კატეგორია: მოდა

ქართველი დიზაინერები მილანის მოდის კვირეულზე

ქართველი დიზაინერები მილანის მოდის კვირეულზე

მილანის მოდის კვირეული სექტემბერში გაიმართება. იტალიური ვოგის ინფორმაციით, 21-დან 23 სექტემბრამდე 8 დიზაინერს ექნება საშუალება ვოგისა და სვაროვსკის ერთობლივ პროექტში მიიღოს მონაწილეობა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან შეკრებილ დიზაინერებს შორის 2 ქართველი მოხვდა – გიორგი ქებურია და დების ნინა და გვანცა მაჭარაშვილების ბრენდი MACH & MACH. გიორგი ქებურია ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მისი კაბა ლედი […]

თაკო ნაცვლიშვილი ვიქტორია სეკრეტის შესარჩევ კონკურსზე

თაკო ნაცვლიშვილი ნიუ იორკის მოდის კვირეულზეა

”არტინფო” უკვე წერდა, რომ პარიზისა და მილანის მოდის კვირეულების მონაწილე ახალგაზრდა ქართველ მოდელს თაკო ნაცვლიშვილს მისი სააგენტო ნექსტი ვიქტორია სეკრეტის შესარჩევი კონკურსისთვის ამზადებდა. სააგენტოს ინფორმაციით, როგორც კი მოდელს 18 წელი შეუსრულდებოდა, კონკურსში მონაწილეობას შეძლებდა. ახლა თაკოს ხელს აღარც ასაკი უშლის და მოდელი ვიქტორია სეკრეტის შესარჩევ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. თაკო ნაცვლიშვილი უკვე ნიუ იორკში იმყოფება, სადაც […]

ადრიანა ლიმა ქართველი დიზაინერის კაბაში

ადრიანა ლიმა ქართველი დიზაინერის კაბაში

ერთ-ერთმა ყველაზე ძვირადღირებულმა და მსოფლიოში ცნობილმა მოდელმა ადრიანა ლიმამ ამერიკული Harper’s Bazaar-ის სექტემბრის ნომრისთვის იპოზიორა. მოდელმა ფოტოსესიისთვის მოირგო ქართველი დიზაინერის ბალენციაგას ხელმძღვანელის დემნა გვასალიას პირველი ჰოთ კუტიურე კაბა BALENCIAGA-სთვის და ფეხსაცმელები შემოდგომა-ზამთრის 2017 წლის კოლექციიდან. ფოტოსესია ამერიკული Harper’s Bazaar-ის 2017 წლის სექტემბრის ნომერში დაიბეჭდება.

ქართველი მოდელი Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე

ქართველი მოდელი Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე

21 წლის ქართველმა მოდელმა თათია ახალაიამ Dolce & Gabbana-ს Alta Moda ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. ჩვენება იტალიის ქალაქ პალერმოში გაიმართა. ღონისძიებას 400 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ მსოფლიო ვარსკვლავები მადონა, ბრედ პიტი, ჯორჯ კლუნი, რობერტ დე ნირო… თათია “IC Model Management”-ის მოდელია. ის 2 წლის წინ საერთაშორისო სამოდელო კონკურსის Elite Model Look Georgia გამარჯვებული გახდა და […]

საქართველო მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ მოდურ ჟურნალში

საქართველო მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ მოდურ ჟურნალში

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალი ELLE საქართველოს და ქართულ მოდას ვრცელ სტატიას უძვღნის. სტატიაში მრავლად არის ქართველი მოდელის ანი ჩიხლაძის ფოტოები, რომელიც დიზაინერ ელენე გიორგაძის კოსტიუმებით რიყეზე, ნარიყალაზე, ლეღვთახევში, მშვიდობის ხიდზე, ყაზბეგში პოზირებს. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ქართველი დიზაინერების კოლექციები საერთაშორისო ასპარეზზე დიდი მოწონებით სარგებლობენ და ეს ქვეყანა მსოფლიოს მოდის სიახლეებს ენერგიულად უწყობს ფეხს. ვრცელ სტატიასთან […]

ლედი გაგა ქართველი დიზაინერის სამოსში

ლედი გაგა: "ელტონ ჯონმა გადამარჩინა"

