ჭდე: გელათი

მიხედეთ ღვთისმშობლის ფრესკას გელათში

გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი ძეგლია. მისი დაცვა და გაფრთხილება თითოეული ქართველი ვალია. ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი: “ეს ფოტო ახლა მომაწოდეს. გიცდიათ, ოდესმე ცხელი პროჟექტორისთვის ხელი დაგედოთ? არ სცადოთ, არ დაადოთ, რადგან მაღალი ხარისხის დამწვრობა გარანტირებული გაქვთ. წარმომიდგენია რა დღეშია ახლა ამ ფრესკის თხელი, სუსტი ფენა და მგრძნობიარე საღებავები. სადაა? კარგად დააკვირდით სიღრმეში, აფსიდაში ღვთისმშობელს. არ […]

ქურდობა გელათში

საქართველოში ტურისტების სიმრავლე შეინიშნება. ამით სარგებლობენ ბოროტმოქმედები და უცხოელებს ძარცვავენ. მსგავსი შემთხევა ქუთაისში დაფიქსირდა. გელათის სამონასტრო კომპლექსთან ბოროტმოქმედებმა მანქანა გატეხეს და ტურისტებს ჩანთები მოპარეს. ინფორმაციას ნატალი ანდრონიკაშვილი ავრცელებს: “გაფრთხილდით!!!!!! “თურმე ჩალით ყოფილა ეს “ქვეყანა” დაფარული. დღისით, მზისით მანქნა გაგვიტეხეს ტურზე, გელათში პარკინგზე. წაიღეს სტუმრების რამდენიმე ჩანთა. დღის 12 საათზე. გელათში… პ.ს. ფრთხილად იყავით ყველა.”

უპრეცედენტო გადაწყვეტილება გელათის მონასტერთან დაკავშირებით

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დამოუკიდებელი სტატუსით დააბრუნა. ბაგრატის ტაძარი კი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ: ”კომიტეტმა მხედველობაში მიიღო სახელმწიფო მხარის მიერ გაწეული უდიდესი ძალისხმევა და ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება. საქართველომ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და ICOMOS-თან აქტიური თანამშრომლობით, […]

დარჩება თუ არა გელათი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში?

ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლის გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დარჩენის საკითხს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიაზე განიხილავენ. იუნესკომ 2013 წელს გელათის კომპლექსი და ბაგრატის ტაძარი საფრთხის შემცველი ძეგლების ნუსხაში შეიტანა. ამის მიზეზი ბაგრატის ტაძარზე ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოები გახდა. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ბაგრატი ვეღარ აკმაყოფილებს იუნესკოს კრიტერიუმებს, იმიტომ რომ ის მსოფლიო […]

დავით აღმაშენებლის საფლავის ქვა ნადგურდება

მაშინ, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს, გელათის მონასტერში, მეფე დავით IV აღმაშენებლის საფლავის ქვა ნადგურდება. ინფორმაცია ამის შესახებ ინტერნეტში ვრცელდება: “გელათის მონასტერს კვლავ ესაჭიროება მიხედვა… ყველაზე სავალალო მდგომარეობაში დავითის საფლავის ქვაა, რომელსაც ავადმყოფობა აქვს და იშლება… სამწუხაროდ, მიმხედავი არავინ ჩანს…”

“დავშალოთ სვეტიცხოველი, გელათი, სამთავისი…”

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს მოსახლეობა სულ უფრო შიშით ელოდება 2017-ის დადგომას. ეს კი ქვეყანაში არსებული მდგომარეობით არის გამოწვეული. სოციალური პრობლემები მატულობს, უკმაყოფლო საზოგადოების რიცხვი იზრდება, ეროვნული ვალუტა კი დღითი-დღე უფასურდება. შექმნილ მძიმე ვითარებას აფასებს ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია: “მომავალ წელს, დოლარი სამს რომ მიაღწევს, გამოვა კალაძე და გეტყვით, აი, დენი გრაფიკით იმიტომ გაქვთ, […]

გელათში საუკუნოვან ფრესკებს ჭერიდან ჩასული წყალი რეცხავს

ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული კულტურული ძეგლი – გელათი საფრთხის წინაშეა. შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი, რომლის დაარსებაც დავით აღმაშენებლის სახელთან არის დაკავშირებული, ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა დააზიანა. ინფორმაციას და ვიდეოს ქართველი ისტორიკოსი და დიპლომატი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ავრცელებს: “SOS! SOS! SOS! გელათში ამ შაბათ-კვირის წვიმებმა აჩვენა, რომ არაფრად ვვარგივართ. გელათის საუკუნოვან ფრესკებს ჭერიდან ჩამოსული ნაკადულები […]

გელათს მიხედეთ!

გელათის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია. ამჟამად გელათში მასშტაბური აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ეს არაფერია იმ ვანდალიზმთან შედარებით, რაც ტაძრის უნიკალურ ფრესკებზე ხდება. ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე გელათში გადაღებული ფრესკების დაზიანებულ ფოტოების ავრცელებს და მოითხოვს შესაბამისი უწყებებისგან ყურადღება მიაქციონ ავტოგრაფებით, უგვანო წარწერებით და ლურსმნებით ამოგლეჯილ და დამახინჯებულ უნიკალურ ფრესკებს. ბესო ჩუბინიძე: “ეს, […]

ეროვნული არქივის ექსპედიცია გელათში ჩავა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის პროექტის „ეროვნული არქივის ექსპედიციები“ ფარგლებში, გელათის მონასტრის ფოტო და ვიდეოგადაღება იგეგმება. პროექტი საქართველოს ისტორიული ძეგლების შესახებ ვიდეო და ფოტომასალის მოგროვებასა და საარქივო ფონდების თანამედროვე დოკუმენტებით შევსებას ითვალისწინებს. ამ დროისათვის უკვე გადაღებულია გრემისა და ნეკრესის ტაძრები, ვარძიის კომპლექსი და უჯარმის ციხე. ეროვნულ არქივში დაცულია ქართული ხუროთმოძღვრული და ისტორიული ძეგლების შესახებ უნიკალური […]

რა ელის გელათის მონასტერს?

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის – გელათის არქიტექტურული კომპლექსის მართვის გეგმა რამდენიმე თვეში უკვე მზად იქნება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში დოკუმენტის სამუშაო ვერსიის განხილვის მიზნით, დაინტერესებულ მხარეთა საკოორდინაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოს, მსოფლიო ბანკის, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, იუნესკო საქართველოს, თბილისის სახელმწიფო […]