ჭდე: დავით საყვარელიძე

ყურადღება! ყურადღება!

ასე მიმართავს ფართო საზოგადოებას რეჟისორი დავით საყვარელიძე. რეჟისორი, რომლის სახელსაც არაერთი სასიამოვნო და მნიშვნელოვანი კონცერტის თუ სპექტაკლის განხორციელება უკავშირდება, კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს საღამოს აანონსებს. დავით საყვარელიძე: “ყურადღება ყურადღება! სუპერ სასიხარულო ამბებია! ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი მაესტრო ზუბინ მეტას დირიჟორობით სექტემბერში ჩამოვა საქართველოში. ორმაგად სასიხარულოა, რომ ზუბინ მეტასთან დაუკრავს ხატია ბუნიათიშვილი, რომლის დახმარებითაც, დიდი ძალისხმევით შედგა კონტაქტი […]

“მინდა გაგიზიაროთ ჩემი დიდი სიხარული”

რეჟისორი დავით საყვარელიძე ფართო საზოგადოებას ერთ სასიხარულო ინფორმაციას ამცნობს, რომელიც ქართულ კულტურას და მის პოპულარიზაციას შეეხება: “მინდა გაგიზიაროთ ჩემი დიდი სიხარული. რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩამოვიყვანეთ ბატონები მარტინ ინგსტრომი და ავი შოშანი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის მუსიკალური ფესტივალის – ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებლები. შვეიცარიის ალპებში პატარა საკურორტო დასახლება “ვერბიე” ყოველ ზაფხულს მსოფლიო მუსიკის ცენტრად იქცევა, […]

სოხუმის თეატრი ახალ ცხოვრებას იწყებს

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი ახალ ცხოვრებას იწყებს. 24-წლიანი მოგზაურობა თბილისის ერთი თეატრიდან მეორეში დასრულებულია. სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით საყვარელიძის ინფორმაციით, თეატრს ახალი ოფისი და სარეპეტიციო დარბაზი გადაეცა, რომლის პრეზენტაციაც 15 იანვარს გაიმართება. დავით საყვარელიძე: “მას შემდეგ რაც ჩვენმა დასმა 1993 წელს იძულებით დატოვა სოხუმი, თბილისში დაიწყო მოღვაწეობა. 9 წლის განმავლობაში შეგვიფარა […]

“დურუჯის” გამარჯვებულები დასახელდნენ

პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემია “დურუჯის” გამარჯვებულები ცნობილია. რიგით მერვე დაჯილდოების ცერემონიალზე დასახელდნენ საუკეთესოები ნომინაციებში საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – პრემიის ოდენობა შეადგენს 14.000 ლარს, საუკეთესო მსახიობი ქალი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს, საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს, საუკეთესო ახალგაზრდა […]

ვლადიმერ სპივაკოვი თბილისში

მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე და დირიჟორი ვლადიმერ სპივაკოვი თბილისში ჩამოდის. 71 წლის მაესტრო კონცერტს საქართველოს დედაქალაქში თავის ორკესტრთან ერთად გამართავს. ვლადიმერ სპივაკოვს საქართველოში გულშემატკივართა დიდი არმია ჰყავს. ამ სასიამოვნო ინფორმაციას რეჟისორი დავით საყვარელიძე ავრცელებს: “საახალწლოდ ძვირფასი კალამი მივიღე საჩუქრად. დაგპირდით კარგ კონტრაქტებს მოვაწერ ხელს- მეთქი. ჰოდა მოვაწრე კიდეც სწორედ იმ კალმით! 27 აპრილს სპივაკოვი და მისი […]

დავით საყვარელიძე: ,,ჩემი სახელის ხსენებას ერიდებიან”

რეჟისორი დავით საყვარელიძე საჯაროდ აცხადებს, რომ მისი სახელის ხსენებას კოლეგები ერიდებიან. რეჟისორმა 10 წელი იმუშავა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში და საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ფლობს. დავით საყვარელიძე ოპერისა და ბალეტის თეატრში სერგო ქობულაძის ფარდის დაკიდების ამბავს ეხმაურება და აცხადებს, რომ უკვე დაკიდული ფარდა ორიგინალი ესკიზისგან განსხვავდება და შესადარებლად საზოგადოებას ფარდის ესკიზის ნამდვილი ორიგინალის ფოტოებს სთავაზობს, […]

დავით საყვარელიძე: ,,გაგიზიარებთ ჩემს წუხილს”

სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი დავით საყვარელიძე ტრადიციას არღვევს და საჯაროდ იწყებს წუწუნს სოციალურ ქსელში. რეჟისორის თქმით, მას აღიზიანებს წუწუნი ფეისბუქზე, თუმცა იძულებულია თავისი წუხილი ყველას გაუზიაროს. დავით საყვარელიძე: “წუწუნი მაღიზიანებს ფეისბუქზე, მაგრამ მაინც გაგიზიარებთ ჩემს წუხილს. ნახეთ რამდენი უმაღლესი დონის ჯაზ ვარსკვლავი ჩამოვიდა საქართველოში?! რამდენი თეატრალური დასი?! რამდენი როკ-მომღერალი?! თბილისი ელექტრო მუსიკოსთა პატარა […]

,,მილიონრები’’ – პრემიერა სოხუმის თეატრში

4 და 5 ივნისს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერაა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი დავით საყვარელიძე წარმოადგენს ერთმოქმედებიან სპექტაკლს “მილიონრები”, რომელიც ედუარდო დე ფილიპოს პიესების მიხედვით განხორციელდა. სპექტაკლის ავტორი დავით საყვარელიძეა, ქორეოგრაფი ეკა არჩაია, რეჟისორის თანაშემწე კი ლეილა მურღულია. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები ბადრი ბეგალიშვილი (ჯენარო), მარინა სოლომონია (ამალია), პაატა ვახტანგიშვილი (ამადეო), ვერიკო […]