ჭდე: გია ყანჩელი

გია ყანჩელს ოპერაცია ჩაუტარდა

კომპოზიტორს და საქართველოს სახალხო არტისტს, გია ყანჩელს კატარაქტის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. კატარაქტის ოპერაცია გულისხმობს მხედველობის სიმახვილის დაბრუნებას რამდენიმე წუთში, რომლის დროსაც ხდება ძველი, შემღვრეული ბროლის შეცვლა ახალი, ხელოვნური ბროლით. ოპერაცია „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიშა ომიაძემ Centurion-ის ულტრათანამედროვე ფაკოემულსიფიკაციის მეთოდით შეასრულა. გია ყანჩელი: “ოპერაცია ბევრად მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ყველა ასაკოვანი ადამიანი იმსახურებს […]

გიორგი ტიგინაშვილი ივრისპირელი: “კრიტიკოსებს მინდა ვკითხო”

– არ მიყვარს როცა დასცინიან და საძულველად იხსენიებენ საქართველოს, საკუთარ სამშობლოს! – აცხადებს მწერალი გიორგი ტიგინაშვილი ივრისპირელი: “ასეთ დროს კრიტიკოსებს მინდა ხოლმე, რომ ვკითხო: იცნობ ჰომეროსის, ევრიპიდეს, ჰეროდოტეს, სტრაბონის, გელასი კესარიელის, მოვსეს ხორენაცის, იერემია სოზომენის, სოკრატ სქოლასტიკოსის, ჯუანშერის, ლეონტი მროველის, ბასილი ეზოსმოძღვარის, ივანე ჯავახიშვილის, სარგის კაკაბაძის ნაშრომებს საქართველოს (კოლხა, დიაოხი, ეგრისი, ქართლი და სხვ.) შესახებ? […]

ბავშვების სათამაშოები გია ყანჩელის მუსიკით

კომპოზიტორ გია ყანჩელის “ყვითელი ფოთლები” – ყველა ქართველისთვის განსაკუთრებულად ტკბილი და საყვარელი მელოდიაა. კომპანია “ჩიკატაიმ” ბავშვებისთვის სათამაშოების წარმოება დაიწყო. ხელით ნაკეთები ლამაზი სათამაშოები გია ყანჩელის მუსიკით გაართობენ პატარებს. “პირველი ჰანგი მნიშვნელოვანია!” – მიაჩნიათ იდეის ავტორებს და სწორედ ამიტომ, პატარებს პირველივე ჰანგებად ქართველი კომპოზიტორის ულამაზეს მელოდიას სთავაზობენ.

რობერტ სტურუას ოქროს ქორწილი

რეჟისორმა რობერტ სტურუამ ოქროს ქორწილი გადაიხადა. 50 წლიანი ქორწინების იუბილე მასთან ერთად კომპოზიტორმა გია ყანჩელმაც აღნიშნა. მეგობრებმა მეუღლეების და უახლოესი ადამიანების გარემოცვაში ოქროს ქორწილი თბილისში, ვენდისში იზეიმეს. რობერტ სტურუა: “50 წლის წინ მე და დუდანა დავქორწინდით. სხვათაშორის, გია ყანჩელი და ლიულაც! “ოქროს ქორწილი”.

ბათუმის კინოფესტივალმა გამარჯვებულები დააჯილდოვა

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა. საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა – საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. BIAFF 2017-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ – მოჰსენ მახმალბაფი (ჟიურის თავჯდომარე, დიდი ბრიტანეთი), სიდიქ ბარმაკი (საფრანგეთი), ბორის შულმან (შვედეთი), დიანა აშიმოვა (ყაზახეთი), ნუცა ალექსი მესხიშვილი (საქართველო) გამოავლინა […]

სპეციალური პრიზი გია ყანჩელს

არაერთი შედევრის ავტორს, კომპოზიტორ გია ყანჩელს სპეციალურ პრიზს გადასცემენ. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის საზეიმო გახსნას ქართველი კომპოზიტორი საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება. კინოფესტივალის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, გია ყანჩელს ქართულ კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის სპეციალური პრიზი გადაეცემა.

“საყურადღებო განცხადება”

დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის სასიამოვნო განცხადებას ავრცელებს: ”საყურადღებო განცხადება: 3 საათზე “მუსკომედიის თეატრის” ეზოდან გამოდის ავტობუსი, რომელიც მგზავრებს ჩამოიყვანს და შემდგომ თბილისში დააბრუნებს მსურველებს, ვისაც გაგიხარდებათ ჩემი და ეროვნული ორკესტრის მოსმენა წინანდალში, ჭავჭავაძეების ბაღში ახლად აშენებულ ღია საკონცერტი დარბაზში. 9 სექტემბერს ჩვენ ამ სივრცის კურთხევის საზეიმო ცერემონიას 1 საათიან კონცერტს მივუძღვნით, რომელიც 19.00-ზე […]

ჯონ მალკოვიჩი ქართულ ფილმში?

ცნობილი ამერიკელ მსახიობთან ჯონ მალკოვიჩთან მუშაობა ნებისმიერი რეჟისორისთვის დიდი სიამოვნება და ფუფუნებაა. გამონაკლისი არც ქართველი რეჟისორები არიან. ჯონ მალკოვიჩი საქართველოს თბილისის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში უკვე სტუმრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ვარსკვლავთან მოლაპარაკებები ქართულ მხატვრულ ფილმში მონაწილეობაზე მიმდინარეობს. რეჟისორი დიტო ცინცაძე სრულმეტრაჟიან ფილმს იღებს შინდისის გმირებზე. ფილმში მონაწილეობას მიიღებენ მერაბ ნინიძე, ია სუხიტაშვილი, გიორგი ბაბლუანი და […]

გია ყანჩელი დუმილს არღვევს

– ჩემი უკვე საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე თავს ვარიდებდი მონაწილეობა მიმეღო მრავალრიცხოვან დაპირისპირებებში, რომლებიც ეროვნული მოძრაობის დაწყებიდან დღემდე, თან ახლავს ჩვენს ორად გახლეჩილ საზოგადოებას, – აცხადებს კომპოზიტორი გია ყანჩელი. უცხოეთში მცხოვრები ხელოვანი ეხმაურება საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე მოვლენებს და გადაცემების “უცნობი მუსიკა” და “წითელი ზონა” დახურვას აპროტესტებს. ამ თემებისადმი მიძღვნილ გია ყანჩელის წერილს “უცნობი მუსიკის” წამყვანი […]

გია ყანჩელის საჩუქარი საქართველოს

საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველმა კომპოზიტორმა გია ყანჩელმა თავისი შემოქმედებით მთელი ეპოქა შექმნა ქართულ კულტურაში. კომპოზიტორი კვლავაც ქმნის ახალ ნაწარმოებებს და სულიერ სიამოვნებას ანიჭებს მსმენელს. საჩუქარი, რომელიც გია ყანჩელმა საქართველოს და ქართულ საზოგადოებას მოუმზადა, ექვთიმე თაყაიშვილის სახელთან არის დაკავშირებული. ახალგაზრდა რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე იღებს მხატვრულ ფილმს ექვთიმე თაყაიშვილზე, რომლის შექმნაშიც მთელი საქართველო იღებს მონაწილეობას. თავისი წვლილის შეტანა […]

გვერდი 1 - 3123