კატეგორია: ოქროს ფონდი

გიზო ნიშნიანიძის ყველაზე დიდი სიყვარული

გიზო ნიშნიანიძის ყველაზე დიდი სიყვარული

პოეტ გიზო ნიშნიანიძისთვის ყველაზე დიდი პატივი თბილისელობა იყო. მას ძალიან უყვარდა თავისი ქალაქი და წარსულსაც სიყვარულით იხსენებდა: „ადრე ერთმა თბილისელმა მასწავლა, – თუ გინდა ნაღდი თბილისელი გაიგო, მაჯაზე მოჰკიდე ხელი, თბილისი ახსენე და გული თუ აუჩქარდება, თბილისელიაო.” „კარგი თბილისელი ის იყო, ვინც უადგილო ადგილას ჩემოდანსაც არ დადგამდა. თბილისურად ვინც აზროვნებს, ჩამოსული იქნება თუ აქაური, მნიშვნელობა […]

დედაქალაქში ცხოვრების წესი ნოდარ დუმბაძისგან

ნოდარ დუმბაძე: ,,გავუფრთხილდეთ სიტყვებს!”

მწერალმა ნოდარ დუმბაძემ თავის მკითხველს დედაქალაქში ცხოვრებისთვის მთავარი წესი ასე ჩამოუყალიბა: “თბილისმა ღვიძლი შვილებივით შეგვისისხლხორცა და როგორც დედამ, როგორც შვილებს ეს რჩევა მოგვცა: დედაქალაქში ცხოვრების წესს საზღვრავს პირობა – ზნეკეთილობა, გულქართლობა, ხელგაშლილობა, ალალმართლობა, გულუხვობა, არპურძვირობა, არ ქედმაღლობა, თავმდაბლობა, ზრდილთა ზრდილობა, არ კუთხურობა, ყოფა-ყოფით ყოფნის მცდელობა. თბილისში მხოლოდ, მხოლოდ, მხოლოდ თბილისელობა…”

კრიზისის დროს გადარჩენის გზები ლილი იოსელიანისგან

ლილი იოსელიანი: ”მთელი ოჯახის ტრაგედიამ ჩემ თვალწინ ჩაიარა”

– ყველანაირი კრიზისის, და განსაკუთრებით ხელოვნების კრიზისის თავი და თავი ზნეობის დეფიციტია, სულიერი კრიზისია, – ასე მიაჩნდა რეჟისორ ლილი იოსელიანს: “ყველანაირი კრიზისის, და განსაკუთრებით ხელოვნების კრიზისის თავი და თავი ზნეობის დეფიციტია, სულიერი კრიზისია. როდესაც ქვეყანა, ერი, მოქალაქეები ყოველდღიური ყოფის მოწესრიგებისათვის და ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვიან, კრიზისი დგება. გადარჩენის გზები კი ამხელს ცალკეული ადამიანების და ერების ზნეობის […]

დოდო აბაშიძე – ქართული კინოს რაინდი

დოდო აბაშიძე - ქართული კინოს რაინდი

მსახიობი დოდო აბაშიძე მაყურებელს მარტო მისი ნიჭის გამო კი არ უყვარს, არამედ იმ უშუალობისთვის და გულწრფელობისთვის, რომელსაც ეკრანიდანაც კი იგრძნობდით. სცენარისტი სულიკო ჟღენტი მასში ყველაზე მეტად რაინდობას აფასებდა და შუასაუკუნეებისდარ პატრიარქალურ რაინდს უწოდებდა: “დოდო რაინდია. დიახ, სწორედ შუასაუკუნეებისდარი პატრიარქალური რაინდი. მას სხვა ვერაფერს შევადარებ. ამის დასტურად მისი ცხოვრებიდან მრავალი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. ერთხელ მოსკოვში გვიან […]

გოდერძი ჩოხელი: ”დავრჩენილიყავი იმ ჩოხში და ვყოფილიყავი ერთი ჩვეულებრივი გლეხი”

გოდერძი ჩოხელი: რატომ ტირის ადამიანი?

