კატეგორია: მოდა

ქართველი მოდელი პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე

ქართველი მოდელი პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე

საფრანგეთის დედაქალაქმა პარიზის მაღალი მოდის კვირეულს უმასპინძლა. სიყვარულის ქალაქში მსოფლიოში აღიარებულმა დიზაინერებმა 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები წარადგინეს. რალფ & რუსოს ოტ კუტიურის ჩვენებაში მონაწილეობა ცნობილ მოდელებთან ერთად ქართველმა ანა შელიამაც მიიღო. ჩვენება ალესანდრა ამბროსიომ დახურა. პარიზის მაღალი მოდის კვირეულების ფარგლებში პოდიუმზე სულ სამ ქართველ მოდელს აქვს გავლილი. პირველი თათია ახალაია იყო, შემდეგ თაკო ნაცვლიშვილი, წელს […]

დემნა გვასალია წლის ადამიანია

დემნა გვასალია წლის ადამიანია

2016 წლის მიწურულს გამოცემამ The Business of Fashion რჩეულები გამოავლინა. გამოცემამ ბალენციაგას ქართველი დირექტორი დემნა გვასალია წლის ადამიანად დაასახელა და საკმაოდ ვრცელი სტატიაც მიუძღვნა. სტატიაში წერია, რომ დემნამ თავისი ხედვით გავლენა მოახდინა მოდის სამყაროზე და მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. მის მიერ შექმნილი კოლექციები ელვის სისწრაფით იყიდება, დემნას მიერ შექმნილ სამოსს კი მსოფლიოს ვარსკვლავები ატარებენ. ეს […]

ქართველი მოდელი საერთაშორისო კონკურსის ტოპ ხუთეულში

ქართველი მოდელი საერთაშორისო კონკურსის ტოპ ხუთეულში

სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე “Best Global Model of the Year 2016” საქართველოს წარმომადგენელი ტოპ ხუთელში მოხვდა. კონკურსი პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში ჩატარდა. კონკურსში მონაწილე 50 ქვეყნის წარმომადგენელს შორის საუკეთესო ხუთეულში 19 წლის ნინი გრძელიშვილი დასახელდა და ორი ნომინაციის მფლობელიც გახდა. ინფორმაცია სამოდელო სააგენტო “კატრინის” ხელმძღვანელმა ეკა მგალობლიშვილმა გაავრცელა. ეკა სამოდელო სააგენტო “კატრინის” ხელმძღვანელია და ნინიც ამ სააგენტოს […]

დემნა გვასალიას კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

დემნა გვასალიას კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში სულ უფრო წარმატებული და აღიარებული ხდება. მის მიერ მაღალი მოდის კვირეულებზე წარდგენილი კოლექციები უმაღლეს შეფასებებს იმსახურებს. წლის ბოლოს The Fashion Awards 2016-ის სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი ლონდონში ROYAL ALBERT HALL-ში გაიმართა, სადაც მსოფლიოს ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა მოდის კრიტიკოსებმა, დიზაინერებმა, მოდელებმა, მსახიობებმა და მომღერლებმა მოიყარეს თავი. […]

ხატია ბუნიათიშვილი ცნობილი ბრენდის სახეა

ხატია ბუნიათიშვილი ცნობილი ბრენდის სახეა

ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი თავისი პროფესიონალიზმით მსოფლიოს აოცებს. მისი სილამაზით კი ცნობილი ბრენდები ინტერესდებიან. მას შემდეგ, რაც ხატიამ თავისი პირველი ალბომი და დივიდი ჩაწერა, ცნობილი ბრენდის “ჟაკ ლემანის” სახეც გახდა. „ჟაკ ლემანი“ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საათების ბრენდია. მისი პროდუქცია მსოფლიოს 120 ქვეყანაში იყიდება. საათების მწარმოებელმა კომპანიამ თავის ახალ ელჩად სწორედ ქართველი პიანისტი აირჩია. ამ საპატიო […]

