კატეგორია: მოდა

ანა შელია პარიზის მოდის კვირეულზე

ანა შელია პარიზის მოდის კვირეულზე

პარიზი მაღალი მოდის კვირეულს მასპინძლობს. მსოფლიო სამოდელო სფეროს ცნობილი წარმომადგენლები სიყვარულის ქალაქში მოდის უახლესი ტენდენციების გასაცნობად შეიკრიბნენ. ქართველი მოდელი ანა შელია პარიზის მოდის კვირეულზე ეტამის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ჩვენებაზე გამოვიდა. ანა შელია სამოდელო სააგენტო “ჯეომოდელსის” მოდელია და პატარა ასაკის მიუხედავად, მოდის სფეროში საკმაოდ პოპულარულია. 17 წლის ანამ პოდიუმზე ანა ბეატრის ბაროსისთან, ნატაშა პოლისთან, კონსტანს […]

თათია ახალაია მილანის მოდის კვირეულზე

თათია ახალაია მილანის მოდის კვირეულზე

20 წლის ქართველმა მოდელმა თათია ახალაიამ მილანის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა და პოდიუმზე მსოფლიოში ცნობილ მოდელებთან ერთად გაიარა. თათია ახალაია Elit Model Look Georgia 2015-ის გამარჯვებულია. მილანში მსოფლიოში აღიარებულმა დიზაინერებმა გაზაფხული-ზაფხული 2017 წლის კოლექციები წარმოადგინეს. თათია ახალაიამ Mila Schön official-ის, Winonah-ის, მოსკინოს ყოფილი შემოქმედებითი ხელმძღვანელის Rossella Jardini-ის და Piccione.Piccione -ს გაზაფხული/ზაფხული 2017-ის კოლექციების ჩვენებებში მიიღო მონაწილეობა. Piccione.Piccione-ს […]

ქართველი მსახიობები პოდიუმზე პარიზში

ქართველი მსახიობები პოდიუმზე პარიზში

საქართველო და ქართველი ხელოვანები სულ უფრო პოპულარულები ხდებიან მთელ მსოფლიოში. ქართველი მომღერლები, მოდელები, მსახიობები, დიზაინერები თუ მხატვრები პოპულარობას დღითიდღე იხვეჭენ. პარიზში გამართულ მოდების ჩვენებაზე პროფესიონალ მოდელებთან ერთად პოდიუმზე ორი ქართველი მსახიობი სანდრო ფოფხაძე და ნიკოლოზ ჭავჭავაძე გამოვიდა. მათ Balenciaga Spring 2017 Menswear Show-ში მიიღეს მონაწილეობა. სანდროს და ნიკოლოზს მაყურებელი კარგად იცნობს დოკუმენტური ფილმიდან “როცა დედამიწა […]

ნინო ჩუბინაშვილი პლაგიატის წინააღმდეგ

ნინო ჩუბინაშვილი პლაგიატის წინააღმდეგ

ცნობილი ქართველი დიზაინერი ნინო ჩუბინაშვილი, იგივე ჩუბიკა პლაგიატის წინააღმდეგ ილაშქრებს. დიზაინერი აცხადებს, რომ ნებისმიერი ადამიანის შრომა სათანადოდ უნდა იყოს დაცული და ამაში საზოგადოებას უდიდესი როლი აკისრია. საუბარია ჩუბიკას მიერ შექმნილ “სიყვარულის ქუდებზე”, იგივე ლავ ჰეთებზე, რომლებსაც დიზაინერი ორი წელია ინტერნეტით ყიდის და ყველამ იცის, რომ ეს ნინო ჩუბინაშვილის შექმნილია: “სრულიად შემთხვევით გავიგე ინტერნეტიდან, რომ ჩემი დიზაინით ვიღაცეები […]

Forbes-ის რჩეული 5 ქართველი დიზაინერი

Forbes-ის რჩეული 5 ქართველი დიზაინერი

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გამოცემამ Forbes 5 საუკეთესო ქართველი დიზაინერი დაასახელა. რჩეულები თბილისში გამართული Mercedes Benz Fashion Week Tbilisi-ის ფარგლებში შეირჩა. Forbes-სთვის წერილი სტეფან რაბიმოვმა მოამზადა და კვირეულში მონაწილე დიზაინერებიდან საუკეთესოებიც გამოავლინა: 1. ალექსანდერ ართიუნოვი 2. თამუნა ინგოროყვა 3. გიორგი ფანცულაია 4. ლალო დოლიძე 5. ბესსარიონი

