ჭდე: ბასიანი

“ვოისა” – გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანის“ ექსპერიმენტული პროექტი

“ვოისა” – ეს იმ უნიკალური მუსიკალური პროექტის სახელწოდებაა, რომელიც გიორგი მიქაძემ, საკუთარ ვარსკვლავურ ბენდთან და ანსამბლ „ბასიანთან“ ერთად ცოტა ხნის წინ განახორციელა ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში. მულტიჟანრული პროექტი „ვოისა” წარმოადგენს ერთგვარ კულტურულ კოლაბორაციას, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული მრავალსაუკუნოვანი ქართული ხალხური მუსიკისა და თანამედროვე მუსიკის მიმდინარეობები. პროექტის ფარგლებში გიორგი მიქაძემ შექმნა 6 კომპოზიცია: „შიოლა“, რომელიც ეძღვნება […]

“გადავარჩინოთ ბავშვები”

ამ მოწოდებით მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე გამოდის და სიკეთის ერთობლივი კეთებისკენ მოუწოდებს საზოგადოებას. ნინომ დაავადებული ბავშვების გადასარჩენად საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” დააარსა და 40-მდე ბავშვს დაეხმარა. მორიგი ქველმოქმედებისთვის ნინო სურგულაძე თავის გულშემატკივრებს 28 დეკემბერს გააერთიანებს. თბილისის საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” საახალწლო გალა კონცერტს გამართავს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი შემსრულებლები, […]

მომღერლები ზვიად ბერიაშვილის ოჯახის დასახმარებლად

37 წლის ასაკში გარდაცვლილი ლოტბარისა და მომღერლის ზვიად ბერიაშვილის ოჯახის დასახმარებლად მისი კოლეგები ერთიანდებიან. ანსამბლები “რუსთავი”, “ბასიანი”, “იმერი”, “ერისიონი”, “თბილისი”, “შვიდკაცა”, “შავნაბადა”, “დიდგორი”, “სახიობა”, “ანჩისხატი”, “იბერი”, “მუხამბაზი”, “ერთობა”, “ქალდეა”, “დავითიანნი” და სამების საპატრიარქო გუნდი ერთობლივ კონცერტს გამართავენ და ზვიადის ოჯახს დაეხმარებიან. 10 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ზვიად ბერიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო ”ჩვენ ზვიადისთვის” ჩატარდება. […]

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი თელავში გაიხსნება

4 ივნისს თელავის სახელმწიფო თეატრში საზეიმოდ გაიხსნება საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ,საქართველოს ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები”, ,,რუსთავი”, ,,ერისიონი”, ,,ბასიანი”, ,,წინანდალი”, პოეტი და ფოლკლორისტი ეთერ თათარიძე. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ხალხური სიმღერა და ცეკვა, საკრავიერი მუსიკა, ტრადიციული საეკლესიო გალობა, ზეპირსიტყვიერება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსისა და ეთნიკური ჯგუფის ფოლკლორი. ფესტივალი მოიცავს […]

’’ბასიანი’’ იუბილეს აღნიშნავს

ანსამბლი ბასიანი იუბილარია. საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლს 2015 წელს დაარსებიდან 15 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით 19 თებერვალს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში „ბასიანი“ სოლო კონცერტს გამართავს და სრულიად ახალი პროგრამით წარსდგება მსმენელის წინაშე. 21 თებერვალს ანსამბლი „ბასიანი” მიემგზავრება ესპანეთში, სადაც სოლო კონცერტებს მადრიდში, სანტანდერსა და ზარაგოზაში გამართავს, კონცერტების პარალელურად ცნობილ ესპანელ მუსიკის მკვლევართან პოლო ვალეჰოსთან […]