კატეგორია: საინტერესო

მუსიკოსების შრომა მეტალურგების უმძიმესი სამუშაოს ტოლფასია

მუსიკოსების შრომა მეტალურგების უმძიმესი სამუშაოს ტოლფასია

ავსტრალიის ინსტიტუტის მკვლევარებმა ვენის ფილარმონიული ორკესტრის წევრებთან საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ ორკესტრის 24 მუსიკოსს მინიატურული მრიცხველები დაამაგრეს, რომლებიც მკვლევარებს მუსიკოსების მიერ დახარჯული ენერგიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიდა. მრიცხველების დახმარებით მკვლევარებმა შეძლეს დაედგინათ რა დატვირთვა აქვთ მუსიკოსებს სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრისას. მათი მტკიცებით, მუსიკოსების შრომა თავისუფლად შეიძლება შევადაროთ მშენებლებისა თუ მეტალურგების უმძიმეს სამუშაოს. კვლევებით დადგინდა, რომ მუსიკოსების […]

მარლონ ბრანდო – დაუვიწყარი თავნება ბიჭი ჰოლივუდიდან

მარლონ ბრანდო - დაუვიწყარი თავნება ბიჭი ჰოლივუდიდან

მარლონ ბრანდოსთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა დონ ვიტო კორლეონეს როლის თამაში ფრენსის ფორდ კოპოლას გენიალურ ფილმში “ნათლიმამა”, რომ XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კინომსახიობის ტიტული მოეპოვებინა. მსახიობს საკმაოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა, საშუალო სკოლაც კი არ დაუმთავრებია. მისი ოცნება ნიუ-იორკში ცხოვრება იყო და ეს ოცნება აისრულა, როცა თავის დასთან გადავიდა საცხოვრებლად. შრომა მისთვის სირცხვილად არასდროს ითვლებოდა, ამიტომაც ხან […]

პეტრე ჩაიკოვსკის ბურუსით მოცული სიკვდილი

ჩაიკოვსკის იუბილე თბილისში აღინიშნება

მუსიკა იყო ის უდიდესი ძალა, რომლის მატარებელიც ცნობილი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი გახლდათ. ოჯახის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მან მაინც შეძლო და მთელი ცხოვრება საყვარელ საქმეს ემსახურა: – არ იფიქროთ, რომ ვოცნებობ, გავხდე გამოჩენილი კომპოზიტორი, ჩემთვის სულერთია, ვიქნები სახელგანთქმული, მდიდარი მუსიკოსი თუ ჩვეულებრივი სკოლის მასწავლებელი. მთავარია, ვაკეთო ის, რისი კეთებაც მინდა. ასე სინდისი უფრო დამშვიდებული მექნება, – […]

ალი და ნინო მსოფლიო ფოკუსში

ალი და ნინო აღდგენილია

თამარ კვესიტაძის მიერ შექმნილი ალი და ნინოს სკულპტურა, რომელიც ბათუმში განთავსდა, არაერთხელ მოექცა მსოფლიო ყურადღების ცენტრში და საუკეთესოთა შორის პირველ ადგილზეც აღმოჩნდა. ალი და ნინოს სიყვარულის შთაგონებით ქართველი ხელოვანის მიერ შექმნილი ორიგინალური ნამუშევარი ამჯერადაც აქტუალურია. თანამედროვე ტექნოლოგიებმა არაერთი არაჩვეულებრივი ხელოვნების ნიმუში გააჩინა, მათ შორისაა თამარ კვესიტაძის “ალი და ნინო”. უცხოურმა გამოცემებმა დაასახელეს ის სკულპტურები, რომლებიც […]

ედიტ პიაფი – ცხოვრებისგან დატანჯული ლეგენდარული მომღერალი

ედიტ პიაფი - ცხოვრებისგან დატანჯული ლეგენდარული მომღერალი

გასული საუკუნის ლეგენდარული მომღერალი ედიტ პიაფი საფრანგეთის სიმბოლოა. მის ხანმოკლე ცხოვრებაში იყო ყველაფერი – სიყვარულიც, იმედგაცრუებაც, ტკივილიც, სიღატაკეც, შვილის გარდაცვალებაც, მარტოობაც, ალკოყოლიც და ნარკოტიკიც. ედიტ პიაფი ცხოვრებამ ხან მწვერვალზე აიყვანა და ხანაც ძლიერად დაანარცხა მიწაზე. დაბადებიდან გარდაცვალებამდე მომღერალს ათასი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია. მომავალი მომღერალი დედამ პარიზის ერთ-ერთი ბინძური ქუჩის ტროტუარზე გააჩინა. შვილის ჭიპლარი დედამ კბილებით […]

