გვასალიას ფურორი პარიზის მოდის კვირეულზე

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია სულ ახლახანს დაინიშნა მსოფლიოში ცნობილი ბრენდის BALENCIAGA-ს კრეატიულ ხელმძღვანელად. პარიზის მოდის კვირეულზე მან პირველად წარმოადგინა თავისი კოლექცია. დემნა გვასალიამდე ბალენსიაგას შემოქმედებითი დირექტორი იყო ალექსანდრ ვენგი. ვენგი კი ამ თანამდებობაზე ლუი ვიტონის ამჟამინდელი კრეატიული დირექტორის ნიკოლა გესკიერის შემდეგ დანიშნეს. ბალენსიაგა 1919 წელს ესპანელმა კრისტობალ ბალენსიაგამ დაარსა. პირველი ბუტიკი სწორედ ესპანეთში გაიხსნა. დღეს […]

ქართველი დიზაინერი Balenciaga-ს დირექტორად დაინიშნა

Vetements-ის კოლექციის შემქმნელი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორად დაინიშნა. ინფორმაცია უცხოურ მედიაში აქტიურად ვრცელდება. 34 წლის დემნა, რომელიც ვუნდერკინდ დიზაინერად არის მიჩნეული, Balenciaga-ს ახალი რჩეულია. მას  მოდის სახლის იმიჯსა და კოლექციებზე შემოქმედებითი პასუხისმგებლობა დაეკისრა. Vetements პარიზის მოდის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად სახელდება. Vetements თარგმანში ტანსაცმელს ნიშნავს. დემნა გვასალია, რომელიც კოლექტიურად შექმნილი ბრენდის ნომინალური ხელმძღვანელია, […]