კატეგორია: საზოგადოება

მასტერის სიკეთე

მასტერის სიკეთე

– ეს არ არის სიკეთის აფიშირება, – ამბობს რეპერი მასტერი, იგივე გიორგი პავლიაშვილი და დედასთან ერთად მიღებული ძალიან კარგი და სასარგებლო გადაწყვეტილების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას: “ამ პიანინოზე ჯერ კიდევ დედაჩემი უკრავდა ბავშვობიდან, ის მისმა ძვირფასმა პაპამ, ოთარ ძიძიშვილმა მოსკოვიდან ე.წ “სპეც-შეკვეთით” ჩამოუტანა საჩუქრად. ამ პიანინოსთან გაიარა ჩემი ადრეული ბავშვობის მელოდიებმაც და დღემდე ჩემი სახლის მისაღებ […]

“სადაა ჩვენი ულამაზესი ქართული ასოები?”

"სადაა ჩვენი ულამაზესი ქართული ასოები?"

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული ანბანისადმი მიძღვნილი საქართველოს სტენდი კრიტიკის მიზეზი გახდა. მარინა მამულია: “ესაა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული ანბანისადმი მიძღვნილი საქართველოს სტენდის კონცეპცია? სადაა ჩვენი ულამაზესი ქართული ასოები თავისი გეომეტრიული ფორმით და სინატიფით? მე ვფიქრობ, სანამ გვიან არაა, სპეციალისტებმა უნდა თქვან თავისი სიტყვა.”

დათო ტურაშვილი: “მონობაში გაზრდილ ადამიანს ისევ მონობა ურჩევნია”

დათო ტურაშვილი: "მონობაში გაზრდილ ადამიანს ისევ მონობა ურჩევნია"

“აღარ ახსოვთ, როგორ დაატარებდნენ პარადებზე ლენინის პორტრეტებს დღისით და როგორ წერდნენ ღამ-ღამობით ანონიმურ წერილებს მეზობლებსა და ახლობლებზე,” – მწერალი დათო ტურაშვილი თავის ნაწარმოებში “იყო და არა იყო რა” საბჭოთა საქართველოს ცხოვრებაზე მოგვითხრობს: “სამწუხაროდ, ზოგიერთები დღესაც მისტირიან საბჭოთა საქართველოს, როცა და სადაც კარგი ყველი მხოლოდ სამ მანეთამდე ღირდა (და აღარ ახსოვთ, რომ მხოლოდ ორმანეთიანი იყიდებოდა), თბილისი-მოსკოვის […]

მურმან ჯინორიას ხელით აშენებული ეკლესია

მურმან ჯინორიას ხელით აშენებული ეკლესია

რუსთაველის თეატრის მსახიობმა მურმან ჯინორიამ სამეგრელოში სენაკის რაიონის მშობლიურ სოფელ სორტაში ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია საკუთარი ხელით ააშენა. ლაშა ღლონტი, მომღერალი: “ბატონი მურმან ჯინორიას მიერ საკუთარი ხელით აშენებული ეკლესია სამეგრელოში, მშოლიურ სოფელში, ულამაზეს სორტაში! საკუთარი შრომით და მწირი ჰონორარებით მთელი ცხოვრება აშენებდა და მხოლოდ ახლახანს დაასრულა. დღეს იქ უკვე წირვა აღევლინება! შეუწიროს უფალმა ეს უკელთილშობილესი საქმე […]

ასე დაიწერებოდა გალაკტიონ ტაბიძის “მე და ღამე” XXI საუკუნეში

ასე დაიწერებოდა გალაკტიონ ტაბიძის "მე და ღამე" XXI საუკუნეში

“ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის დნება,” – ალბათ ყველამ იცით გალაკტიონ ტაბიძის ეს არაჩვეულებრივი ლექსი. თუ გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა XXI საუკუნეში დაწერილი “მე და ღამე”? ოპერის მომღერალმა გიორგი ონიანმა ლექსის ორიგინალური ვერსია შექმნა: “ახლა, როცა ამ სტატუსს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება, ფეისბუკის გადამკიდე თვალს რული არ მეკიდება, სულ მკიდია გარეთ მზეა, თუ დამნათის […]

მარი ბექაური: “საქართველო არ არის კულტურის და ხელოვნების ქვეყანა”

მარი ბექაური: "საქართველო არ არის კულტურის და ხელოვნების ქვეყანა"