ნინო მაჩაიძე BVLGARI-ს სახეა

ნინო მაჩაიძე BVLGARI-ს სახეა

ქართველი სოპრანო ნინო მაჩაიძე ცნობილი საიუველირო ბრენდის BVLGARI-ს სახეა. ინფორმაცია ამის შესახებ მსოფლიოში აღიარებულმა 33 წლის საოპერო მომღერალმა თავად გაავრცელა: “უბედნიერესი ვარ გაცნობოთ, რომ ჩემი საოცნებო BVLGARI-სთვის ვიპოზიორე. რომში, BVLGARI-ის სახლში მქონდა არაჩვეულებრივი ფოტოსესია და მქონდა პატივი მეტარებინა ამ კომპანიის საოცარი და უნიკალური სამკაულები. ვარ ბედნიერი და ჩემთვის დიდი პატივია მქონდეს კავშირი ასეთ კომპანიასთან. გთავაზობთ ფოტოებს […]

იტალიური VOGUE-ს რჩეული ქართველი დიზაინერები

იტალიური VOGUE-ს რჩეული ქართველი დიზაინერები

მოდის სამყაროში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გამოცემამ VOGUE რჩეული ქართველი დიზაინერები დაასახელა. თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში შეირჩა 5 საუკეთესო ქართველი დიზაინერი, რომელთა გაზაფხული-ზაფხული 2017-ის კოლექციებიც ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური აღმოჩნდა. იტალიური VOGUE-ის ჟურნალისტმა თავისი სტატიის შესავალშივე მკითხველს მსოფლიოში აღიარებული ქართველი დიზაინერები დევიდ კომა და დემნა გვასალია შეახსენა და განმარტა, რომ საქართველო მათი სამშობლოა. დემნა გვასალია ბალენციაგას […]

ლაკო ბუკიას პლაგიატში ადანაშაულებენ

ლაკო ბუკიას პლაგიატში ადანაშაულებენ

ქართველ დიზაინერს ლაკო ბუკიას პლაგიატში ადანაშაულებენ. ხელოვანი მარიამ ნატროშვილი დიზაინერს შეთანხმების გარეშე თავის კოლექციაში – პალტოზე საკუთარი ნამუშევრის გამოყენებას ედავება. მარიამ ნატროშვილი: “ქართველმა დიზაინერმა, ლაკო ბუკიამ, ჩვენი ნამუშევარი ჩვენთან შეთანხმების და ნებართვის/უფლების აღების გარეშე გამოიყენა თავის კოლექციაში პალტოზე – ჩვენს ნამუშევარს დაუკითხავად იყენებს კომერციული მიზნებისთვის. ჩემს კითხვაზე, თუ რატომ გამოიყენა ნამუშევარი უნებართვოდ, მიპასუხა, რომ არ […]

თაკო ნაცვლიშვილი ვიქტორიას სეკრეტის ქასთინგზე

თაკო ნაცვლიშვილი ვიქტორიას სეკრეტის ქასთინგზე

18 წლის ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი პარიზისა და მილანის მოდის კვირეულების მონაწილეა. თაკო არმანის სახეა და მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების ფავორიტია. ამჯერად მოდელი კიდევ ერთი სერიოზული სიახლისთვის ემზადება. როგორც თაკოს დედამ, მოდელმა ნინო ცქიტიშვილმა განაცხადა, 18 წლის შესრულებისთანავე მის შვილს სააგენტო ნექსტი ვიქტორია სეკრეტის ქასთინგზე მიიყვანდა. FashionHolics Online-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თაკო ნაცვლიშვილი ვიქტორია სეკრეტის ქასთინგში […]

ანა ახვლედიანი საერთაშორისო პოდიუმზე

ანა ახვლედიანი საერთაშორისო პოდიუმზე

მას შემდეგ, რაც ქართველი მოდელი ანა ახვლედიანი მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილს დაშორდა, სამოდელო სფეროს აქტიურად დაუბრუნდა და პოდიუმებსა და გადასაღებ მოედნებზე გადაინაცვლა. ანა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მიიწვიეს, სადაც რამდენიმე ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.ათენში ღონისძიება New Generations Fashion Lines გაიმართა, სადაც 13-მა ახალბედა დიზაინერმა გამართა ჩვენება. მათ შორის ორ ჩვენებაზე გაიარა ანა ხვლედიანმა. ეს ანასთვის უცხოეთში პოდიუმზე პირველი გამოსვლაა. […]