ჭდე: ანიტა რაჭველიშვილი

“ეს ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა!”

მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი კარგად გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას სამშობლოს წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული საკონცერტო გრაფიკის გამო, საქართველოში ინტენსიურად არ ცხოვრობს, კარგად იცნობს თავისი სამშობლოს უმთავრეს პრობლემებს. ანიტა რაჭველიშვილი: “დავუბრუნდეთ სოფელს და ნუ ვყიდით ჩვენს მამა-პაპისეულ მიწებს ნურავიზე საერთოდ! მე და ჩემი ოჯახი მალე რაჭაში გადავსახლდებით! იქ დავბინავდებით და იქ მივხედავთ მიწას, ვაზი გავაშენეთ უკვე. დიდ […]

“შეეშვით ჩემს ოჯახს!”

– ეს კანონის დარღვევაა და იცოდეთ, ამას არ გაპატიებთ! უნამუსოებო! მამოწმებთ იმიტომ, რომ თქვენს მოღალატე პილიტიკას არ ვეთანხმები?! შეეშვით ჩემს ოჯახს! – აცხადებს საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი სასამართლოში ჩივილით იმუქრება: “საქართველოს ფოსტა – ოფიციალურად გაფრთხილებთ, რომ სასამართლოში ვაპირებ ჩივილს! მერამდენედ ხდება უკვე! ყველა კონვერტი მოგაქვთ გახსნილ მდგომარეობაში! ოფიციალური წერილები, კონტრაქტები და საფინანსო საბუთები მოწმდება და […]

ანიტა რაჭველიშვილი იტალიური გამოცემის რჩეულია

მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი იტალიური გამოცემის რჩეულია. საოპერო მომღერალი, რომელიც მსოფლიოს წამყვანი თეატრების სცენებზე მღერის და ათასობით მსმენელს აბედნიერებს, ჟურნალისტ Massimiliano Mazza–ს სტატიაში მოხვდა და პირველი ადგილი დაიკავა. იტალიური ვებ გვერდის ”operalife” ჟურნალისტმა შეადგინა ყველაზე ლამაზი საოპერო მომღერალი ქალბატონების საუკეთესო ათეული, სადაც ანიტა რაჭველიშვილმა პირველობა არავის დაუთმო. Massimiliano Mazza–ს ათეული ასეთია: 1. ანიტა რაჭველიშვილი – […]

“რატომ ფიქრობთ, რომ ეს პრობლემა თქვენ არ გეხებათ?!”

– კითხულობს საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი და ქართულ საზოგადოებას გამოფხიზლებისა და მეტი ქმედებისკენ მოუწოდებს. უცხოეთში მცხოვრები მეცო-სოპრანო საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც ადევნებს თვალს და გული სწყდება, რომ ვითარება სულ უფრო და უფრო უარესდება. ანიტა რაჭველიშვილი: “ადრე იმით მაინც ვიმშვიდებდი გულს, რომ რასაც რეკრეაციული ზონის სტატუსი აქვს, იმას მაინც ვერ გაჩეხავენ-თქო! თურმე სად ვართ საერთოდ! მერიას შეუძლია […]

“ეს უკვე მეორე ნომინაციაა წელს”

მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი თავისი განუმეორებელი ხმით ატყვევებს თავის მსმენელს. მისი თავდაუზოგავი შრომის და მონდომების შედეგია ის, რომ ქართველი საოპერო მომღერალი არაერთხელ იყო წარდგენილი სხვადასხვა საერთაშორისო დაჯილდოებებზე და ნომინაციებში მსოფლიოში აღიარებულ ხელოვანებთან ერთად მოხვდა. ოპერა ავარდსის შემდეგ, ანიტა რაჭველიშვილი კიდევ ერთ საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონიალზეა წარდგენილი.: “ძალიან ბედნიერი ვარ! ეს უკვე მეორე ნომინაციაა წელს ოპერა ავარდსის […]

“მსოფლიოს ჯერ არ ჰყოლია ასეთი მეცო-სოპრანო”

4 მარტს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფრანკო ძეფირელის მიერ დადგმული “აიდა” იქნება წარმოდგენილი. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლები ანიტა რაჭველიშვილი, გია ონიანი, გიორგი გაგნიძე, იანო ალიბეგაშვილი, გიორგი ანდღულაძე, რამაზ ჩიკვილაძე. წარმოდგენამდე ორი დღით ადრე თეატრში გენერალური რეპეტიცია გაიმართა. ტენორი გია ონიანი ანიტა რაჭველიშვილით აღფრთოვანებულია და აცხადებს, რომ მსოფლიოს […]

“ძალიან დიდი სირცხვილი”

მიუხედავად იმისა, რომ საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი უმეტეს დროს საქართველოდან შორს, ევროპაში ატარებს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ყოველთვის აქტიურად ადევნებს თვალყურს და სხვადასხვა პრობლემებზეც ხმამაღლა საუბრობს. ამჯერად ანიტა რაჭველიშვილი გორის ქალთა გუნდისა და მისი ხელმძღვანელის თეონა ცირამუას მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებით არის უკმაყოფილო: “ძალიან დიდი სირცხვილი, რომელიც კონცერტზე მოხდა – პრეზიდენტმა ქეთი მელუა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ეს […]

ანიტა რაჭველიშვილი პრესტიჟულ დაჯილდოებაზე

მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო მომღერალი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებაზეა წარდგენილი, რომელიც საოპერო სფეროში მოღვაწე ხელოვანებისთვის ტარდება. International Opera Awards 2017 – ასე ეწოდება დაჯილდოების ცერემონიალს და დაწესებულ 17 ნომინაციაში საუკეთესოებს 7 მაისს ლონდონის კოლიზეუმში გამოავლენს. ანიტა რაჭველიშვილი ერთადერთი ქართველია, რომელიც ამ პრესტიჟულ დაჯილდოებაზე მოხვდა. მეცო-სოპრანო წარდგენილია ნომინაციაში საუკეთესო საოპერო მომღერალი ქალი. გამარჯვებისთვის ანიტასთან ერთად მსოფლიოში […]

“უკიდურეს ზომებს მივმართავთ!”

საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი საზღვარგარეთ წასული სხვა ქართველი ხელოვანების მსგავსად წარმატებით გამოდის მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენებზე და აღიარებულ ორკესტრებთან, დირიჟორებთან და მომღერლებთან თანამშრომლობს. საზღვარგარეთ ყოფნის მიუხედავად, ანიტა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ადევნებს თვალს და აპროტესტებს ყველაფერს, რაც მის სამშობლოს, მომავალ თაობებს, კულტურას საფრთხეს უქმნის. საოპერო მომღერალი ამჯერად საქართველოს მთავრობას და კულტურის სამინისტროს მიმართავს და ხელოვანებისთვის […]

“მუსიკოსები და მათი ოჯახები კიდევ უფრო მშივრები იქნებიან!”

მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ქართული კულტურისთვის ახალი წლიდან ბიუჯეტის შემცირებას და ქართველი მუსიკოსების ისედაც მინიმალური ხელფასების კიდევ უფრო შემცირებას აპროტესტებს. მაშინ, როდესაც საქართველოში კულტურას ბიუჯეტიდან 10 პროცენტი ჩამოეჭრა, მომღერლის აზრით, ყოვლად დაუშვებელია “აეროსმიტის” კონცერტში 5,5 მილიონი ლარის გადახდა. ანიტა რაჭველიშვილი: “კულტურას 10% მოაჭრეს ბიუჯეტიდან და 300 ლარიან ხელფასზე მცხოვრები (ამას თუ ცხოვრება ჰქვია) მუსიკოსები და […]