კატეგორია: საზოგადოება

გოგი გვახარია: “ნიჭიერი ეტლში”

გოგი გვახარია: "ნიჭიერი ეტლში"

კინომცოდნე გოგი გვახარია სახალხო პროექტის “ნიჭიერი” მეხუთე სეზონის გამარჯვებულებს თემოს და ქეთის ეხმიანება და ახალ ჩანაწერს აქვეყნებს რადიო თავისუფლების ვებ გვერდზე, რომელსაც “ნიჭიერი ეტლში” უწოდა: “საბედნიეროდ, კარგად ვიცი, რას გრძნობს ადამიანი, რომელმაც სიარულის უნარი დაკარგა. “საბედნიეროდ”-მეთქი, ამას ხაზგასმით ვამბობ, რადგან დიდი ხანია მივხვდი, ტკივილი და განსაცდელი მხოლოდ და მხოლოდ მადლი შეიძლება გახდეს ადამიანისთვის, თუკი ფარ-ხმალი […]

14 იანვარს ლადო ასათიანი დაიბადა

14 იანვარს ლადო ასათიანი დაიბადა

ქართველი პოეტი ლადო ასათიანი 14 იანვარს დაიბადა. ორ წელიწადში მისი დაბადებიდან 100 წელი შესრულდება. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე სწავლისას ლადომ გაიცნო დაუმეგობრდა პოეტ გიორგი ნაფეტვარიძეს. ქუთაისელმა პოეტმა მალევე შეძლო თავისი ლექსებით ყურადღების ცენტრში მოხვედრა. მისი პირველი ლექსი „თებერვლის დილა“ გამოქვეყნდა 1936 წელს ქუთაისის გაზეთ „სტალინელში“. მისი ლექსები სიყვარულსა და პატრიოტიზმზე იწერებოდა. […]

სად გადავა დამწვარი აზარიანცის სახლიდან სახელოვნებო სკოლა?

სად გადავა დამწვარი აზარიანცის სახლიდან სახელოვნებო სკოლა?

რუსთაველის გამზირზე, ე.წ. მელიქ აზარიანცის სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად სახელოვნებო სკოლა მთლიანად განადგურდა. სახელოვნებო სკოლაში არსებულ მდგომარეობას თბილისის მერი დავით ნარმანია და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია ადგილზე გაეცნენ. დავით ნარმანია სკოლის ხელმძღვანელობას და პედაგოგებს შეხვდა. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, მერია სახელოვნებო სკოლისთვის ალტერნატიულ ფართს მოიძიებს, რათა სასწავლო პროცესი უმოკლეს ვადაში განახლდეს. 13 იანვრის […]

ხობში სალოტბარო სკოლა იხსნება

ფოლკლორის ცენტრმა მოზარდმაყურებელთა თეატრი მოატყუა

15 იანვარს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ხობის ადგილობრივი ხელისუფლება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, ხსნის ხობის სალოტბარო სკოლას. პროექტი ითვალისწინებს ქართული ფოლკლორის ნიმუშების მოძიებას, მოვლასა და აღორძინებას, ფოლკლორის ყველა დარგის პროფესიულ სწავლებას. სალოტბარო სკოლაში მოსწავლეები, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალური პროგრამით, უფასოდ შეისწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერებსა და ტრადიციულ გალობას. სკოლის დამთავრების შემდეგ წარჩინებული […]

ხელოვნების სასახლეს უნიკალური ექსპონატი გადაეცა

ხელოვნების სასახლეს უნიკალური ექსპონატი გადაეცა

ხელოვნების სასახლეში უნიკალური ექსპონატის პრეზენტაცია გაიმართა. შეკრებილ საზოგადოებას წარედგინა ბუხარი “ვენერა” გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში, რომელიც მსოფლიოში ერთადერთია და დამზადებულია რუსეთის იმპერატორის კარის ოსტატების მიერ ქალაქ ვიტებსკში, ბრონისლავ იაკობის ძე ლისოვსკის საქვეყნოდ განთქმულ ქარხანაში. ბუხარი თავდაპირველად განთავსებული იყო იამანიძის ქუჩაზე აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის შენობაში, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში გრაფ ოლდენბურგს ეკუთვნოდა. ხელოვნების ნიმუშს მკვლევარმა ვანო ჯახუამ […]

