კატეგორია: მუსიკა

ნინო ქათამაძე “ინსაითის” გარეშე დარჩა

ნინო ქათამაძე "ინსაითის" გარეშე დარჩა

მომღერალი ნინო ქათამაძე თავისი ჯგუფის “ინსაითის” გარეშე დარჩა. ამის მიზეზი ის საერთაშორისო მუსიკალური პროექტია, რომელზეც მხოლოდ მომღერალი მიიწვიეს, მისი ჯგუფი კი არა. კონცერტზე, რომელიც 10 დეკემბერს სანკტ-პეტერბურგში გაიმართება, ნინო ქათამაძე თავის სიმღერებს ორკესტრ “ტერემასთან” ერთად შეასრულებს. საღამოს “მსოფლიო მუსიკა” ეწოდება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მომღერლები არიან მიწვეული.

დათო ხუჯაძემ ახალი კლიპი გადაიღო

დათო ხუჯაძემ ახალი კლიპი გადაიღო

მომღერალმა დათო ხუჯაძემ ახალი კლიპი გადაიღო. “როცა ჩემთან ხარ” – ასე ჰქვია ახალ სიმღერას, რომელზეც დათო ხუჯაძესთან ერთად ფერნანდო სანჩეს აბადმა იმუშავა. ტექსტი ინესა კამინსკაიას ეკუთვნის, კლიპის რეჟისორი მარია სკობელევაა, გადაღებები კი სიყვარულის ქალაქ პარიზში მიმდინარეობდა. ამ რეჟისორთან მომღერალმა უკვე მეორედ იმუშავა. პირველი კლიპი მარია სკობელევამ დათო ხუჯაძეს გადაუღო სიმღერაზე “მიყვარდი”. ამჯერად რეჟისორი კლიპში მთავარ […]

ვახტანგ კახიძე ქველმოქმედებისთვის იდირიჟორებს

ვახტანგ კახიძე ქველმოქმედებისთვის იდირიჟორებს

მაესტრო ვახტანგ კახიძე ქველმოქმედებისთვის იდირიჟორებს. 17 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს სოლიდარობის ფონდი და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრი მსოფლიო მნიშვნელობის ამერიკული ვოკალური ჯგუფის ნიუ იორკ ვოისის და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივ საახალწლო საქველმოქმედო საღამოს გამართავს, რომელსაც ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. საახალწლო საღამოზე ნიუ იორკ ვოისის მიერ სპეციალურად ამ […]

დათო არჩვაძე მონატრებულ თბილისს უმღერებს

დათო არჩვაძე მონატრებულ თბილისს უმღერებს

28 ნოემბერს დათო არჩვაძე მონატრებულ თბილისს უმღერებს. მომღერალი კონცერტს მეგობრებთან ერთად ასსა ჰოლში გამართავს. დათო არჩვაძე “ქართული ხმების” ახალი თაობის წევრია. ის არაერთი სიმღერის ავტორია, რომელსაც მისი მეგობრები ასრულებენ. სიმღერების უმრავლესობა მსმენელში მალევე ჰიტდება და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

ენიო მორიკონეს თბილისში ვიზიტი ჩაიშალა

ენიო მორიკონეს თბილისში ვიზიტი ჩაიშალა

იტალიელი კომპოზიტორისა და დირიჟორის ენიო მორიკონეს ვიზიტი თბილისში ჩაიშალა. ამის მიზეზი 86 წლის ხელოვანისთვის ექიმების რეკომენდაცია გახდა. მედიკოსებმა მას ფრენა აუკრძალეს. მორიკონეს ჩამოსვლა საქართველოში აპრილში იგეგმებოდა. ენიო მორიკონე გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კომპოზიტორად მიიჩნევა. ის თანამშრომლობდა მსოფლიოში ცნობილ კინორეჟისორებთან. მან ფილმებისთვის 500-ზე მეტი სიმღერა დაწერა. კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის მორიკონეს ოსკარის პრემია მიენიჭა.

ლიზა ბაგრატიონი კონცერტს გამართავს

ლიზა ბაგრატიონი კონცერტს გამართავს

მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავს. საღამო 14 დეკემბერს არის დანიშნული. მომღერალთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ალტისტი გიორგი ცაგარელი, საქართველოს ფილარმონიული ორკესტრი მუსიკალური ხელმძღვანელის ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, რომელიც ასევე საორკესტრო ვერსიების ავტორია. საღამოს სპეციალური სტუმარიც ჰყავს – მარიო სტეფანო პიეტროდარკი აკორდეონისტი იტალიიდან. ლიზა ბაგრატიონი მონატრებული მსმენელისთვის თავისი რეპერტუარიდან გამორჩეულ […]

ელისო ვირსალაძე ბათუმში დაუკრავს

ელისო ვირსალაძე ბათუმში დაუკრავს

ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე ბათუმში კონცერტს გამართავს. ღონისძიება ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში 11 დეკემბერს გაიმართება. კონცერტში პიანისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი. კონცერტს დირიჟორი დავით მუქერია უდირიჟორებს. საკონცერტო პროგრამაშია შუმანის საფორტეპიანო კონცერტი და ბეთყჰოვენის პირველი სიმფონია.

ბერას ახალი კლიპი აქვს

ამერიკაში კარიერის ასაწყობად წასული ბერა ხმის ჩამწერ სტუდიაში აქტიურად მუშაობს და თავის ერთგულ მსმენელს ახალ-ახალ კომპოზიციებს უგროვებს. ერთ-ერთ მათგანზე მუშაობა უკვე დასრულებულია და მას “Calypso Lover” ეწოდება. ბერამ ახალ სიმღერაზე კლიპიც გადაიღო და ინტერნეტშიც გაავრცელა: “უღრმესი მადლობა ჩვენს დირექტორს, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამის შექმნაში. ეს მხოლოდ დასაწყისია!” როგორც მომღერალი აცხადებს, მისი მომავალი მთლიანად სიმღერას […]

ნიუ იორკ ვოისი თბილისში ჩამოდის

ნიუ იორკ ვოისი თბილისში ჩამოდის

ნიუ იორკ ვოისი თბილისში ჩამოდის. მათი მონაწილეობით საახალწლო საქველმოქმედო საღამო თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ნიუო იორკ ვოისი ქართველ მსმენელს 17 დეკემბერს შეხვდება და თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ერთობლივ ღონისძიებას წარმოადგენს. კონცერტს მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. ნიუ იორკ ვოისის ჩამოყვანა თბილისში ჯერ კიდევ გურამ ოდიშარიას კულტურის მინისტრობის დროს თბილისის ბიგ ბენდს სურდა, თუმცა ეს პროექტივ ერ […]

რუსა მორჩილაძე რეკორდსმენია

რუსა მორჩილაძე რეკორდსმენია

კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე რეკორდსმენია. მან ეს რეკორდი სიმღერების ყველაზე დიდი რაოდენობით შექმნისთვის მოიპოვა. თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში რუსამ 1500 სიმღერა დაწერა და მათი უმეტესობა ჰიტად იქცა. მისი პირველი სიმღერა იყო “იები”, რომელიც ნინო ქათამაძემ შეასრულა და დღემდე ერთ-ერთ ჰიტად რჩება” “იები” ჩემი პირველი სიმღერაა, რომელიც ნინო ქათამაძემ ისე იმღერა, მალევე გაჰიტდა და დღესაც არ კარგავს […]

გვერდი 61 - 63« პირველი5960616263