“არტ ინფო” რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ მსოფლიო ვარსკვლავი კეტი პერი ლოს ანჯელესში გამართულ კონცერტზე მსმენელის წინაშე ქართველი დიზაინერების ნინა და გვანცა მაჭარაშვილების სამოსში წარსდგა. ჯენიფერ ლოპესი, სელენა გომესი, ბელა ჰადიდი, რიანა – ეს იმ ვარსკვლავების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსით იწონებენ თავს. მათ არც ლედი გაგა ჩამორჩა და ქართველი დიზაინერის გიორგი […]

მოდის ოსკარი დემნა გვასალიას

მოდის ოსკარი დემნა გვასალიას

ბალენსიაგას ქართველმა ხელმძღვანელმა დემნა გვასალიამ მსოფლიო მოდის ინდუსტრია აალაპარაკა და მისი კოლექციებით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. დემნა პირველი ქართველი დიზაინერია, რომელიც მოდის ინდუსტრიის ისტორიაში გამორჩეულად შევა. CFDA -მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ წელს საერთაშორისო ჯილდო გადაეცემა დემნას. CFDA-ზე მაღალი დონის ჯილდო მოდის ინდუსტრიაში ჯერ არ დაუწესებიათ. ამ ჯილდოს ძირითადად სამოდელო ბიზნესის ლეგენდები იღებენ. […]

ANOUKI მილანის მოდის კვირეულის ოფიციალური წევრია 

ANOUKI მილანის მოდის კვირეულის ოფიციალური წევრია 

მილანი მოდის მოყვარულთა და კრიტიკოსთა მთავარი სამიზნეა. გუჩი, პრადა, არმანი, ვერსაჩე, ტრუსარდი – ეს იმ ცნობილი ბრენდების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც იტალიაში შეკრებილ საზოგადოებას თავის ახალ კოლექციებს წარუდგენენ. მილანში მოდის კვირეული ოფიციალურად 22 თებერვალს იხსნება. კვირეულის ორგანიზატორის Camera Nazionale della Moda Italiana-ს გადაწყვეტილებით, ქართველი დიზაინერი ანუკი არეშიძე და მისი ბრენდი ANOUKI მილანის მოდის კვირეულის ოფიციალური წევრი […]

დევიდ კომას ახალი კოლექცია ჩოხის ელემენტებით

ქართველი დიზაინერი ლონდონის მოდის კვირეულზე

მიუგლერის კრეატიულმა დირექტორმა, ქართველმა დიზაინერმა დევიდ კომამ ლონდონში გამართულ მოდის კვირეულზე ახალი კოლექცია წარმოადგინა. 2017-18 წლის შემოდგომა-ზამთრის კოსტიუმებში დიზაინერმა პირველად გამოიყენა ეროვნული მოტივები და კოლექციაში ჩოხის ელემენტები აქტიურად გამოიყენა. როგორც თავად დიზაინერმა ჟურნალისტებს განუცხადა, კოლექციის შექმნისას შთაგონების მთავარი წყარო ძველი ქართული სამოსი ჩოხა და ცეკვა “ქართული” იყო. ჩოხის ელემენტების გარდა, დევიდ კომამ ახალი კოლექციის შესაქმნელად […]

ქართველი მოცეკვავეები ნიუ იორკში მოდის კვირეულზე

ქართველი მოცეკვავეები ნიუ იორკში მოდის კვირეულზე

ქართული კულტურა უკვე მთელმა მსოფლიომ გაიცნო. ქართული ცეკვა და სიმღერა გულგრილს არასდროს ტოვებს უცხოელ მაყურებელს და ხშირად ცრემლებამდეც კი მიჰყავს. ქართველ ხელოვანებს სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე იწვევენ. ნიუ იორკში გამართული მოდის კვირეულის გახსნის პატივი ქართულ ანსამბლს ერგო. “ფესვები” – ასე ეწოდება ცეკვის ანსამბლს, რომელმაც დარბაზში შეკრებილი საზოგადოებისთვის, ჩვენების დაწყებამდე ქართული კულტურა წარმოადგინა და მოდელებისთვის აშენებულ პოდიუმზე […]

გვერდი 3 - 1312345ბოლო »