კატეგორია: მუსიკა

გაიცანით უნიჭიერესი ნატალია ნაყოფია

გაიცანით უნიჭიერესი ნატალია ნაყოფია

ნატალია ნაყოფია ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში სწავლობს. იგი იმ უნიჭიერეს ქართველთაგან ერთ-ერთია, რომელიც განათლებას უცხოეთში ეუფლება. ნატალია მუსიკალურ წრეებში კარგად არის ცნობილი, ფართო საზოგადოება კი ჯერჯერობით საკადრისად არ იცნობს. “არტინფო” გაგაცნობთ კიდევ ერთ ნიჭიერ ქართველ მუსიკოსს ნატალია ნაყოფიას, რომელმაც მის მსმენელს თავისი სიმღერა “რეზოლუია” ორწლიანი დაგვიანებით შესთავაზა. ნატალია ნაყოფია: “სიმღერა “რეზოლუცია” 2 წლის წინ დავწერე, მაგრამ […]

გიორგი მღებრიშვილი ესპანურ “ვოისში”

გიორგი მღებრიშვილი ესპანურ "ვოისში"

გიორგი მღებრიშვილი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. იგი სხვადასხვა სიტუაციების პაროდიებს აკეთებს და თანაც იმდენად ოსტატურად, რომ ათასობით მაყურებელი მისგან სიახლეებს მოუთმენლად ელოდება. გიორგი ესპანურ “ვოისში” მონაწილეობს და ხმის მიცემის შედეგებით პირველ ადგილზეა: “ამ დროისათვის პირველობას ვინარჩუნებთ 51000 ხმით. კვლავაც გავაგრძელოთ აქტიურობა. გადადით ლინკზე, ნახეთ ჩემი სიმღერა და მოიწონეთ. ხმის მიცემა შეგიძლიათ 8 აპრილის ჩათვლით. დღის […]

ნანი ბრეგვაძე 28 მარტს მოსკოვში აღარ იმღერებს

ნანი ბრეგვაძე სცენას ემშვიდობება

ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე 28 მარტს მოსკოვში აღარ იმღერებს. კონცერტში ნანი ბრეგვაძესთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღო ეკა მამალაძეს, ვალერი მელაძეს, ნინო ქათამაძეს და თამარ გვერდწითელს. საკონცერტო ნაწარმოებები კი სიმფონიურ ორკესტრს უნდა შეესრულებინა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. ნანი ბრეგვაძის კონცერტის ჩაშლის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის საკონცერტო დარბაზი ”კროკუს სითი ჰოლი” ავრცელებს და განმარტავს, რომ ღონისძიება 5 ივნისისთვის არის […]

გიგა კვენეტაძე რუსულ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს

გიგა კვენეტაძე რუსულ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს

მომღერალი და არაერთი ჰიტის ავტორი გიგა კვენეტაძე მოსკოვში დააჯილდოვეს. ჯილდო ხელოვანს ვოკალურ კონკურსზე новая звезда 2018 (ახალი ვარსკვლავი 2018) გადაეცა. გიგას პრიზი რუსულ კულტურაში და მუსიკალურ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადასცეს. ქართველი მომღერალი წლებია რუსეთში ცხოვრობს და იქაური ვარსკვლავებისთვის სიმღერებს წერს.

“ყვავილების ქვეყანა” სომხურად

"ყვავილების ქვეყანა" სომხურად

სიმღერა “ყვავილების ქვეყანა” ქართველებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ნაწარმოებად ითვლება და მას სხვადასხვა დროს ცნობილი ქართველი მომღერლები ასრულებდნენ. ნინი შერმადინმა სომეხ მომღერალ ანდრესთან ერთად ამ სიმღერის სომხური ვარიანტი ჩაწერა და მასზე ვიდეორგოლიც გადაიღო. კლიპი ინტერნეტში უკვე გავრცელდა და მას ათასობით ნახვა აქვს. ნინი და ანდრე პირველად არ თანამშრომლობენ. მათ რამდენიმე წლის წინ ერთობლივი დუეტი ჩაწერეს, რომელმაც […]

მარიამ მამადაშვილი ამერიკული კონკურსის გამარჯვებულია

მარიამ მამადაშვილი ამერიკული კონკურსის გამარჯვებულია

2016 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული მარიამ მამადაშვილი ამერიკაში გამართული მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია. ნიუ იორკში Madison Square garden-ში გამართულ კონკურსში knicks talent search ქართველმა მომღერალმა ბილი ჯოელის სიმღერა New York State of Mind შეასრულა და კონკურსის უპირობო ფავორიტიც გახდა.

