კატეგორია: მოზაიკა

უხუცესი სოპრანო ლინა ვასტა – უსმინეთ და ისიამოვნეთ

უხუცესი სოპრანო ლინა ვასტა - უსმინეთ და ისიამოვნეთ

ლინა ვასტა უხუცესი სოპრანოა. ასაკის მიუხედავად, იგი არაჩვეულებრივად მღერის და საოპერო ხელოვნების მოყვარულებს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. ბევრს ჰგონია, რომ მოხუცი ბებოების მთავარი საზრუნავი შვილიშვილებისა და შვილთაშვილებისთვის ზღაპრებისა და მოგონებების მოყოლაა, თუმცა ლინა ვასტამ ეს სტერეოტიპი დაამსხვრია. ვიდეოში, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ, სოპრანო ჯაკომო პუჩინის ოპერიდან ნაწყვეტს ასრულებს. ”90 წლის სოპრანოს ხმა იმაზე უკეთესად ჟღერს, ვიდრე 45 […]

უიტნი ჰიუსტონის ჰიტი ჯესი ჯეის შესრულებით

უიტნი ჰიუსტონის ჰიტი ჯესი ჯეის შესრულებით

უიტნი ჰიუსტონი და მისი შემოქმედება არა მარტო მის ერთგულ მსმენელს, არამედ მომღერლის კოლეგებსაც ძალიან უყვართ. ამის დასტურია ჯესი ჯეის მიერ ჰიუსტონის შემოქმედებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოქროს ჰიტის “I Have Nothing” შესრულება. მომღერალი ცნობილ შოუს “Singer” სტუმრობდა, სადაც სიურპრიზად შოუს მონაწილეებისთვის და დამსწრე საზოგადოებისთვის უიტნი ჰიუსტონის სიმღერა თავისებურად და ორიგინალურად შეასრულა. ჯესი ჯეიმ დამსწრე საზოგადოებისგან დიდი […]

ელტონ ჯონი კარიერას ასრულებს

ელტონ ჯონის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ბრიტანელი მომღერალი, კომპოზიტორი და პიანისტი სერ ელტონ ჯონი 50 წლიანი კარიერის შემდეგ, შემოქმედებით პენსიაზე გადის, რადგან საკუთარ შვილებთან უფრო მეტი დროის გატარება სურს. მსმენელთან გამომშვიდობების პროცესი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება. მსოფლიო ვარსკვლავი, რომელსაც მარტში 71 წელი უსრულდება, გამოსამშვიდობებელ საკონცერტო ტურნეს გამართავს და ის სამ წელს გაგრძელდება. ტურს The Farewell Yellow Brick Road ეწოდება და ხუთივე კონტინენტს […]

ნახეთ ანტონიო ბანდერასი პაბლო პიკასოს როლში

ნახეთ ანტონიო ბანდერასი პაბლო პიკასოს როლში

ცნობილი ესპანელი მსახიობი ანტონიო ბანდერასი National Geographic-ის ტელესერიალ „გენიოსის“ მეორე სეზონში მონაწილეობს. მეორე სეზონი ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება. როგორც მსახიობმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაბლო პიკასოს ცხოვრება და მისი შემოქმედება წლებია აინტერესებს: “პიკასოს ცხოვრებითა და შემოქმედებით წლების წინ დავინტერესდი. ორივე ესპანეთიდან – მალაგადან ვართ. ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია მისი როლის შესრულება.” ინტერნეტში უკვე […]

ალენ დელონის უკანასკნელი სურვილი

პაატა ბურჭულაძის იუბილეს ალენ დელონი წაიყვანს

82 წლის მსოფლიო ვარსკვლავმა ალენ დელონმა ფრანგულ გამოცემას ინტერვიუ მისცა, 60-წლიან სამსახიობო კარიერაზე ისაუბრა და თავისი უკანასკნელი სურვილიც გაანდო. როგორც მსახიობმა ჟურნალისტს განუცხადა, მისი სურვილია, რომ გარდაცვალების შემდეგ თავისი ძაღლების გვერდით დაიკრძალოს: “არის რაღაცეები, რასაც ვერ ვიტან. ამ სამყაროში ყველაფერი ტყუილზეა აგებული, არ არსებობს პატივისცემა, არსებობს მხოლოდ ფული, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ჩემთვის კი ღირებული […]

