ჭდე: ამირან შალიკაშვილი

ჩვენ ვაშენებთ თეატრს!

– ამ სლოგანით საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრმა ახალი კამპანია წამოიწყო. თეატრი, რომელსაც შენობა 1-ლარად გაუყიდეს, შენობის გარეშეა დარჩენილი. ამირან შალიკაშვილი და მისი ხელოვნების გამგრძელებლები აქტიურად ცდილობენ ფართო საზოგადოების ყურადღების მიქცევას და სხვადასხვა შემეცნებით აქციებს ატარებენ. “ჩვენ ვაშენებთ თეატრს!” – ამ მოწოდებაში პანტომიმის თეატრის მსახიობებთან ერთად, სხვა ცნობილი ხელოვანებით ჩაერთნენ და სპეციალური ვიდეორგოლი გადაიღეს. ცნობილებმა გრიმი […]

პლასტიკაში გაცოცხლებული “ვეფხისტყაოსანი”

ალბათ ბევრისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა “ვეფხისტყაოსანი” უხმოდ წარმოადგინო და ამხელა ნაწარმოები მაყურებელს ყოველგვარი სიტყვების გარეშე მიაწოდო. მაესტრო ამირან შალიკაშვილმა ეს შეძლო და გენიალური “ვეფხისტყაოსანი” ქართველ მიმებთან ერთად პლასტიკაში გააცოცხლა. ამირან შალიკაშვილი ჯერჯერობით პირველი და ერთადერთია, ვინც თეატრსა თუ კინოში შოთა რუსთაველის ქმნილების დადგმა გაბედა. სპექტაკლის პრემიერა პანტომიმის თეატრში შედგა, მაყურებელთა დიდი […]

“ვეფხისტყაოსანი” მოგზაურობას იწყებს

მაესტრო ამირან შალიკაშვილის მიერ დადგმული “ვეფხისტყაოსანი” საქართველოში მოგზაურობას იწყებს. შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის მიხედვით შექმნილ წარმოდგენაში თავად ამირან შალიკაშვილიც მონაწილეობს და პოემის ავტორს განასახიერებს. პანტომიმის თეატრის მსახიობების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი უკვე იხილა თბილისელმა მაყურებელმა. სპექტაკლმა მარჯანიშვილის თეატრში სრული ანშლაგით ჩაიარა. ცოცხალმა რუსთაველმა და უსიტყვო ხელოვნებაში წარმოდგენილმა მისი პოემის გმირებმა მაყურებელში დიდი მოწონება დაიმსახურა. თეატრის ხელმძღვანელობის […]

”შური და ბოღმა აღარაა საჭირო!”

საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრი ჯერჯერობით ერთადერთია, რომელმაც გაბედა და შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა “ვეფხისტყაოსანი” სცენაზე გააცოცხლა. თეატრის დამაარსებელმა ამირან შალიკაშვილმა მსახიობებთან ერთად “ვეფხისტყაოსნის” გმირები XXI საუკუნეში თეატრის სცენაზე გადმოიყვანა. სპექტაკლს დიდი მოწონება ხვდა წილად როგორც რიგითი მაყურებლის, ასევე თეატრალური სამყაროს წარმომადგენლების მხრიდან. 14 იანვარს ქართული თეატრის დღეა. ამ დღეს თეატრის მოღვაწეთა კავშირი საუკეთესო რეჟისორებს, მსახიობებს […]

“ვეფხისტყაოსნის” გმირებს მიმები გააცოცხლებენ

2016 წელს შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე აღინიშნება. პანტომიმის სახელმწიფო თეატრი იუბილეს რუსთაველის უკვდავი პოემის “ვეფხისტყაოსნის” პრემიერას უძღვნის. სცენარის ავტორი მწერალი რევაზ მიშველაძეა, რეჟისურა, მუსიკალური გაფორმება და მხატვრობა თეატრის დამაარსებელს, მაესტრო ამირან შალიკაშვილს ეკუთვნის. სპექტაკლში მთავარ როლს – შოთა რუსთაველს მაესტრო ამირან შალიკაშვილი ითამაშებს, როსტევან მეფეს – გიორგი გურგენიძე, თინათინს – სალომე ფილიშვილი, ნესტან-დარეჯანს – […]

“ასწლეულების მანძილზე ერთადერთნი ვართ, ვინც ვაშენებთ სახელმწიფო თეატრს!”