ეროვნულმა არქივმა ზღაპრების გამოქვეყნება დაასრულა

ეროვნულმა არქივმა ზღაპრების გამოქვეყნება დაასრულა

იაპონური ზღაპრების ქართული აუდიოვერსია ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნდა, რითაც ეროვნულ არქივში დაცული ზღაპრების გამოქვეყნება დასრულდა. ბავშვებისათვის შექმნილი პროექტის „ზღაპრების აუდიობიბლიოთეკა“ ფარგლებში გამოქვეყნდა ქართული, გერმანული, სლოვაკური, ინდონეზიური, ჩეხური და იაპონური 90 ზღაპრის აუდიოვერსია. ჩანაწერები მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებშია შექმნილი და პროექტის განხორციელებამდე მაგნიტურ ფირებსა და გრამფირფიტებზე ინახებოდა. კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში ზღაპრების აუდიოარქივის დამუშავებისა და ციფრულ მატარებლებზე გადაწერის შემდეგ […]

ნანული სარაჯიშვილი იუბილარია

ნანული სარაჯიშვილი იუბილარია

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი ნანული სარაჯიშვილი იუბილარია. ყველასთვის საყვარელი მანანა 67 წლის გახდა. ნანული სარაჯიშვილი რუსთაველის თეატრის მსახიობია, თუმცა ის თეატრში მისვლამდე გახდა პოპულარული, როდესაც ფილმში “მანანა” მთავარი როლი ითამაშა. როგორც მსახიობი ამბობს, ბევრი მას დღემდე მანანას ეძახის, რაც მისთვის საწყენი სულაც არ არის. იუბილარი მსახიობი ათეული წლებია რუსთაველის თეატრში მოღვაწეობს. მან ამ პერიოდში […]

საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები სოჭში მიიწვიეს

საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები სოჭში მიიწვიეს

საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა გუნდი 15 იანვარს სოჭში მიემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს XXVI საერთაშორისო ფესტივალში “კივინი 2015”. ქართველები სოჭში ქართველთა კავშირის პრეზიდენტის მიხეილ ხუბუტიას დახმარებით ჩავლენ. სოჭში ამ ფესტივალზე ათასობით სტუმარს ელოდებიან როგორც რუსეთიდან, ასევე საზღვაგარეთიდანაც. ფესტივალი სოჭში 25 იანვრამდე გაგრძელდება. ფესტივალში მონაწილეობის შემდეგ, საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები მოსკოვში გაემგზავრება, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის […]

რობერტ ბარძიმაშვილი 81 წლის გახდებოდა

რობერტ ბარძიმაშვილი 81 წლის გახდებოდა

ქართული მუსიკალური სამყაროს გამორჩეული მომღერალი რობერტ ბარძიმაშვილი 12 იანვარს 81 წლის გახდებოდა. საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, ვოკალისტი, მუსიკოსი, ჯგუფ „ორერას“ დაამარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი არაერთი ნიჭიერი მომღერლის აღმომჩენი და გზის გამკვალავი იყო. მათ შორისაა ლევან ლაზარიაშვილი, რომელმაც “ლამპიონების” შესრულებით უმალვე მოიპოვა პოპულარობა. რობერტ ბარძიმაშვილმა “ორერას” დატოვების შემდეგ შექმნა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ვია 75“, რომლის […]

მიხეილ გიორგაძე „დიდნაურის ნაქალაქარს“ მოინახულებს

კულტურის მინისტრი ფოლკლორის ცენტრს ეწვია

13 იანვარს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე დედოფლისწყაროში, დიდი შირაქის ველზე მდებარე არქეოლოგიურ ობიექტს „დიდნაურის ნაქალაქარს“ მოინახულებენ. 2014 წლის დასასრულს, სატელიტური გადაღებების დეშიფრირების შედეგად, დიდი შირაქის ველზე, სავარგულ მიწის ნაკვეთად გამოყენებულ ტერიტორიაზე, აღმოჩნდა მასშტაბური დასახლება. ნაქალაქარის შიდა ციხე კილომეტრნახევარის […]