ბეთჰოვენის საუკეთესო ნაწარმოებები კუბური რუმბას სტილში

პირველად საქართველოში - ბეთჰოვენის ყველა საფორტეპიანო სონატა

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის შემოქმედება საუკუნეებია კლასიკური მუსიკის მსმენელს ატკბობს. მისი სიმფონიები, კონცერტები, უვერტიურები, საფორტეპიანო სონატები, საგუნდო ნაწარმოებები თუ საფორტეპიანო ტრიოები დღესაც აქტუალურად სრულდება მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსების მიერ. საბედნიეროდ, ბეთჰოვენის მუსიკა ბევრი ხელოვანისთვის შთაგონების წყარო გახდა. ბევრმა მისი სიმფონიების ინტერპრეტაციაც კი გაბედა. “არტ ინფო” გთავაზობთ 5-წუთიან ვიდეოს, სადაც მოისმენთ ნიჭიერი მუსიკოსების მიერ შესრულებულ კომპოზიტორის საუკეთესო ნაწარმოებებს […]

“დაუთმეთ მეტი დრო მათ, ვინც გიყვართ”

"დაუთმეთ მეტი დრო მათ, ვინც გიყვართ"

ცნობილი სატირიკოსი, გრემის ოთხგზის მფლობელი და მარკ ტვენის პრემიის მფლობელი ჯორჯ კარლინი 5 წიგნის და 20-ზე მეტი მუსიკალური ალბომის ავტორია. მისი ჩანაწერი, რომელიც საყვარელი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაწერა, დღემდე არ კარგავს აქტუალობას: “ჩვენი დროის პარადოქსია, რომ გვაქვს მაღალი შენობები და დაბალი მოთმინების უნარი, ფართო მაგისტრალები, მაგრამ ვიწრო ხედვა. ვხარჯავთ ბევრს, მაგრამ გვაქვს ცოტა, ვყიდულობთ ბევრს, […]

ქართველი მამაკაცების ტრაგიკული ისტორია, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს

ქართველი მამაკაცების ტრაგიკული ისტორია, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს

“დიდი ხეპრე და უწიგნური კაცი იყო გივი, მაგრამ რად გინდა, მთელი სოფელი პატივს სცემდა მისი სიმდიდრის გამო, და როგორც მდიდარი უწიგნურების წესია, ღარიბ სწავლულებს ემტერებიან, კი არა სულ მათი ჯავრი სჭირთ. ასეთი მახრა ჰქონდა გივის მისი სწავლული მეზობლის, ერთი ქოხის უქონებელი გოგიას მიმართ. ბავშვობიდან ერთად მოდიონენ და გოგია სულ სჯობდა ჭკუაში, სწავლაში და სილამაზეში. მარამ […]

მსოფლიოს ცნობილი კომპოზიტორები ერთ კომპოზიციაში – ნაწილი II

მსოფლიოს ცნობილი კომპოზიტორები ერთ კომპოზიციაში - ნაწილი II

”არტ ინფომ” კლასიკური მუსიკის მოყვარულებს შესთავაზა 6-წუთიანი ვიდეორგოლი, რომელშიც ცნობილი კომპოზიტორების საუკეთესო ნაწარმოებები ორიგინალურად იყო შერწყმული. ამჯერად გთავაზობთ მეორე ვიდეორგოლს, სადაც 31 კომპოზიტორის შემოქმედებაა გაერთიანებული, მათ შორის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, ჯუზეპე ვერდის, პეტრე ჩაიკოვსკის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, იოჰან შტრაუს II-ის, ჯონ ფილიპ სოუსას, ჯოაკინო როსინის, ანტონიო ვივალდის, ფრიდერიკ შოპენის, ფრანც შუბერტის, იოზეფ ჰაიდნის, იოჰან სებასტიან ბახის, იოჰანეს ბრამსის, ჟორჟ ბიზეს, ფერენც ლისტის, ედვარდ გრიგის, რობერტ შუმანის, ფელიქს […]

იცით, რატომ ჰქვიათ ნოტებს დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი?

იცით, რატომ ჰქვიათ ნოტებს დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი?

7 მუსიკალური ნოტი დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ ჰქვიათ ამ ნოტებს ასეთი სახელები და რას ნიშნავს თითოეული მათგანი. ნოტების სახელწოდების წარმოშობა დაკავშირებულია ნაწარმოებთან “Ut queant laxis”, რომელიც კათოლიკური ჰიმნია და იოანე ნათლისმცემელს ეძღვნება. დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი ჰიმნის ლათინური ლოცვის პირველი მარცვლებია, თუმცა თავდაპირველად  იყო ასე – უტ-რე-მი-ფა-სოლ-ლა-ჰექსაქორდი. სი მოგვიანებით გაჩნდა. უტ […]