– საქართველო არ არის კულტურის და ხელოვნების ქვეყანა. საქართველო არის ჭამის და ჩაცმის ქვეყანა და ვისაც საპირისპიროსი გჯერათ, ძალიან ვარდისფერია თქვენი ილუზიები, – აცხადებს მწერალი მარი ბექაური: “დღეს ვინატრე, ნეტა სხვაგან დავბადებულიყავი, ხომ მექნებოდა იმის საშუალება, რომ წიგნებით და სცენარებით მეცხოვრა-მეთქი. იმიტომ ვინატრე, რომ ძალიან კარგი იდეა მაქვს წიგნის, მაგრამ არ მაქვს – დრო. საქართველოში […]

გამხიარულდით გურულებთან ერთად

გამხიარულდით გურულებთან ერთად

გურულების ენაკვიმატობა ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მათი იუმორი ყველაზე მოწყენილ ადამიანსაც კი გაამხიარულებს. ამბავი, რომელსაც ნონა მოდებაძე-გელაშვილი ავრცელებს, გურულებთან არის დაკავშირებული, რომელიც ნამდვილად გაგამხიარულებთ: “შვილიშვილმა, რომელმაც თავის გურულ ბაბუას, ცოტა არ იყოს და აუტანელი ხასიათი შეატყო, გაკვირვებულმა ჰკითხა ბებიას: – ბებია, რამ გადაგრია ამას რომ წამოყეი ცოლად? – ვინ შემეკითხა, ნენა? შამუარდა ეზოში ჩემსას, მსტაცა […]

სამარცხვინო ფაქტი ლევან სონღულაშვილის გამოფენაზე

სამარცხვინო ფაქტი ლევან სონღულაშვილის გამოფენაზე

მხატვარ ლევან სონღულაშვილის გამოფენაზე სამარცხვინო ფაქტი მოხდა. თბილისში მოწყობილ ექსპოზიციაზე სახელწოდებით “სტიქსი” გალერეის წინ სპეციალური ინსტალაცია შეიქმნა. როგორც მოსალოდნელი იყო, ინსტალაცია დააზიანეს. ლევან სონღულაშვილი: “სამარცხვინო ფაქტი! გამოფენა “სტიქსის” ფარგლებში, გალერეის წინ, ლანდშაფტში შეიქმნა ინსტალაცია – თეთრი ნავი წრიული ფორმის ორ აუზს შორის განთავსდა; აუზები თეთრი და შავი წყლით აივსო, ექსპოზიციის იდეიდან გამომდინარე. ამ ხნის მანძილზე […]

დაინახე ქართული სიტყვები – კოტე იანტბელიძე არაჩვეულებრივი ნამუშევრებით

დაინახე ქართული სიტყვები - კოტე იანტბელიძე არაჩვეულებრივი ნამუშევრებით

ქართული ენა და ქართული სიტყვა ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გახდა დასაცავი. სხვადასხვა ენებიდან შემოსულმა სიტყვებმა ქართული სიტყვები აქტიურად ჩაანაცვლა, რამაც ჩვენი მშობლიური ენის დანაგვიანება და დამახინჯება გამოიწვია. კოტე იანტბელიძე და მისი ნამუშევრები დაგარწმუნებთ, რომ ქართული სიტყვების დანახვა საკმაოდ ორიგინალურად არის შესაძლებელი. სწორედ ამიტომ უწოდა თავისი ნამუშევრების სერიას “დაინახე ქართული სიტყვები” – სადაც თითოეული სიტყვა საინტერესოდ არის […]

მოუსმინეთ რას გვთხოვს გურამ დოჩანაშვილი

მოუსმინეთ რას გვთხოვს გურამ დოჩანაშვილი

მწერალი გურამ დოჩანაშვილი ქართველებს თხოვნით მიმართავს. სპეციალურად ჩაწერილ ვიდეომიმართვაში შემოქმედი თავის მკითხველს მოუწოდებს, რომ დაიცვან ქართული ენა ბარბარიზმებისგან და ისაუბრონ ქართული სიტყვებით. გურამ დოჩანაშვილი: “ბარბარიზმი ახსნილია ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში, რომ ეს არის უცხო სიტყვების გამოყენება საჭიროების გარეშე. ქართულად ყველაფერი გამოითქმის რამდენიმე უმნიშვნელო სიტყვის გარდა, როგორიც არის ტრამვაი, ტროლეიბუსი, ავტობუსი და რაღაც მაგდაგვარები…”  

გვერდი 1 - 18012345ბოლო »