ჭდე: დეა კულუმბეგაშვილი

ქართული ფილმი სალონიკში დააჯილდოვეს

სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული ფილმი დააჯილდოვეს. რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა “ლეთა” პრიზი კინოფესტივალზე კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო. ფილმი არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე უკვე აჩვენეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ეს დეას რიგით მეორე ფილმია. “ლეთა” კანის კინოფესტივალზეც მოხვდა. უახლოეს მომავალში ქართველი რეჟისორის ნამუშევარს ბრაზილიაში გამართულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალსა და ზაგრების კინოფესტივალზე აჩვენებენ.

ქართველი კინემატოგრაფისტების გამარჯვება კინოშოკის ფესტივალზე

საერთაშორისო კინოფესტივალი “კინოშოკი” ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. კინოფესტივალი წელს 25-ედ გაიმართა და მას ანაპამ უმასპინძლა. ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულთა შორის სამი ქართული ფილმი აღმოჩნდა – “მოირა”, “მამა” და “ლეთა”: პრიზი საუკეთესო მუსიკისთვის – ნუკრი აბაშიძე ფილმისთვის “მოირა”; ჟიურის სპეციალური პრიზი – მოკლემეტრაჟიანი ფილმი “მამა”, რეჟისორი დავით ფირცხალავა; ჟიურის სპეციალური პრიზი – მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ლეთა”, რეჟისორი დეა […]

ქართველმა რეჟისორმა სოფიაში მთავარი პრიზი მოიგო

ახალგაზრდა რეჟისორმა სოფიაში მთავარი პრიზი მოიპოვა. რიგით მე-20 სოფიის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა  Sofia Meetings, რომელმაც კინომოღვაწეებს უკვე მე-13-ედ უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში რეჟისორებმა, პროდიუსერებმა და დისტრიბუტორებმა ახალი პროექტები წარადგინეს. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, Sofia Meetings-ის მონაწილე ქართველი დეა კულუმბეგაშვილი პროექტით “დაისი” მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. მას ფულადი ჯილდო 50.000 ევრო გადაეცა.