ჭდე: ახმეტელის თეატრი

ვალერი ტორონჯაძე გარდაიცვალა

ახმეტელის თეატრის მსახიობი ვალერი ტორონჯაძე 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. მსახიობის დასახმარებლად დღეს სამტრედიის კულტურის ცენტრში საქველმოქმედო საღამო-კონცერტი უნდა ჩატარებულიყო, შეგროვილი თანხა კი მსახიობისთვის უნდა გადაეცათ. ინფორმაცია ვალერი ტორონჯაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მისმა კოლეგამ, ახმეტელის თეატრის მსახიობმა ანდრია გველესიანმა გაავრცელა: “ჩვენი ვალერი, ჩვენი ტორო… როგორ უცებ მოხდა ეს ყველაფერი… ძალიან განვიცდი და […]

საქველმოქმედო საღამო ახმეტელის თეატრის მსახიობის გადასარჩენად

სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში საქველმოქმედო საღამო-კონცერტი გაიმართება. ღონისძიება ახმეტელის თეატრის მსახიობის ვალერი ტორონჯაძის დასახმარებლად ჩატარდება. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. 23 იანვარს დაგეგმილ საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ანდრია გველესიანი, ნიკოლშოუ, დათო არჩვაძე, გიორგი პავლიაშვილი იგივე მასტერი, გიორგი ცხადაძე, ლელა სტურუა, ჯგუფი იქსი. საქველმოქმედო კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 10 ლარია.

ქართველი რეჟისორი უნგრეთში დააჯილდოვეს

უნგრეთში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართა. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, ფესტივალში ქართველი რეჟისორი ირაკლი გოგიაც მონაწილეობდა, რომელიც ორგანიზატორებმა დააჯილდოვეს. ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯილდო საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში აიღო. ირაკლი გოგიას ჯილდო მიხეილ ბულგაკოვის “მორფის” საუკეთესოდ დადგმისთვის მიენიჭა. ირაკლი გოგია: ”საუკეთესო რეჟისურა!!! დამაჯილდოვეს უნგრეთში. შეგიძლიათ მომილოცოთ!”

საქველმოქმედო სპექტაკლი ზვიად ბერიაშვილის დასახმარებლად

ახალგაზრდა მუსიკოსის ზვიად ბერიაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება. ზვიადი ახმეტელის თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი, ანსამბლ “ქალდეას” ხელმძღვანელი, ბავშვთა ფოლკლორული გუნდის “დავითიანის” ხელმძღვანელი და ანსამბლ “მუხამბაზის” წევრია. საოცრად ნიჭიერ ადამიანს დაუდგინდა მძიმე დაავადება, ავთვისებიანი მელანომა და სასწრაფოდ საჭიროებს თურქეთში ძვირადღირებულ მკურნალობას… ზვიადის დასახმარებლად ახმეტელის თეატრი 30 ივლისს საქველმოქმედო სპექტაკლი “სტუმარ-მასპინძელი” გათამაშდება. მუსიკოსის დასახმარებლად გახსნილია ანგარიში: TBC ბანკი […]

“ღმერთო რისთვის?!”

“ღმერთო რისთვის?!” – ასეთია ახმეტელის თეატრის სპექტაკლის სახელწოდება, რომელიც 11 ივლისს ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი. ოზურგეთის თეატრის სცენაზე მზია ტალიაშვილი, ნუგზარ ყურაშვილი და გიგი მიგრიაული ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების გმირებს გააცოცხლებენ. “ნოდარ დუმბაძე თავისი ჩვეული სევდანარევი იუმორითა და კოლორიტული პერსონაჟებით, რომლებიც დიდი ხანია შეიყვარა ქართველმა ხალხმა, კიდევ ერთხელ გაცოცხლდება ახმეტელის თეატრის სცენაზე. […]

