კატეგორია: მუსიკა

ანრი ჯოხაძე ახალ კლიპს იღებს

ანრი ჯოხაძე ახალ კლიპს იღებს

ეპატაჟური მომღერალი ანრი ჯოხაძე ახალ კლიპს იღებს. ამჟამად მომღერალი ბაკურიანში იმყოფება, სადაც კლიპის გადაღებები აქტიურად მიმდინარეობს. ახალი კლიპისთვის მომღერალმა უკვე დაამზადებინა სპეციალური გამჭვირვალე როიალი, რომელიც საკუთარ სახლში დაამონტაჟა. ანრიმ ახალი კლიპისთვის გოგონების ქასტინგიც გამოაცხადა და ყველაზე ლამაზებს თავის კლიპში მონაწილეობას დაპირდა. ანრის უკვე მზად აქვს კიდევ ერთი კლიპი, რომელიც ნიკო გომელაურის ლექსზე “ჩემს ქალაქში არაფერი […]

აჩიკო მეფარიძეს პრობლემები აქვს

აჩიკო მეფარიძეს პრობლემები აქვს

მომღერალ აჩიკო მეფარიძეს პრობლემები აქვს და ის დაკავშირებულია მის გრანდიოზულ კონცერტთან, რომელსაც მომღერალი გაზაფხულზე ჩაატარებს. როგორც აჩიკო ამბობს, კონცერტზე მეგობრებთან ერთად წარსდგება მონატრებული მსმენელის წინაშე, თუმცა არის მთელი რიგი პრობლემები: “გაზაფხულზე ვაპირებ დიდი კონცერტის ჩატარებას. რაღაც თანხები ნაშოვნი მაქვს ჩემი მეგობრებისგან, ეს არ არის პატარა თანხები, რა თქმა უნდა, ვთხოვ კულტურის სამინისიტროს დახმარებას იმ სახით, […]

დათო გომართელი ქუთაისში იმღერებს

დათო გომართელი ქუთაისში იმღერებს

დათო გომართელი გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ქუთაისში ხვდება და ქუთათურებს ამ დღესასწაულს საგანგებო კონცერტით ულოცავს. 23 ნოემბერს მომღერალი თავის ერთგულ გულშემატკივარს ქუთაისის თეატრში შეკრიბავს და მეგობრებთან ერთად უმღერებს. საკონცერტო პროგრამაშია როგორც ცნობილი ჰიტები, ასევე ახალი სიმღერები, რომელიც მსმენელს განსაკუთრებულად უყვარს. სადღესასწაულო კონცერტს მომღერალმა “დათო გომართელი მეგობრებთან” დაარქვა და მასში მონაწილეობას მიიღებს ანსამბლი “შვიდკაცა”.

მაიკო კაჭკაჭიშვილი რჩეულს ეძებს

მაიკო კაჭკაჭიშვილი რჩეულს ეძებს

არაერთი ქართული ჰიტის ავტორი და მომღერალი მაიკო კაჭკაჭიშვილი რჩეულს ეძებს. თუმცა რჩეულში ქმარი სულაც არ იგულისხმება, მაიკო რჩეულ სტუდენტს ეძებს, რომელსაც მუსიკალურ კონკურსში “სტუდენტური ხმა” ჩართავს. “სტუდენტური ხმა” პირველად ტარდება და მას ორი სუპერ მწვრთნელი ჰყავს – მაიკო კაჭკაჭიშვილი და ძვალი. შესარჩევმა კონკურსმა 21 ნოემბრიდან აიღო სტარტი და ყოველ პარასკევს “კაბანა”-ში ჩატარდება, სადაც მწვრთნელები ყველაზე […]

ელისო ვირსალაძეს ანაბეჭდს გაუხსნიან

ელისო ვირსალაძეს ანაბეჭდს გაუხსნიან

მსოფლიოში აღიარებულ ქართველ პიანისტს ელისო ვირსალაძეს საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის უკვდავთა თაღში ხელის ანაბეჭდს გაუხსნიან. როგორც მუზეუმის ხელმძღვანელი გიორგი კალანდია აცხადებს, ელისო ვირსალაძის ხელის ანაბეჭდი უკვე აღებულია და მისი საზეიმო გახსნა უახლოეს მომავალში გაიმართება: “ჩვენ უკვე აღებული გვაქვს ქალბატონი ელისო ვირსალაძის ანაბეჭდი და ვფიქრობთ, ეს სახელი ქართული ხელოვნების თანავარსკვლავედში სადავო სახელი […]