ხატია ბუნიათიშვილი და შარლ აზნავური ფრანგულ გადაცემაში

ხატია ბუნიათიშვილი და შარლ აზნავური ფრანგულ გადაცემაში

მსოფლიოში აღიარებულ ქართველ პიანისტს ხატია ბუნიათიშვილს და ცნობილ მომღერალ შარლ აზნავურს საფრანგეთის ტელევიზიამ FRANCE 2 გადაცემა მიუძღვნა. შარლ აზნავურმა თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მომენტებზე ისაუბრა, განაცხადა, მამაჩემი საქართველოდან იყოო, არც მისი მეგობარი სერჟ დავრიშევი დავიწყნია. მომღერალმა გაიხსენა საქართველოში ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც ახალციხეში გაიმართა. გადაცემის წამყვანმა მეორე სტუმრად პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მოიწვია, რომელმაც თავისი არაჩვეულებრივი შესრულებით კიდევ […]

გათავისუფლდით სტრესისგან ორიგინალური ნახატებით

გათავისუფლდით სტრესისგან ორიგინალური ნახატებით

ბოსტონში გახსნილია გამოფენა, სადაც სტრესისგან გადაღლილი დამთვალიერებლებისთვის სპეციალური ნახატებია ექსპონირებული. გამოფენის ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ მარკ როტკოს ნამუშევრები საუკეთესო საშუალებაა უარყოფითი ემოციებისა და სტრესისგან გასათავისუფლებლად. საკმარისია დამთვალიერებელი მხატვრის ნებისმიერ ნამუშევართან ერთი წუთი გაჩერდეს, რომ ის შვებას აუცილებლად იგრძნობს. “ჩემი მხატვრობა არ არის აბსტრაქტული, ის ცხოვრობს და სუნთქავს,” – ირწმუნებოდა მხატვარი, რომელმაც ნამდვილი რევოლუცია მოახდინა აბსტრაქტულ მხატვრობაში. […]

ლედი გაგა ქართველი დიზაინერის კაბაში

ლედი გაგა ქართველი დიზაინერის კაბაში

მომღერალ ლედი გაგას გარდერობში ქართველი დიზაინერების სამოსი სულ უფრო აქტუალური ხდება. დიზაინერ გიორგი ქებურიას კაბის შემდეგ, მომღერალმა ავთანდილის კაბა მოირგო. ეს კაბა ქართველმა დიზაინერმა მოდის მოყვარულებს გაზაფხული-ზაფხული 2018 წლის კოლექციაში წარუდგინა. ავთანდილის კაბაში გადაღებული ლედი გაგას ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა.

დიმიტრი ხვოროსტოვსკის ფერფლი დაიკარგა

დიმიტრი ხვოროსტოვსკის ფერფლი დაიკარგა

ცნობილი ოპერის მომღერლის დიმიტრი ხვოროსტოვსკის ფერფლი დაიკარგა. ინფორმაციას რუსული გამოცემები ავრცელებენ. კრასნოიარსკის ოლქში დაკარგეს ურნა, რომელშიც ოპერის მომღერლის ფერფლი იყო მოთავსებული. ადგილობრივი ჩინოვნიკები ვერ პასუხობენ ჟურნალისტების შეკითხვას, მომღერლის ფერფლის ადგილსამყოფელის შესახებ. მათ ჟურნალისტები კულტურის სამინისტროსთან გადაამისამართეს, თუმცა მასმედიის წარმომადგენლებმა პასუხი ვერც იქ მიიღეს. დიმიტრი ხვოროსტოვსკის ანდერძის მიხედვით, მისი ფერფლი ორად გაიყო. პირველი ნაწილი მოსკოვში ნოვოდევიჩის […]

მაილი საირუსი ქართველი დიზაინერის კაბაში

მაილი საირუსი ქართველი დიზაინერის კაბაში

ქართველი დიზაინერები და მათი კოსტიუმები დიდი ხანია მსოფლიო ვარსკვლავების ყურადღების ცენტრშია. მათ რიცხვშია მომღერალი მაილი საირუსიც, რომელმაც ბალენსიაგას შემოქმედებითი დირექტორის დემნა გვასალიას წითელი კაბა მოირგო. მომღერალი ამერიკული “ვოისის” მწვრთნელია და ის ერთ-ერთ საკონკურსო ტურზე სწორედ ქართველი დიზაინერის კოსტიუმში გამოცხადდა.

გვერდი 3 - 4012345ბოლო »