ჩეხოვის პოპულარული ვოდევილები ახმეტელის თეატრშია

ახმეტელის თეატრი მაყურებელს პრემიერას სთავაზობს. ესტონელმა რეჟისორმა კალევ კუდუმ თეატრის დასთან ერთად კლასიკოსი დრამატურგის ანტონ ჩეხოვის ორ ყველაზე პოპულარულ ვოდევილზე იმუშავა და ახლა ანგარიშს მაყურებელს ახალი სპექტაკლით ჩააბარებს. რეჟისორმა ჩეხოვის ვოდევილების „დათვი“ და „ხელის თხოვნა“ მიხედვით ახლებური, თანამედროვე და განსხვავებული ინტერპრეტაცია ქართველ მსახიობებთან ერთად განახორციელა. კლასიკოსი დრამატურგის ანტონ ჩეხოვის პიესები დღემდე აღელვებს და იზიდავს მსოფლიოს […]

გოდერძი ჩოხელის მთავარი ფასეულობები საჯაროა

რეჟისორისა და მწერლის გოდერძი ჩოხელის მთავარი ფასეულობები საჯაროა. ხელოვანი გუდამაყრიდან, ამ მიკროსივრციდან ხედავს მთელ სამყაროს და გვესაუბრება იმ მთავარ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, რომელთა გარეშეც ადამიანს გაუძნელდება არსებობა. ადამიანთა დარდისა და სევდის შემგროვებელი ამ ქვეყნად მოსვლის მიზანზე ჩაფიქრებული გოდერძი ჩოხელი პირველად დაიდგა ქართულ თეატრში. მისი მოთხრობების მიხედვით სპექტაკლი „ბედისწერის თეატრი“ ახმეტელის თეატრში განხორციელდა. ინსცენირების ავტორი საბა […]

ახმეტელის თეატრი ბრაზილიაში მიდის

ახმეტელის თეატრის დასი სპექტაკლით 2+2=2 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „cena contemporanea” მიემგზავრება. ფესტივაში საქართველოდან მხოლოდ ახმეტელის თეატრია მიწვეული. 2+2=2 ბრაზილიელმა რეჟისორმა როდრიგო ფიშერმა დადგა. სპექტაკლის პრემიერა ახმეტელის თეატრში გაზაფხულზე შედგა. ქართველ მსახიობებთან ერთად ბრაზილიის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობენ პორტუგალიის, ესპანეთის, პოლონეთის, ავსტრალიის, საფრანგეთის, არგენტინის და გერმანიის თეატრალური დასები. ფესტივალი ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში 18-30 აგვისტოს გაიმართება. ახმეტელის […]

ახმეტელის თეატრი საქველმოქმედო სპექტაკლებს ითამაშებს

სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი საქველმოქმედო სპექტაკლებს ითამაშებს. თეატრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მსახიობები მაყურებელს ორ სპექტაკლს შესთავაზებენ. ორივე სპექტაკლის რეჟისორი ირაკლი გოგიაა. უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტაზე” და რეზო კლდიაშვილის “იმერულ რეკვიემზე” ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში. 27 ივნისს ახმეტელის თეატრში 34-ე თეატრალური სეზონი დაიხურება.

კიდევ ერთი კოპროდუქცია ახმეტელის თეატრში

ახმეტელის თეატრში კიდევ ერთი კოპროდუქცია განხორციელდა. 12 ივნისს თეატრში პრემიერაა, ქალაქ თბილისთან დაძმობილებული საფრანგეთის ქალაქ ნანტის დრამის აკადემიის ახალგაზრდარეჟისორმა ორელი მაზეომ საკუთარი დასის წევრებთან ერთად სპექტაკლი დადგა. სპექტაკლში ახმეტელის თეატრის მსახიობებიც მონაწილეობენ. „როგორია იყო ზრდასრული?“ ამ კითხვის ირგვლივ ახალგაზრდა ქართველი და ფრანგი მსახიობები ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ და ერთობლივად შექმნეს წამოდგენა, რომელიც დაფუძნებულია მათ პერსონალურ […]