ჭდე: დათუნიკა სხირტლაძე

დათუნიკა სხირტლაძის მეუღლეს მხარდაჭერა ესაჭიროება

დათუნიკა სხირტლაძის მეუღლეს მზია ჯინჭარაძეს საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება. ინფორმაციას ჯგუფი “ეგარი” ავრცელებს და საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტს და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიმართავს: “30 დეკემბერს სცენაზე მოულოდნელად გარდაიცვალა არაჩვეულებრივი ხელოვანი და პიროვნება, რაჭისა და მთელი საქართველოს სიამაყე, დავით (დათუნიკა) სხირტლაძე… ის წლების მანძილზე წარმატებით ხელმძღვანელობდა ამბროლაურის კულტურის ცენტრს. სამწუხაროდ, დათუნიკა სხირტლაძე ვერ მოესწრო ნანატრი შვილის დაბადებას. […]

დათუნიკა სხირტლაძის შვილს “ეგარი” კონცერტებიდან თანხას ჩაურიცხავს

დათუნიკა სხირტლაძე საახალწლო კონცერტის დროს სცენაზე გარდაიცვალა. მის დაკრძალვამდე 1 საათით ადრე კი მისი ნანატრი შვილი – დავით-თევდორე სხირტლაძე მოევლინა ქვეყანას. ჯგუფის “ეგარი” ყველა წევრის ერთობლივი გადაწყვეტილებით, დათუნიკას ვაჟს კონცერტებიდან თანხა ჩაერიცხება. სპეციალური განცხადება ჯგუფმა გაავრცელა: “დათუნიკა სხირტლაძის მოულოდნელი გარდაცვალება სრულიად საქართველოს ტკივილად იქცა. თუმცა მიუხედავად ამ ტრაგიკული ამბისა, ქვეყანას მისი გვარის გამგრძელებელი დავით-თევდორე სხირტლაძე […]

დათუნიკა სხირტლაძეს ნანატრი შვილი ეყოლა

მომღერალსა და მოცეკვავეს დათუნიკა სხირტლაძეს ნანატრი შვილი გარდაცვალების შემდეგ ეყოლა. ხელოვანი რამდენიმე დღის წინ ამბროლაურში გამართული საახალწლო კონცერტის დროს სცენაზე გულის შეტევით გარდაიცვალა. 3 იანვარს დათუნიკა მისმა ოჯახის წევრებმა, კოლეგებმა, მეგობრებმა და გულშემატკივრებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს. გიორგი უშიკიშვილი: “ამდენი მწუხარების შემდეგ, ერთი კარგი ამბავი მოხდა. დათუნიკას გამოსვენებამდე ერთი საათით ადრე მისი ბიჭი დაიბადა. 60 წლის […]

დათუნიკა სხირტლაძის კინოპრემიერა გარდაცვალების შემდეგ

ანსამბლების “შინ” და “ეგარი” წევრი დათუნიკა სხირტლაძე 30 დეკემბერს ამბროლაურში გამართული კონცერტის დროს სცენაზე გარდაიცვალა. როგორც მისი მეგობრები აცხადებენ, გარდაცვალების მიზეზი გული გახდა. მოცეკვავისა და მომღერლის გარდაცვალების შემდეგ, მისი მონაწილეობით გადაღებული ფილმის პრემიერის შესახებ ინფორმაცია რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა გაავრცელა: “დათო სხირტლაძე 2006 წელს გავიცანი, ჩემი ჯგუფ „შინ“-თან თანამშრომლობის დროს. მაშინ ჩემს პირველ ფილმზე „გაღმა ნაპირი“ […]