კატეგორია: პოეზია

შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც – ოთარ ჭილაძე

ოთარ ჭილაძე - ადამიანი სინდისი

შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც, გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ, ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო, დაულეველო სამშობლოვ ჩემო! შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ, როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე შემაძრწუნელად ვარ ბედნიერი.

მესაფლავე – გალაკტიონ ტაბიძე

გალაკტიონის ,,მერი’’ 100 წლისაა

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც… მომაბეზრე კიდეც თავი; და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი. ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს, ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს, მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს. […]

სალაღობო – ლადო ასათიანი

14 იანვარს ლადო ასათიანი დაიბადა

ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა. ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა. “კაცის გული ისეთია, ვით მორევი შავი ზღვისა: რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს, მაინც ენატრება სხვისა!” დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს, გაისარჯოს და ბრძოლაში […]

ლექსები თბილისზე

ლექსები თბილისზე

იოსებ გრიშაშვილი – გამოთხოვება ძველ თბილისთან შენ აგიხსნია ბევრი ქარაგმა, ქორონიკონის კენტი და ლუწი,- მაგრამ არ იცი, ჩვენმა ქალაქმა რა სურათები მოქარგა უწინ. თუ ჩაგივლია სირაჩხანისკენ, დაჰკვირვებიხარ ამ ქუჩებს კარგად- გაგაოცებდა რუმბების სისქე და ჭიანურზე დაკრული ჩარგა სიძველისადმი გრძნობა, პატივი, თუ შენში მაინც ოდნავ ელვარებს – მიხვდები ასე ანდამატივით რისთვის ვდარაჯობ თბილისის კარებს. მიხვდები, რატომ […]

ლექსები მაისზე

ლექსები მაისზე

გალაკტიონ ტაბიძე: დღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშია, თუ დრო არის, დროს ისევ შენ შეჰფერი. და ვით ქრისტემ გალილეა აირჩია, მე თბილისი ავირჩიე ბებერი. მაგრამ ქრისტეს გოლგოთა ხვდა წილადა. მე კი ჩვენი დამიფარავს მთაწმინდა. მანდილი ჩანს ისევ იმ მანდილადა, შხამსაც შევსვამ შენგნით მოწვდილ სასმითა.   გალაკტიონ ტაბიძე: მაისმა ისევ მომიტანა ლაჟვარდი ზღვები, მოგონებათა სიხარული და უხვი გრძნობა, […]

დილის ბინდში ვერის ხიდზე მოვხვდით – მურმან ლებანიძე

"ცხოვრება სუყველას უნდა: ამ შტერს! მაგ რეგვენს! იმ კრეტინს, თუნდა!.. გავითვალისწინოთ ეს კარგად უნდა!"

დილის ბინდში ვერის ხიდზე მოვხვდით… თოვდა, თოვდა… რა კარგია თოვა… გადამიდგა და ბოდიშის მოხდით, გამაჩერა სიგარეტი მთხოვა.. მივაწოდე გაიხარა კაცმა, მოვუკიდეთ, – მთვრალი ვარო, მითხრა, გავაბოლეთ, – გულის ფსკერზე დათბა, სთქვა მადლობა, რა დროაო, მკითხა… მე ვუთხარი, – ხუთი იყო დილის, ხიდზე დავრჩი, ის გავიდა გაღმა, ეჰეჰეი! შეუძახა თბილისს და ღიღინით ვერის აღმართს აჰყვა… თოვდა, […]

რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით – ოთარ ჭილაძე

ოთარ ჭილაძის საერთაშორისო წარმატება

რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით, ამ ქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, მარადიული ის არის მხოლოდ და ასეთია ყოველთვის ბოლო ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების და მეც ამ დიდი კანონის ნებით მიყვარხარ! მაგრამ ამ სიტყვას ახლა იაფი სცენის სურნელი ახლავს რაც არც უხდება და არც სჭირდება, ამიტომ, ალბათ, გამიჭირდება მისი წარმოთქმა, მაგრამ გახსოვდეს, მაგრამ გჯეროდეს, რომ […]

არავითარი /უმცირესიც/ აღარ მაქვს ეჭვი! – მუხრან მაჭავარიანი

არავითარი  /უმცირესიც/ აღარ მაქვს ეჭვი! - მუხრან მაჭავარიანი

არავითარი /უმცირესიც/ აღარ მაქვს ეჭვი! პირწავარდნილი ვყოფილვარ ლენჩი! – იმნაირ კაცში, – ისეთ კაცში შევცდი მე ერთში, – შეცდენას მასში, – შევმცდარიყავ მერჩია, ბევრში! შევცდი?!- კი! – შევცდი! დასტურ,-შევცდი! და რადგან შევცდი, – გული მე თავზე მომდის ჩემზე სხვას ვის რას ვერჩი! – გულს ვკიცხავ ჩემსას, – შტერმა რატომ არ მიყო რეჩხი! – ამისთანაში, რას […]

ლეგენდა – შოთა ნიშნიანიძე

ლეგენდა - შოთა ნიშნიანიძე

თქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა: – როგორ დავბადოთ კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც, რა დავაწყევლოთ, ან ისეთი რა დავანათლოთ, ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც. პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი: დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი. წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს, ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესიც. ბოლოს კი შავი ანგელოსი წამოიმართა და შავი სიტყვა განუცხადა ცათა […]

გვერდი 1 - 612345ბოლო »