კატეგორია: საზოგადოება

ხობში სალოტბარო სკოლა იხსნება

ფოლკლორის ცენტრმა მოზარდმაყურებელთა თეატრი მოატყუა

15 იანვარს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ხობის ადგილობრივი ხელისუფლება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, ხსნის ხობის სალოტბარო სკოლას. პროექტი ითვალისწინებს ქართული ფოლკლორის ნიმუშების მოძიებას, მოვლასა და აღორძინებას, ფოლკლორის ყველა დარგის პროფესიულ სწავლებას. სალოტბარო სკოლაში მოსწავლეები, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალური პროგრამით, უფასოდ შეისწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერებსა და ტრადიციულ გალობას. სკოლის დამთავრების შემდეგ წარჩინებული […]

ხელოვნების სასახლეს უნიკალური ექსპონატი გადაეცა

ხელოვნების სასახლეს უნიკალური ექსპონატი გადაეცა

ხელოვნების სასახლეში უნიკალური ექსპონატის პრეზენტაცია გაიმართა. შეკრებილ საზოგადოებას წარედგინა ბუხარი “ვენერა” გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში, რომელიც მსოფლიოში ერთადერთია და დამზადებულია რუსეთის იმპერატორის კარის ოსტატების მიერ ქალაქ ვიტებსკში, ბრონისლავ იაკობის ძე ლისოვსკის საქვეყნოდ განთქმულ ქარხანაში. ბუხარი თავდაპირველად განთავსებული იყო იამანიძის ქუჩაზე აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის შენობაში, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში გრაფ ოლდენბურგს ეკუთვნოდა. ხელოვნების ნიმუშს მკვლევარმა ვანო ჯახუამ […]

ეროვნულმა არქივმა ზღაპრების გამოქვეყნება დაასრულა

ეროვნულმა არქივმა ზღაპრების გამოქვეყნება დაასრულა

იაპონური ზღაპრების ქართული აუდიოვერსია ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნდა, რითაც ეროვნულ არქივში დაცული ზღაპრების გამოქვეყნება დასრულდა. ბავშვებისათვის შექმნილი პროექტის „ზღაპრების აუდიობიბლიოთეკა“ ფარგლებში გამოქვეყნდა ქართული, გერმანული, სლოვაკური, ინდონეზიური, ჩეხური და იაპონური 90 ზღაპრის აუდიოვერსია. ჩანაწერები მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებშია შექმნილი და პროექტის განხორციელებამდე მაგნიტურ ფირებსა და გრამფირფიტებზე ინახებოდა. კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში ზღაპრების აუდიოარქივის დამუშავებისა და ციფრულ მატარებლებზე გადაწერის შემდეგ […]

ნანული სარაჯიშვილი იუბილარია

ნანული სარაჯიშვილი იუბილარია

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი ნანული სარაჯიშვილი იუბილარია. ყველასთვის საყვარელი მანანა 67 წლის გახდა. ნანული სარაჯიშვილი რუსთაველის თეატრის მსახიობია, თუმცა ის თეატრში მისვლამდე გახდა პოპულარული, როდესაც ფილმში “მანანა” მთავარი როლი ითამაშა. როგორც მსახიობი ამბობს, ბევრი მას დღემდე მანანას ეძახის, რაც მისთვის საწყენი სულაც არ არის. იუბილარი მსახიობი ათეული წლებია რუსთაველის თეატრში მოღვაწეობს. მან ამ პერიოდში […]

საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები სოჭში მიიწვიეს

საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები სოჭში მიიწვიეს

საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა გუნდი 15 იანვარს სოჭში მიემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს XXVI საერთაშორისო ფესტივალში “კივინი 2015”. ქართველები სოჭში ქართველთა კავშირის პრეზიდენტის მიხეილ ხუბუტიას დახმარებით ჩავლენ. სოჭში ამ ფესტივალზე ათასობით სტუმარს ელოდებიან როგორც რუსეთიდან, ასევე საზღვაგარეთიდანაც. ფესტივალი სოჭში 25 იანვრამდე გაგრძელდება. ფესტივალში მონაწილეობის შემდეგ, საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები მოსკოვში გაემგზავრება, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის […]

რობერტ ბარძიმაშვილი 81 წლის გახდებოდა

რობერტ ბარძიმაშვილი 81 წლის გახდებოდა

ქართული მუსიკალური სამყაროს გამორჩეული მომღერალი რობერტ ბარძიმაშვილი 12 იანვარს 81 წლის გახდებოდა. საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, ვოკალისტი, მუსიკოსი, ჯგუფ „ორერას“ დაამარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი არაერთი ნიჭიერი მომღერლის აღმომჩენი და გზის გამკვალავი იყო. მათ შორისაა ლევან ლაზარიაშვილი, რომელმაც “ლამპიონების” შესრულებით უმალვე მოიპოვა პოპულარობა. რობერტ ბარძიმაშვილმა “ორერას” დატოვების შემდეგ შექმნა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ვია 75“, რომლის […]

მიხეილ გიორგაძე „დიდნაურის ნაქალაქარს“ მოინახულებს

კულტურის მინისტრი ფოლკლორის ცენტრს ეწვია

13 იანვარს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე დედოფლისწყაროში, დიდი შირაქის ველზე მდებარე არქეოლოგიურ ობიექტს „დიდნაურის ნაქალაქარს“ მოინახულებენ. 2014 წლის დასასრულს, სატელიტური გადაღებების დეშიფრირების შედეგად, დიდი შირაქის ველზე, სავარგულ მიწის ნაკვეთად გამოყენებულ ტერიტორიაზე, აღმოჩნდა მასშტაბური დასახლება. ნაქალაქარის შიდა ციხე კილომეტრნახევარის […]

12 იანვარი გურამ საღარაძის დაბადების დღეა

12 იანვარი გურამ საღარაძის დაბადების დღეა

ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავს გურამ საღარაძეს 12 იანვარს 86 წელი შეუსრულდებოდა. მხატვრული კითხვის დიდოსტატმა თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ რუსთაველის თეატრში დაიწყო მუშაობა და სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული დარჩა. წლების განმავლობაში მან არაერთი დაუვიწყარი როლი განასახიერა. მათ შორისაა სოსო (ოტია იოსელიანის „ადამიანი იბადება ერთხელ“), თესევსი, მასახარა და იულიუს კეისარი (შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „მეფე ლირი“ […]

რა ელის გელათის მონასტერს?

რა ელის გელათის მონასტერს?

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის – გელათის არქიტექტურული კომპლექსის მართვის გეგმა რამდენიმე თვეში უკვე მზად იქნება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში დოკუმენტის სამუშაო ვერსიის განხილვის მიზნით, დაინტერესებულ მხარეთა საკოორდინაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოს, მსოფლიო ბანკის, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, იუნესკო საქართველოს, თბილისის სახელმწიფო […]

ზაზა კოლელიშვილი იუბილარია

ზაზა კოლელიშვილი იუბილარია

მსახიობი და რეჟისორი ზაზა კოლელიშვილი 11 იანვარს იუბილარია. მას 58 წელი შეუსრულდა. მსახიობმა საყოველთაო აღიარება და სიყვარული მოიპოვა შეთეს როლის განსახიერებით თენგიზ აბულაძის გახმაურებულ ფილმში “ნატვრის ხე”, მოგვიანებით კი მურტალოს როლი შეასრულა ქეთი დოლიძის “კუკარაჩაში” და სამუდამოდ დაატყვევა სუსტი სქესის მაყურებელთა გულები. იუბილარი ქართულ კულტურაში სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწეობს. ის არის მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და […]