ნანი ბრეგვაძე პატრიარქს უმღერებს

ნანი ბრეგვაძე პატრიარქს უმღერებს

2015 წლის 4 იანვარს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ნანი ბრეგვაძის სოლო კონცერტი გაიმართება, რომელსაც ლეგენდარული მომღერალი უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მიუძღვნის. ამ დღეს მის უწმიდესობას 82 წელი შეუსრულდება. კონცერტს საქართველოს კულტურის პალატა წარმოადგენს. უკვე შედგა შეხვედრა პატრიარქთან და დაწყებულია მზადება გრანდიოზული კონცერტისათვის. წარმოდგენის კონცეფცია აგებული იქნება დროის კონტრასტზე, ერთმანეთს შეცვლიან XX […]

ეკა კვალიაშვილი კახა ცისკარიძეს უპირისპირდება

ეკა კვალიაშვილი კახა ცისკარიძეს უპირისპირდება

მომღერალი ეკა კვალიაშვილი პროდიუსერსა და მუსიკოსს კახა ცისკარიძეს უპირისპირდება და ტყუილში ამხელს. გია ჯაჯანიძის თოქ-შოუს “სხვა რაკურსი” პირველი გადაცემა ქართულ შოუბიზნესს დაეთმო, სადაც ცნობილმა მომღერლებმა, პროდიუსერებმა, კომპოზიტორებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც ეკა კვალიაშვილმა განაცხადა, კახა ცისკარიძე იტყუება, როდესაც ამბობს, რომ ის კონცერტების ორგანიზების დროს ეკას ურეკავდა და მას ღონისძიებებში მონაწილეობას სთავაზობდა.

ბეტ ჰარტი თბილისში ჩამოდის

ბეტ ჰარტი თბილისში ჩამოდის

30 ნოემბერს როკ ბლუზის შემსრულებელი ბეტ ჰარტი თბილისში კონცერტს გამართავს. მომღერალი საქართველოში ალტერვიჟენ ჯგუფის ინიციატივით ჩამოვა და “თბილისი ივენთ ჰოლში” შეკრებილი მსმენელისთვის იმღერებს. ბეტ ჰარტის კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 40 ლარიდან იწყება და 150 ლარამდე ადის. კონცერტის შემდეგ დაგეგმილია სპეციალური ღონისძიება “შერატონ მეტეხი პალასში”, სადაც დასწრება მხოლოდ 150 ლარიანი ბილეთის მქონე ადამიანებს შეეძლებათ. ამ ღონისძიების […]

დუეტი “ჯორჯია” აღარ არსებობს

დუეტი "ჯორჯია" აღარ არსებობს

დუეტი “ჯორჯია” აღარ არსებობს. მაკა ზამბახიძემ და რატი დურგლიშვილმა გადაწყვიტეს ცალ-ცალკე იმუშავონ. ამის შესახებ მაკა ზამბახიძემ ეკა ხოფერიას თოქ შოუში ისაუბრა: “დაშლას ასე ვერ ვუწოდებთ. შეიძლება ვუწოდოთ, მაგრამ მე ასე არ მიყვარს ხოლმე მაქსიმალური დასკვნების გამოტანა. უბრალოდ რატი მიდის საზღვარგარეთ საცხოვრებლად და სოლო-კარიერის გაააკეთებლად, ამიტომ დუეტ “ჯორჯია”-ს პაუზა ექნება. რამდენი ხნით, არავინ იცის. რატი სოლო […]

ირაკლი ჩარკვიანს ძეგლს დაუდგამენ

ირაკლი ჩარკვიანს ძეგლს დაუდგამენ

ირაკლი ჩარკვიანს თბილისში დედაენის ბაღში ძეგლს დაუდგამენ. სკულპტურის ავტორები არტისტები როკო ირემაშვილი და ვალო იმერლიშვილი არიან. ძეგლი სავარაუდოდ თებერვალში გაიხსნება. მის სიახლოვეს განთავსდება სკამები, სადაც მსურველებს ყურსასმენებით ირაკლი ჩარკვიანის მუსიკისა და ლექსების მოსმენის შესაძლებლობა ექნებათ. „შიგნით იქნება ინტეგრირებული  ემპე 3 პლეერები, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება თავისი ყურსასმენის შეერთება და მუსიკის ან ტექსტების მოსმენა,” – აცხადებს […]

გვერდი 62 - 63« პირველი5960616263