კატეგორია: მოდა

დავით კომახიძე: “მომწონს რუს ქალებს ჩემი სამოსი რომ აცვიათ”

დავით კომახიძე: "მომწონს რუს ქალებს ჩემი სამოსი რომ აცვიათ"

ქართველი დიზაინერი დავით კომახიძე მოდის სამყაროში დევით კომას სახელით არის ცნობილი. მუგლერის ყოფილი შემოქმედებითი დირექტორი რუს ქალებსა და რუსეთზე ღიად საუბრობს: “მომწონს რუს ქალებს ჩემი სამოსი რომ აცვიათ, რუსი ქალები მსოფლიოში ყველაზე ლამაზები არიან… რუსეთზე ძალიან ბევრ სიცრუეს ამბობენ. მე მიყვარს, როცა პეტერბურგში ჩავდივარ, წელიწადში ორჯერ მაინც ვცდილობ ჩავიდე, ჩემს მეგობრებთან ყოველთვის კარგ დროს ვატარებ.”

თაკო ნაცვლიშვილი – წარმატებული დაბრუნება პარიზში

თაკო ნაცვლიშვილი

თაკო ნაცვლიშვილი არა მარტო ქართული მოდის, არამედ მსოფლიო მოდის სამყაროშიც უკვე კარგად ნაცნობი მოდელია. მისი პირველი გამოჩენა მსოფლიო პოდიუმზე წარმატებით დაიწყო. თაკო გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც 16 წლის ასაკში პარიზის ოტ კუტიურ მოდის კვირეულზე მაღალი მოდის ბრენდების ვერსაჩეს, ელი სააბის, დიორის, არმანის ჩვენებებზე გაირა. დონატელა ვერსაჩეს რჩეული გოგონა არმანის სახე გახდა და მაღალი მოდის კვირეულებშიც აქტიურად […]

ადრიანა ლიმა ჯაბა დიასამიძის კაბაში

ადრიანა ლიმა

სუპერმოდელმა ადრიანა ლიმამ ჯერ დემნა გვასალიას კაბაში იპოზიორა, ახლა კი ჯაბა დიასამიძის კოლექციიდან შავი კაბა მოირგო. ქართველი დიზაინერის მიერ გასულ წელს შექმნილი კოსტიუმებიდან სუპერმოდელმა ის კაბა შეარჩია, რომელიც პოდიუმზე თამთა შედანიას ეცვა. ადრიანა ლიმა ჯაბა დიასამიძის კაბით შვეიცარიაში გამართულ IWC-ს გალაზე გამოცხადდა და ფოტოგრაფებისთვისაც სიამოვნებით იპოზიორა.

ვიქტორია სეკრეტის ანგელოზები ქართველი დიზაინერების სამოსში

ვიქტორია სეკრეტის ანგელოზები

მსოფლიოში ცნობილი მოდელი დები, ვიქტორია სეკრეტის ანგელოზები – ჯიჯი და ბელა ჰადიდები ქართველი დიზაინერების თამუნა ინგოროყვას და ირაკლი რუსაძის სამოსით დაინტერესდნენ. პაპარაცებმა ისინი მაშინ გადაიღეს, როცა ბელა ჰადიდს ირაკლი რუსაძის კოსტიუმი ეცვა, ხოლო ჯიჯი ჰადიდს თამუნა ინგოროყვას კოსტიუმი. ბელა და ჯიჯი ჰადიდები ქართველი დიზაინერების შემოქმედებას კარგად იცნობენ. ჯიჯის თამუნა ინგოროყვას კოსტიუმი პირველად არ აცვია. მის […]

დემნა გვასალიას ბალენსიაგა მილიარდიანი ბრენდის სტატუსს უახლოვდება

მას შემდეგ, რაც ბალენსიაგას შემოქმედებით ხელმძღვანელად ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია დაინიშნა, ბრენდის პოპულარობამ პიკს მიაღწია. დემნა გვასალია და მისი ბალენსიაგა მილიარდიანი ბრენდის სტატუსს უახლოვდება. ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გამოცემას Financial Times ესაუბრნენ. გასული 2017 წელი ბალენსიაგასთვის ნამდვილი ოქროს ხანა იყო. ნოემბერში ბალენსიაგა დასახელდა ყველაზე მოთხოვნად ბრენდად. სპეციალისტებმა შეისწავლეს 12.000 ბრენდი, 65 […]

