ჭდე: ამირან შალიკაშვილი ჯუნიორი

”შური და ბოღმა აღარაა საჭირო!”

საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრი ჯერჯერობით ერთადერთია, რომელმაც გაბედა და შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა “ვეფხისტყაოსანი” სცენაზე გააცოცხლა. თეატრის დამაარსებელმა ამირან შალიკაშვილმა მსახიობებთან ერთად “ვეფხისტყაოსნის” გმირები XXI საუკუნეში თეატრის სცენაზე გადმოიყვანა. სპექტაკლს დიდი მოწონება ხვდა წილად როგორც რიგითი მაყურებლის, ასევე თეატრალური სამყაროს წარმომადგენლების მხრიდან. 14 იანვარს ქართული თეატრის დღეა. ამ დღეს თეატრის მოღვაწეთა კავშირი საუკეთესო რეჟისორებს, მსახიობებს […]

ასეთი პრემიერა ჯერ არ ყოფილა

– შოუ ცარიელ დარბაზში, მაყურებელი შენ ხარ! როგორ? დაელოდე! 28 დეკემბრის 22 საათს, – აცხადებენ პანტომიმის თეატრში და წინასაახალწლოდ მაყურებელს სრულიად ახლებურ, უპრეცედენტო სპექტაკლს სთავაზობენ. შოუს ცარიელ დარბაზში “მაყურებელი შენ ხარ” ამირან შალიკაშვილი ჯუნიორი პანტომიმის თეატრის მსახიობებთან ერთად დგამს. სპექტაკლის ნახვა შეეძლება ყველას ყველგან და ნებისმიერ სიტუაციაში – ქუჩაში თუ სახლში.      

პანტომიმის თეატრს ახალი დირექტორი ჰყავს

პანტომიმის სახელმწიფო თეატრს ახალი დირექტორი ჰყავს. ქალაქ თბილისის მერიამ ამ თანამედებობაზე ამირან შალიკაშვილი ჯუნიორი დაამტკიცა. ამირან შალიკაშვილი ჯუნიორი ბავშვობიდანვე უნიკალურ ატმოსფეროში პანტომიმის ხელოვნების ფუძემდებელ ამირან შალიკაშვილისა და ცნობილი მსახიობის კირა მებუკეს ოჯახში იზრდებოდა. მას შემდეგ, რაც 13 წლის ასაკში პირველად დადგა სცენაზე და მამის სპექტაკლში „სტუმარ-მასპინძელი“ ითამაშა, „მოიწამლა“ ამ ხელოვნებით და დღემდე ერთგულად მას ემსახურება, […]