Vogue-მ 5 რჩეული ქართველი მოდელი დაასახელა

Vogue-მ 5 რჩეული ქართველი მოდელი დაასახელა

თბილისში ჩატარებულ  Mercedes-Benz Fashion Week-ზე Vogue-მ ყველა ჩვენება დეტალურად განიხილა, შეაფასა და 5 რჩეული ქართველი მოდელი დაასახელა. უცხოელების შეფასებით, საქართველო სავსეა მომავალი თაობის წარმატებული მოდელებით და მათ დიდი მომავალი აქვთ, ამიტომაც ისინი სამოდელო ბიზნესის წარმომადგენლებს მოუწოდებენ მეტი ყურადღება აღმოსავლეთს მიაქციონ და არა პარიზს, მილანსა თუ ნიუ იორკს: “საქართველო სავსეა მომავალი თაობის მოდელებით, თუ ამაში დარწმუნება […]

ქეთა თოფურიას საჩუქარი ბავშვებს

ქეთა თოფურიას საჩუქარი ბავშვებს

მომღერალი ქეთა თოფურია უკვე წლებია მოსკოვში ცხოვრობს და “ა სტუდიოს” ვოკალისტია. მეგობრების დაჟინებული თხოვნით, ქეთამ მომღერლობას დიზაინერობასაც შეუთავსა და კონცერტებზე ცნობილი მემოდელეების სამოსი საკუთარი ეგმოვნებით შექმნილი კოსტიუმებით ჩაანაცვლა. როგორც დიზაინერმა, ქეთამ გასულ წელს მოდის კვირეულის შოუ რუმში მიიღო მონაწილეობა, წელს კი მოსკოვის მოდის კვირეულზე საკუთარ კოლექციას ოფიციალურად წარადგენს. შვილის გაჩენის შემდეგ, მომღერალმა გადაწყვიტა საკუთარი საქმიანობა […]

თაკო ნაცვლიშვილის მექსიკური წარმატება

თაკო ნაცვლიშვილის მექსიკური წარმატება

17 წლის ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი მსოფლიო მოდის სამყაროში წარმატებით აგრძელებს მოღვაწეობას. ნიუ იორკის, მილანის, პარიზის მაღალი მოდის კვირეულებზე ლამაზმანი მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების დონატელა ვერსაჩეს, დიორის, არმანის, დოლჩე და გაბანას, ზუჰაირ მურადის კოლექციებს ცნობილ მოდელებთან ერთად წარადგენს, მონაწილეობს ფოტოსესიებში და ხვდება მოდის ჟურნალების გარეკანზე. ჯორჯო არმანიმ თაკო თავის ფათორიტ გოგოდ დაასახელა და წელს ქართველი მოდელი […]

დემნა გვასალიას ინტერვიუ The New York Times-ში

დემნა გვასალიას ინტერვიუ The New York Times-ში

ბალენსიაგას კრეატიულმა დირექტორმა, ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ The New York Times-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და იმ თემებზე ისაუბრა, რაც მის წინაშე ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ დადგა. პარიზის მოდის კვირეულზე მან პირველად წარადგინა კოლექცია ბალენსიაგას კრეატიული დირექტორის რანგში. კოლექციას მსოფლიოს წამყვანმა მოდის კრიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა სენსაციური უწოდეს. დემნა გვასალიას ინტერვიუ FashionHolics Online-მა გაავრცელა: – ბალენსიაგას ჩვენების […]

ქართველი დიზაინერები ბელორუსიის მოდის კვირეულზე

ქართველი დიზაინერები ბელორუსიის მოდის კვირეულზე

ბელორუსიის დედაქალაქი მინსკი მოდის კვირეულს მეთერთმეტედ უმასპინძლებს. მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის 53 დიზაინერი მიიღებს. მათ შორის არიან ქართველი დიზაინერებიც. ბელორუსის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი იქნება შემოდგომა-ზამთარი 2016-2017-ის კოლექციები. ჩვენებებზე მისული საზოგადოება მოდის სიახლეში არსებული უახლეს ტენდენციებს გაეცნობა. მინსკში მოდის კვირეული 6-10 აპრილს გაიმართება და მასში ბელორუს, იტალიელ, რუს, ესტონელ, სომეხ, გერმანელ, ლატვიელ და უკრაინელ დიზაინერებთან ერთად, […]