სოლანჟ ნოულესი გიორგი ქებურიას სათვალით

გრემის მფლობელი მუსიკოსი და ხელოვანი Solange Knowles – სოლანჟ ნოულესი, ჟურნალ Surface Magazine-ის 2018 წლის პირველი გამოცემის ყდაზე მოხვდა. სოლანჟი მსოფლიოში ცნობილი პოპ-ვარსკვლავის ბიონსეს დაა. მან ფოტოგრაფ Andrew Zuckerman-ის ფოტოსესიისთვის ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას მზის სათვალით იპოზიორა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გიორგი ქებურიას ორიგინალური სათვალეებით უცხოელი ვარსკვლავები ინტერესდებიან. სოლანჟ ნოულესამდე ქართველი დიზაინერის სათვალეებით […]

„მის საქართველო 2017“ აღარ ჩატარდება

“მის საქართველო 2017”, რომელიც 26 ნოემბერს უნდა გამართულიყო, აღარ ჩატარდება. გადაწყვეტილება სილამაზის კონკურსის ორგანიზატორებმა მიიღეს. კონკურსი გაურკვეველი ვადით გადაიდო. “მის საქართველოს” გადადების მიზეზი ბათუმში სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძარი გახდა. სილამაზის კონკურსის მონაწილეებს სასტუმრო „ლეოგრანდი“ მასპინძლობდა, სადაც ხანძარი გაჩნდა და 11 ადამიანი დაიღუპა. როგორც კონკურსის ორგანიზატორმა ია კიწმარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, “მის საქართველო 2017”-ის ყველა მონაწილე […]

რიანა ქართველი დიზაინერით დაინტერესდა

უკვე აღარავის უკვირს, რომ ქართველი დიზაინერები მსოფლიოში დიდ წარმატებებს აღწევენ და მათი სამოსით თუ აქსესუარებით მსოფლიოში ცნობილი ადამიანები ინტერესდებიან. გამონაკლისი არც რიანაა. ცნობილი მომღერალი ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას მზის სათვალეებით მოიხიბლა და ფოტოსესიაში ჟურნალისთვის Dazed and Confused Magazine ამ აქსესუარით მიიღო მონაწილეობა. ინფორმაცია და ფოტო ამის შესახებ გიორგი ქებურიამ თავად გაავრცელა. ეს არ არის პირველი […]

ნიკოლ კიდმანი დემნა გვასალიას სამოსში

მსოფლიო ვარსკვლავი ნიკოლ კიდმანი ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას მიერ შექმნილი კოლექციით დაინტერესდა. დემნას მიერ სპანდექსისგან შექმნილი ჩექმა-შარვალი, რომელიც მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, არც ულამაზესი ვარსკვლავის ყურადღების მიღმა აღმოჩნდა. ქართველმა დიზაინერმა მოდის მოყვარულებს ჩექმა-შარვალი პარიზის მოდის კვირეულზე წარუდგინა, სადაც გაზაფხული-ზაფხული 2017 წლის კოლექციის ჩვენება მოაწყო. ჰოლივუდის მსახიობმა ინტერნეტში განათავსა ფოტოები, სადაც “ბალენსიაგას” შემოქმედებითი ხელმძღვანელის მიერ შექმნილ […]

თათია ახალაია პარიზის მოდის კვირეულზე

ქართველმა მოდელმა თათია ახალაიამ პარიზის მოდის კვირეულზე ენდრიუ ჯი-ენ-ის გაზაფხული-ზაფხული 2018 ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. მოდელმა კოლექციიდან 3 კოსტიუმი წარადგინა. თათიამ პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში პასკალ მილეტის გაზაფხული-ზაფხული 2018 კოლექციის ჩვენებაშიც მიიღო მონაწილეობა. ქართველმა მოდელმა ნიუ იორკისა და მილანის მოდის კვირეულებზე წარადგინა ისეთი ცნობილი დიზაინერების სამოსი, როგორებიც არიან რობერტო კავალი, ემილიო პუჩი, სტელა ჯინი, ნარცისო როდრიგესი, […]

გვერდი 1 - 1312345ბოლო »