სიმღერა, რომლის ჩაწერაც გოგი დოლიძემ ვერ მოასწრო

გოგი დოლიძე - ქართველობის სიმბოლო!

მომღერალი გოგი დოლიძე 42 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ ბევრი ლამაზი სიმღერა ჩაწერა. მათ დღესაც დიდი სიამოვნებით უსმენს ჭეშმარიტი ქართული სიმღერის მოყვარული მსმენელი. სამწუხაროდ, მომღერალს დარჩა სიმღერები, რომელთა ჩაწერაც ვერ მოასწრო. ერთ-ერთი მათგანია “არ მაჩუქო ვარდები”, რომელიც გოგი დოლიძის ნაცვლად ლაშა ღლონტმა იმღერა. ლაშა ღლონტი: “ეს სიმღერა გოგის უნდა ჩაეწერა, სამწუხაროდ, ვერ მოასწრო. მისი გარდაცვალებიდან რამოდენიმე […]

ერეკლე დეისაძე მორიგი პროვოკაციით

ერეკლე დეისაძე მორიგი პროვოკაციით

მომღერალი ერეკლე დეისაძე თავის შემოქმედებას ქართული საზოგადოების ფეხის ხმას უწყობს და დროული სიმღერებითა თუ ლექსებით ეხმაურება საქართველოში მიმდინარე პროცესებს. “საზოგადოებას” – ასე ჰქვია მის ახალ სიმღერას, რომელიც ერეკლე დეისაძემ მსმენელს შესთავაზა: “საზოგადოებას შია ის რაც საზოგადოებაშია მსხვერპლის ძიებაშია მსაჯულის ტყავშია შეხედავ ქუჩებს არ მიტევების მარშია. სუნზე სისხლის სახეს იცვლის ის ვინც ისვრის ხელებს ისვრის მიუღებელია, […]

ნანი ბრეგვაძე მოსკოვში

ნანი ბრეგვაძე მოსკოვში

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ესტრადის დედოფლად წოდებული მომღერალი ნანი ბრეგვაძე 80 წელს გადასცდა, არაჩვეულებრივ ფორმაშია და კონცერტებსაც აქტიურად მართავს. 28 მარტს ნანი ბრეგვაძე 2-საათიან კონცერტს მოსკოვში, კროკუს სითი ჰოლში გამართავს. ამ კონცერტით მომღერალი საიუბილეო ტურს გახსნის. საიუბილეო საღამოზე მასთან ერთად ეკა მამალაძეც იმღერებს. სპეციალური სტუმრები კი ნინო ქათამაძე, ვალერი მელაძე და თამარ გვერდწითელი იქნებიან. კონცერტზე […]

ეძღვნება თეონა ქუმსიაშვილს

თეონა ქუმსიაშვილს თსუ-ში გაიხსენებენ

მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი 26 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა. თურქმა მომღერალმა Nurgüzel Kestane-მ ჩაწერა კომპოზიტორისა და მომღერლის დავით არჩვაძის სიმღერა “ღმერთი დიდია”, რომელიც თეონა ქუმსიაშვილს მიუძღვნა. პოეტ ნანა ცინცაძის ლექსზე შექმნილ დავით არჩვაძის სიმღერაზე თურქმა მომღერალმა კლიპიც გადაიღო. დავით არჩვაძე: “თურქმა მომღერალმა Nurgüzel Kestane-მ ჩაწერა ჩემი სიმღერა “ღმერთი დიდია” თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საპატივცემულოდ. მან ჩვენი […]