– იცით, რას ვნატრობ?! დავრჩენილიყავი იმ ჩოხში და ვყოფილიყავი ერთი ჩვეულებრივი გლეხი. არ გამეგო იმდენი რაღაც, რაც უნდა გამეგო და არ დამმართნოდა ეს. მეცხოვრა იმ გათენებით და დაღამებით… – ამბობდა მწერალი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი. “არტინფო” ხელოვანის ჩანაწერების მცირე ნაწილს გაგაცნობთ: *** “ამბობენ, სიკვდილის წუთებში, რაც კი რამ ქვეყანაზე ჩაუდენია ადამიანს, ყველაფერი თვალწინ დაუდგებაო და… […]

პოეტი მეფე არჩილი სამარეში წაღებული არაადამიანური ტკივილით

პოეტი მეფე არჩილი სამარეში წაღებული არაადამიანური ტკივილით

– ღმერთმა აცხონოს მეფე პოეტი, ორი დღეა მის თავგადასავალს ვკითხულობ და ღამეები არ მასვენებს ამ უსამშობლოდ გადახვეწილი დიდი ქართველის უნუგეშობა, ოჯახური ტრაგედია და სამარეში წაღებული არაადამიანური ტკივილი, – ასე ახასიათებს ისტორიკოსი გიორგი კალანდია მეფე არჩილს და მის მიერ ამსტერდამის მერის ნიკოლას ვიტსენისადმი მიწერილ წერილს ასაჯაროვებს: „მოგიკითხავ ვითარცა მეგობარსა შემეცნებულსა ჩემსა. მერმე გავიგონეთ… რომე თქვენ გარჯილხართ […]

გოდერძი ჩოხელის დაუჯერებელი ამბავი

გოდერძი ჩოხელის დაუჯერებელი ამბავი

მწერალი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი თავისი სიალალით უყვარდა ქართულ საზოგადოებას. თავისი ცხოვრებიდან ხელოვანი ყოველთვის იხსენებდა საინტერესო ამბებს, თუმცა ისტორია, რომელსაც “არტინფო” გაგაცნობთ, ბევრისთვის დაუჯერებელიც შეიძლება იყოს: “ამ (სალოცავის) მოედანზე ვიცი ერთი ადგილი, სადაც კაცებიც კი ვერ მიდიან, მარტო ბალღებს მიგვესვლებოდა და სწორედ იმ ადგილას აღმოვაჩინე ბავშვობაში ჩემი უცნაური შესაძლებლობა: თუ იმ ადგილას მუხლმოდრეკილი ვილოცებდი, იმ […]

გულქან რაზიკაშვილი: “მამაჩემი იყო ტანჯული…”

გულქან რაზიკაშვილი: "მამაჩემი იყო ტანჯული..."

გულქან რაზიკაშვილი 15 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. ვაჟა ფშაველა მის მეხსიერებაში მუდამ მშრომელი შემორჩა. ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ გულქან რაზიკაშვილისგან რამდენიმე საინტერესო ისტორია ჩაიწერა: “ისე დავბერდი სიხარული რასა იქვიან, არა ვიცი. გული მაწუხებს ლაპარაკსაც ვერ ვიტან. ექიმებთან ვერ მივდივარ. ერთი-ორი ქათამია, იმათ ვერ ვანებებ თავსა… ტყეში დაბერებული ვარ, საქონელში. ძროხების მოვლაში გავიზარდე და დავბერდი… რო […]

თენგიზ ჩანტლაძე – ადამიანი დღესასწაული

თენგიზ ჩანტლაძე - ადამიანი დღესასწაული

მსახიობი თენგიზ ჩანტლაძე იყო ადამიანი, რომელსაც ნამდვილი დღესასწაულის მოწყობა შეეძლო. – ის აბსოლუტურად დაუხარჯავი წავიდა ამქვეყნიდან, – ასე მიაჩნია მის მეუღლეს ზაირა ჩანტლაძეს, რომელიც როგორც რიგითი მაყურებელი და პარტნიორი, საკუთარი მეუღლის ნიჭის თაყვანისმცემელად დარჩა: “დღემდე მისი ნიჭის თაყვანისმცემელი ვარ, როგორც მაყურებელი და როგორც პარტნიორი. ის აბსოლუტურად დაუხარჯავი წავიდა ამქვეყნიდან. ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეეძლო. არასდროს […]

გოდერძი ჩოხელის უკანასკნელი ჩანაწერი

გოდერძი ჩოხელი: ,,გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებოებს"

გოდერძი ჩოხელი და მისი შემოქმედება ქართველებისთვის გამორჩეულად საყვარელია. მისი გულწრფელი და სევდიანი ფილმები, მოთხრობები თუ ლექსები გულგრილს არავის ტოვებს. “არტინფო” გოდერძი ჩოხელის უკანასკნელ ჩანაწერს გთავაზობთ: “ჩემი უბედურება იცი რა არი? იმედი მაქვს გადაწურული. მივხვდი, რომ კარგად აღარ გავხდები. ეგ მაგიჟებს. ვერ ველევი! ვერ შევეგუე, რო ცუდად ვარ და კარგად აღარ ვიქნები. გარეთ არ შემიძლია გავიდე. […]

გვერდი 1 - 3112345ბოლო »