“დღეს, ასწლეულების მანძილზე ჩვენ ერთადერთნი ვართ, ვინც ვაშენებთ სახელმწიფო თეატრს!” – აცხადებენ შალიკაშვილები. ამირან შალიკაშვილი და მისი შთამომავლობა წლებია პანტომიმას ემსახურება. ნახევარ საუკუნეზე მეტია, მაესტრო ამირან შალიკაშვილი ქმნის ხელოვნებას, რომელიც თვითმყოფადია და არავის და არაფერს არ ჰგავს. 77 წლის განმავლობაში მან დააარსა ქართული თეატრი, შემოიტანა ევროპული ხელოვნება, გახსნა ფაკულტეტი თბილისში, გახსნა ფაკულტეტი ბათუმში, გახსნა თეატრთან […]

მიმების “სტუმარ-მასპინძელი” ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში

პანტომიმის თეატრის მსახიობები ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ვაჟა-ფშაველას მიხედვით დადგმულ სპექტაკლს “სტუმარ-მასპინძელი” ითამაშებენ. მაესტრო ამირან შალიკაშვილის მიერ დადგმული წარმოდგენა თეატრის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. სპექტაკლი 25 სექტემბერს მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დასკვნით ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი. „ჩემი ვაჟა-ფშაველა“ – ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც რამდენიმე ნაწილს მოიცავს. პანტომიმის თეატრის “სტუმარ-მასპინძელის” გარდა, გაიმართება ბლოგების კონკურსის დაჯილდოება, ლევან […]

პანტომიმის თეატრი დაიტბორა

პანტომიმის სახელმწიფო თეატრი დაიტბორა. თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა თეატრის სარეპეტიციო დარბაზი დატბორა. ინფორმაციას თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს: “პანტომიმის თეატრში არაერთხელ ჩამოსულა წყალი! ამჯერად თეატრის სარეპეტიციო დარბაზი, სადაც სტუდიის ბავშვები და სტუდენტები მუშაობენ, დაიტბორა! ჩვენი თეატრი ერთადერთია, რომელიც გაიყიდა და თან არანაირი პირობა არსებობს, მაგრამ თეატრი მაინც არ წყვეტს მუშაობას და დღეს “ტერენტი გრანელს” სთავაზობს მაყურებელს ასევე […]

ბევრი სიურპრიზი პანტომიმის თეატრისგან

16 სექტემბერს პანტომიმის თეატრი ახალ – 52-ე თეატრალურ სეზონს გახსნის. – პრემიერები და ბევრი სიურპრიზი ჩვენს ერთგულ მაყურებელს! – აცხადებენ პანტომიმის თეატრში და მონატრებულ აუდიტორიასთან შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადებიან. 16 სექტემბერს მიმები მაყურებელს ამირან შალიკაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლს “კიდევაც დაიზრდებიან” შესთავაზებენ. უკვე რეპერტუარში არსებული კარგად ცნობილი სპექტაკლების გარდა, ახალ სეზონზე მაყურებელს, რა თქმა უნდა, პრემიერებიც ელოდება. […]

პანტომიმის თეატრი სომხეთში დააჯილდოვეს

ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის თეატრი სომხეთში დააჯილდოვეს. ქართველმა მიმებმა მონაწილეობა მიიღეს ლეონიდ ენგიბარიანის სახელობის რიგით მეხუთე პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალში, სადაც “კრიმანჭული” ითამაშეს და მასტერკლასებიც ჩაატარეს. ფესტივალზე მიწვეული იყვნენ მიმები საქართველოდან, სომხეთიდან, ირანიდან, რუსეთიდან, სამხერთ აფრიკიდან, უკრაინიდან, სერბეთიდან, განადან, საფრანგეთიდან. საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრის ვიზიტმა სომხეთში წარმატებით ჩაიარა. ფესტივალის ფარგლებში პანტომიმის სახელმწიფო თეატრმა მასტერკლასებიც ჩაატარა და […]