კატეგორია: მუსიკა

ეთერ კაკულიას ვარსკვლავს გაუხსნიან

ეთერ კაკულიას ვარსკვლავს გაუხსნიან

მომღერალ ეთერ კაკულიას 29 ნოემბერს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან. ამ დღეს მომღერლის დაბადების დღეა, ასაკი, რა თქმა უნდა, საიდუმლოა. მიუხედავად იმისა, რომ ეთერ კაკულია ავად არის, ის მაინც მხნედ გრძნობს თავს და თავის მონატრებულ ხალხთან შესახვედრად ემზადება. კონცერტისთვის მზადების პარალელურად, ის მკურნალობის კურსს გადის. ეთერ კაკულიამ უკვე ჩაიტარა ქიმიოთერაპიის კურსი და სამკურნალოდ ისრაელშიც […]

ირაკლი ჩარკვიანს 53 წელი შეუსრულდებოდა

ირაკლი ჩარკვიანს 53 წელი შეუსრულდებოდა

19 ნოემბერი ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა. მას 53 წელი შეუსრულდებოდა. მეფის დაბადების დღესთან დაკავშირებით, გამომცემლობა “ინტელექტი” კინოთეატრი “ამირანი” და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი “ჩემი წიგნი” გიწვევთ კინოთეატრ “ამირანის: მე-3 დარბაზში ირაკლი ჩარკვიანის რომანის “მშვიდი ცურვა” მიხედვით გადაღებული ფილმის ჩვენებაზე. კინოჩვენების პარალელურად გაიმართება ირაკლი ჩარკვიანის აქამდე უცნობი ფოტოების გამოფენა. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ანსამბლი „ბასიანი“ ლიტვაშია

ანსამბლი „ბასიანი“ ლიტვაშია

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ლიტვური ორგანიზაციის “რექსუს ივენთსის” მიწვევით, ანსამბლი ,,ბასიანი” ლიტვაში  ორ კონცერტს გამართავს. „ბასიანი“ 2000 წელს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩამოყალიბდა,  როგორც  საქართველოს საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის  ნიმუშებს ხალხურ სიმღერებსა და საეკლესიო საგალობლებს. ეწევა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას საქართველოში და […]

მარია კალასის ჯილდო ქართველ მომღერალს

მარია კალასის ჯილდო ქართველ მომღერალს

მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლის მარია კალასის ჯილდო ქართველმა მომღერალმა მიხეილ ქირიამ მიიღო. ინფორმაცია მან თავად გაავრცელა: „ქალაქ ბრეშას“ მე-10 საერთაშორისო კონკურსზე მეორე ადგილი და საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის მარია კალასის სპეციალური პრემია გადმომცა კალასის ბიოგრაფმა დოქტორ მიკელე ნოჩერამ.” ვულოცავთ მიხეილ ქირიას ამ წარმატებას.

ნანი ბრეგვაძემ მოსკოვში იმღერა

ნანი ბრეგვაძემ მოსკოვში იმღერა

ქართული ესტრადის დედოფალმა ნანი ბრეგვაძემ მოსკოვში იმღერა. მან მონაწილეობა მიიღო კონცერტში “რომანსების რომანტიკა”, რომელიც კროკუს სითი ჰოლში გაიმართა. ნანისთან ეთრად საღამოში მისი ქალიშვილი ეკა მამალაძეც მონაწილეობდა. კონცერტში მონაწილე მომღერლებთან ერთად რომანსები ცნობილმა რუსმა მსახიობმა სერგეი ბეზრუკოვმაც შეასრულა.

გვერდი 63 - 63« პირველი5960616263