ჭდე: გია როინიშვილი

ქეთი დოლიძე: “ვაი, თქვენს სამართალს!”

– ასე ეხმაურება კინომსახიობთა თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი ქეთი დოლიძე სააპელაციო სასამართლოს მიერ საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას გია როინიშვილის კინომსახიობთა თეატრში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ. ქეთი დოლიძე: “მაინტერესებს, რა სასამართლოა ქვეყანაში, როცა მსახიობს, რომელიც 7 წლის მანძილზე სცენაზე არ მდგარა, არ დადიოდა, მაგრამ ურცხვად ფულს იღებდა არაფრის კეთებაში, დასცინოდა თეატრს, […]

გია როინიშვილი: “სამწლიანი დავა სასამართლოში დასრულებულია!”

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მსახიობ გია როინიშვილის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ. გია როინიშვილი: “სამწლიანი დავა სასამართლოში დასრულებულია! დღეს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ჩემი თუმანიშვილის თეატრში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ! სარჩელი დაკმაყოფილებულია სრულიად! მინდა აღვნიშნო, რომ სააპელაციოში გასაჩივრება მოხდა […]

“რა ახსნა აქვს ამას?!”

კითხულობენ მომღერლები, მსახიობები, პროდიუსერები, თუ რიგითი მაყურებლები და საბავშვო ევროვიზიაზე ქართული ჟიურის მიერ რუსი კონკურსანტისთვის უმაღლესი 12 ქულის მინიჭებას აპროტესტებენ: ანრი ჯოხაძე, მომღერალი: “თურმე ქვეყნის დემორალიზება 12 ქულასაც შეუძლია… “ღრუზინული ჟიური”. კოკო როინიშვილი, მსახიობი: “რუსეთმა გაიმარჯვა საქართველოში ქართველების მინიჭებული 12 ქულით. საზოგადოებრივ მაუწყებელზე (ჩვენი ფულით დაფინანსებულ არხზე) ოკუპანტების დროშა აფრიალეს. სირცხვილია…. სახელმწიფოებრიობის შეგრძნება რატომ არ […]

“უმორჩილესი თხოვნა მაქვს”

თამრიკო ჭოხონელიძე მსახიობ გია როინიშვილის საჯარო განცხადებას საჯაროდვე ეხმაურება. გია როინიშვილი: “თბილისელების გარკვეული ნაწილი ისევ არსებულ ტოტალურ კორუფციას უჭერს მხარს… იმედი მაქვს, ისინი გაცილებით ცოტანი არიან, ვიდრე პროგრესულად მოაზროვნე თბილისელები… ამ კორუფციაზე ორიენტირებულ ,,საზოგადოებას” ნაკლებად ადარდებს განვითარება, შენება, რეფორმები, უფრო მეტიც, აწყობს ჭაობში წოლა, რადგან სხვა შემთხვევაში ცხოვრების საშუალებას კარგავს: შემოსავალს, გავლენას და ა.შ. უბრალოდ […]

“მინდა მჯეროდეს, ამ ,,კულტურულ” პროვოკაციას არც ერთი თავმოყვარე ქართველი მუსიკოსი არ აჰყვება!”

მსახიობი გია როინიშვილი საქართველოში დირიჟორ ვალერი გერგიევის ჩამოსვლის საკითხს ეხმაურება და მოუწოდებს მუსიკოსებსა და მსმენელს, არ აყვნენ დიდ ხელოვნებას ამოფარებულ რუსულ “საკენკს”: “მინდა მჯეროდეს, ამ ,,კულტურულ” პროვოკაციას არც ერთი თავმოყვარე ქართველი მუსიკოსი არ აჰყვება! მსმენელზე აღარ მაქვს ლაპარაკი! არა საქართველოს ოკუპაციას!!!!! ნურავინ გაიმართლებს თავს და ქცევას მისი დიდი მუსიკოსობით! ნუ ავყვებით დიდ ხელოვნებას ამოფარებულ რუსულ […]

“ეს გაუგებობა ვინმემ გაარკვიოს იქნებ?!”

კითხულობს მსახიობი გია როინიშვილი ბალკანელი მუსიკოსის გორან ბრეგოვიჩის მუსიკალურ კომპოზიციასთან “Train” დაკავშირებით, რომელშიც ორი ქართული სიმღერა “წინწყარო” და “სისა ტურა” არის გაერთიანებული. გია როინიშვილი: “ეს გაუგებობა ვინმემ გაარკვიოს იქნებ?! ვის ეხება????? ალბათ კულტურის სამინისტროს.” პ.ს. მოგვიანებით მსახიობმა განაცხადა, რომ საკითხი გაარკვია და მიწერილია, რომ ქართულია.

თავდასხმა გურამ ჯაშზე

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გურამ ჯაში კრიმინალების მსხვერპლი გახდა. მსახიობს გვიან ღამით თავს დაესხნენ და დააყაჩაღეს. გურამ ჯაშს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ექიმების დახმარება დასჭირდა. ინფორმაცია მსახიობის შესახებ მისმა კოლეგამ გია როინიშვილმა გაავრცელა: “გუშინ გვიან ღამით დააყაჩაღეს, გაძარცვეს…. ტრეპანაცია დასჭირდა. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ჩემს გურამს!!!… ყვავის კრიმინალი!!!!”

ხმამაღლა ვაცხადებ – ნაძირალაა!

მსახიობ გია როინიშვილის და რეჟისორ ქეთი დოლიძის დაპირისპირება პიკს აღწევს. ორივე მხარეს თავისი ბრალდებები და არგუმენტები აქვს, რომლებსაც მოწინააღმდეგეს უყენებს. გია როინიშვილის გაღიზიანება ქეთი დოლიძის ინტერვიუმ გამოიწვია და მსახიობმა მას სახალხოდ ნაძირალა უწოდა: “ვუსმინე ქეთი დოლიძის ინტერვიუს ,,იბერიაზე” – ხმამაღლა ვაცხადებ პირველად, (სახალხოდ) – ნაძირალაა! რის სასამართლო?! რის სამართალი?! ცალფეხზე ჰკიდია… ეს დედაკაცი მორალიდან და […]

“გია როინიშვილის და მისი ქომაგების გასაგონად”

კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე თეატრიდან გაშვებულ გია როინიშვილთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ქეთი დოლიძე: “გია როინიშვილის და მისი ქომაგების გასაგონად: სტრასბურგამდე რომ ვიარო, დავამტკიცებ, რომ ადამიანი, რომელიც 6 წელი არ დადგა თეატრის სცენაზე და არ უთამაშია არცერთი სპექტაკლი, იღებდა ურცხვად ხელფასს და არ სცხვენოდა ამისი, თეატრში არ უნდა დაბრუნდეს. იმ თეატრში, რომელსაც უღალატა. […]

გია როინიშვილმა ქეთი დოლიძეს სასამართლო ისევ მოუგო

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრიდან გაშვებულმა მსახიობმა გია როინიშვილმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და რეჟისორს ქეთი დოლიძეს სასამართლო კიდევ ერთხელ მოუგო. ინფორმაცია ამის შესახებ მსახიობმა თავად გაავრცელა: “როგორც იცით, ერთხელ უკვე მოვიგე სასამართლო აპრილის თვეში ქეთი დოლიძის წინააღმდეგ. მოგების მიუხედავად, მოწინააღმდეგე მხარემ გაასაჩივრა და საქმის განხილვა თავიდან დაიწყო……. თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე ქეთევან კუჭავა) ერთხელ კიდევ […]

გვერდი 1 - 212