ჭდე: ბესიკ ხარანაული

“დაიმახსოვრე! უკიდურესობაზე ხეთქებამ დაამსხვრია ადამიანი”

პოეტი და მწერალი ბესიკ ხარანაული თავისი შემოქმედებით მკითხველს იმ სიღრმეებში ახედებს, რაც ადამიანობას, სწორად ცხოვრებას, პატიოსნებას აუცილებლად სჭირდება. მისი ნაწარმოებები გულგრილს არავის ტოვებს და ფრაზები ლექსებიდან თუ რომანებიდან მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს. “არტ ინფო” ბესიკ ხარანაულის ცხოვრებისეულ კრედოს გაგაცნობთ: “ადამიანი მიტოვებულია. არის მესაქონლობა, მეძაღლეობა და მებოცვრეობა, მაგრამ არ არის მე-ადამიანეობა.” “დაიმახსოვრე! უკიდურესობაზე ხეთქებამ დაამსხვრია ადამიანი.” […]

ქართველი მწერლების მსოფლიო აღიარება

გურამ დოჩანაშვილის, ბესიკ ხარანაულის, რეზო გაბრიაძის, ნუგზარ შატაიძის, აკა მორჩილაძის, ლაშა ბუღაძის, ზაზა ბურჭულაძის, დავით დეფის, თეონა დოლენჯაშვილის, ანა კორძაია-სამადაშვილის, ზურაბ ლეჟავას, მაკა მიქელაძის, ზაალ სამადაშვილის, ნინო ტეფნაძის, დავით ქართველიშვილის, არჩილ ქიქოძის, მამუკა ხერხეულიძის, კოტე ჯანდიერის, ირაკლი ჯავახაძის ნაწარმოებები ესპანურ ენაზე ითარგმნა. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით და ტლაქსკალას კულტურის ინსტიტუტის (Instituto Tlaxcalteca de la […]

ბესიკ ხარანაული დააჯილდოვეს

მწერალი და პოეტი ბესიკ ხარანაული დააჯილდოვეს. მის ჯილდოებს და პრემიებს კიდევ ერთი საპატიო პრიზი შეემატა. მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მდებარე ივანე მუხრანბატონის სასახლეში გაიმართა რიგით მეცამეტე ლიტერატურული პრემია “საბას” დაჯილდოების ცერემონიალი. ბესიკ ხარანაული ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვეს. საღამოს პოეტი რატი ამაღლობელი და მსახიობი ნინო კასრაძე უძღვებოდნენ. შეკრებილი საზოგადოებისთვის უკრავდა თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის […]