კატეგორია: მოზაიკა

“დროა ნიღაბი ჩამოვიხსნა”

"დროა ნიღაბი ჩამოვიხსნა"

ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯულია რობერტსი, რომელმაც ქალბატონებს მთავარზე დაფიქრებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ადამიანისთვის ამ ცხოვრებაში მთავარი არა მაკიაჟი, დიეტა და ბოტოქსია, არამედ უმთავრესია სულიერი სილამაზე, რომელსაც XXI საუკუნეში ადამიანები სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევენ: “სრულყოფილება – ეს მრავალი ქვეყნის სატკივარია. ჩვენ ვისვამთ ტონა მაკიაჟს, ვიკეთებთ ბოტოქსს, თავს ვიკლავთ დიეტებით, იმისთვის, რომ ვიყოთ “იდეალურები”. […]

ემირ კუსტურიცა აფხაზეთის კეთილი ნების ელჩია

ემირ კუსტურიცა აფხაზეთის კეთილი ნების ელჩია

რეჟისორი და მუსიკოსი ემირ კუსტურიცა გაეროს კეთილი ნების ელჩის შემდეგ აფხაზეთის კეთილი ნების ელჩიც გახდა. ამის დამადასტურებელი მედალი და სერთიფიკატი ხელოვანს მოსკოვში გადაეცა. ამირ კუსტურიცას ეს წოდება საქველმოქმედო მოძრაობამ “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები” მიანიჭა. მოძრაობა ჰუმანიტარულ პროექტებს ახორციელებს ჯანდაცვის, სპორტისს და განათლების სფეროში. ყველა ელჩი თავისი მიმართულებით მუშაობს და მნიშვნელოვან საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებს. ემირ კუსტურიცამ […]

სროლა ბერკლის მუსიკალურ კოლეჯთან

ანა დოიაშვილი ბერკლის სტუდენტია

ბოსტონში, ბერკლის მუსიკალურ კოლეჯთან უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. გარდაცვლილია ერთი მამაკაცი. მომხდართან დაკავშირებით დეტალებს ბერკლიში სასწავლებლად წასული ქართველი მომღერალი ანა დოიაშვილი ყვება: “მანქანით იყო ვიღაც კაცი, უცბად გააჩერა, ამოიღო იარაღი და დაიწყო სროლა. ერთი კაცია გარდაცვლილი, მეტი არაფერი ვიცით. პოლიციამ გადაკეტა ქუჩა. მეტი სიახლე არც ჩვენ ვიცით.”

დიდი თეატრიდან ასობით ადამიანი ევაკუირებულია

დიდი თეატრიდან ასობით ადამიანი ევაკუირებულია

სამართალდამცველებმა მოსკოვის დიდ თეატრში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს და შენობიდან დაახლოებით 700-მდე ადამიანის ევაკუირება მოახიდნეს. თეატრში დილის და შუადღის სპექტაკლები დასრულებული იყო, საღამოს სპექტაკლი კი გაუქმდა. რუსული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველები ზარებს იღებდნენ სავაჭრო ცენტრებში, კინოთეატრებში, სასტუმროებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ადგილებში ნაღმის არსებობის შესახებ. სამართალდამცველები ათასობით ადამიანის ევაკუაციას ახდენდნენ და შენობების შემოწმებას აწარმოებდნენ. სატელეფონო […]

ფილმი, რომლის პრემიერასაც მთელი მსოფლიო ელოდება

ფილმი, რომლის პრემიერასაც მთელი მსოფლიო ელოდება

რ. ჯ. პალაციოს წიგნი “საოცრება” მსოფლიომ ერთხმად აღიარა საუკეთესო ნაწარმოებად. ვისაც წიგნი წაუკითხავს, დაგვეთანხმება, რომ შეუძლებელია ავგუსტ პულმანმა და მისმა თბილმა, ტკბილმა და გულიამაჩუყებელმა ისტორიამ მკითხველზე გავლენა არ მოახდინოს და ცხოვრებისეულ ღირებულებებზე სერიოზულად არ დააფიქროს. 17 ნოემბერს რ. ჯ. პალაციოს წიგნის “საოცრება” მსოფლიო პრემიერა გაიმართება. ფილმში მთავარ როლებს ჯულია რობერტსი, ოუენ ვილსონი და ჯეიკობ თრემბლი […]

Mary J Blige ავთანდილის სამოსში

Mary J Blige ავთანდილის სამოსში

უკვე აღარავის უკვირს ქართველი დიზაინერების სამოსში გამოწყობილი უცხოელი ვარსკვლავები. მსოფლიოში აღიარებულმა ამერიკელმა მომღერალმა, მსახიობმა, პროდიუსერმა და მოდელმა Mary J Blige-მ  ქართველი დიზაინერის ავთანდილის სამოსი მოირგო. Mary J Blige-ის ფოტო, რომელიც ნოემბრის თვის ერთ-ერთ უცხოურ ჟურნალს ამშვენებს, სოფო ჭყონიამ გაავრცელა.

წმინდა ნიკოლოზის საფლავი თურქეთში

წმინდა ნიკოლოზის საფლავი თურქეთში

თურქი არქეოლოგები ირწმუნებიან, რომ წმინდა ნიკოლოზის საფლავი აღმოაჩინეს. ადგილობრივი გაზეთისთვის ”Hurriyet” მიცემულ ინტერვიუში არქეოლოგები აცხადებენ, რომ გეორადარის დახმარებით, მათ თურქეთის ქალაქ დემრეში წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ქვეშ დაუზიანებელი ეკლესია და წმინდა ნიკოლოზის საფლავი აღმოაჩინეს. წმინდა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი იყო და მის სახელთან არაერთი სასწაულია დაკავშირებული.

ალენ დელონი საავადმყოფოში მოხვდა

ალენ დელონი საავადმყოფოში მოხვდა

81 წლის მსოფლიო ვარსკვლავი ალენ დელონი საავადმყოფოში მოხვდა. როგორც უცხოური პრესა იუწყება, მსახიობი თავს შეუძლოდ გრძნობდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ ზაფხულს მისი საყვარელი ქალბატონი მირეი დარკი გარდაიცვალა. ინფორმაცია ალენ დელონის ჰოსპიტალიზირებასთან დაკავშირებით, მისმა 27 წლის შვილმა ანუშკა დელონმა პრესას დაუდასტურა: “მამამ ძალიან რთულად გადაიტანა თავისი საყვარელი ადამიანის მირეი გარდაცვალება, მაგრამ ეს მის საავადმყოფოში მოხვედრასთან […]

ვალერი გერგიევის პროექტი საქართველოსთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის

ვალერი გერგიევის პროექტი საქართველოსთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის

დირიჟორი ვალერი გერგიევი, რომელიც სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, ახალ შემოქმედებით პროექტებზე მუშაობს. რუსული მედიის ცნობით, დირიჟორს სურს “დიდი კავკასიის” რეგიონში – სიახლეები დანერგოს. განცხადება ვალერი გერგიევმა ვლადიკავკაზში მე-5 საერთაშორისო კავკასიური ფესტივალის ფარგლებში გააკეთა. რუსული მედია წერს, რომ დირიჟორს სურს, აუცილებელად მოხდეს იმ მწვავე და უმნიშვნელოვანესი წინააღმდეგობების დაძლევა, რომელიც რეგიონში ბოლო 15-20 წლის განმავლობაში შეიქმნა: […]

ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული რეანიმაციაშია

ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული რეანიმაციაშია

ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული პორტუგალიელი მომღერალი სალვადორ სობრალი რეანიმაციაშია. პორტუგალიური გამოცემების ინფორმაციით, მომღერალი სპეციალურ აპარატზეა შეერთებული. 27 წლის სალვადორს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მას გულის გადანერგვა ესაჭიროება. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სალვადორი იძულებული გახდა, დაგეგმილი კონცერტები გაეუქმებინა.