კატეგორია: კულტურა

ქართული ოპერის ვარსკვლავები როსინის საოპერო თეატრში

ქართული ოპერის ვარსკვლავები როსინის საოპერო თეატრში

როსინის საოპერო თეატრში გალაკონცერტი “ვივა როსინი” გაიმართება. ღონისძიება იტალიელი კომპოზიტორის გარდაცვალებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნება. ჯოაკინო როსინის მშობლიურ ქალაქ პეზაროში გამართულ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ოპერის ვარსკვლავები – მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე, სოპრანო ნინო ლეჟავა, ტენორი ოთარ ჯორჯიკია და ბარიტონი სულხან გველესიანი. ქართული ოპერის ვარსკვლავებს აკომპანიმენტს პიანისტი ეკა მეტრეველი გაუწევს. გალაკონცერტი 18 აპრილს გაიმართება.

გერგეტის სამებაში იატაკი აყარეს

გერგეტის სამება ულამაზეს ეკლესიათა ჩამონათვალშია

გერგეტის სამება თავისი სილამაზით და უნიკალური ადგილმდებარეობით საქართველოში ჩამოსულ ტურისტებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. საქართველოს ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავჯდომარე‎ ია თაბაგარი ‎ავრცელებს ინფორმაციას, რომ გერგეტის სამებაში იატაკი აყრილია. სახარბიელო მდგომარეობა არც სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზეა. ია თაბაგარი: “მოგეხსენებათ გიდები და ტურიზმის დარგში მომუშავე ადამიანები ხშირად მოგზაურობენ საქართველოს კუთხეებში და შესაბამისად ფლობენ ინფორმაციას ძეგლებზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ. […]

ლა სკალას აკადემიის კონკურსში ქართველებმა გაიმარჯვეს

ლა სკალას აკადემიის კონკურსში ქართველებმა გაიმარჯვეს

ლა სკალას აკადემიაში სწავლა ნებისმიერი მომღერლის სანუკვარი ოცნებაა, რადგან იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვებათ. აკადემიამ ორწლიანი სასწავლო კურსისთვის კონკურსი გამოაცხადა. ლა სკალას აკადემიის 2018/2020 წლის სასწავლო კურსის გამარჯვებულ 8 სტუდენტს შორის ორი ქართველი მოხვდა. რჩეულ სტუდენტთა შორის გიორგი წამალაშვილი და ცისანა გიორგაძე აღმოჩნდნენ.

ჰანოვერის ოპერის სცენა ქართულმა ხმებმა წალეკეს

ჰანოვერის ოპერის სცენა ქართულმა ხმებმა წალეკეს

ჰანოვერის ოპერაში ჯუზეპე ვერდის “აიდას” პრემიერა გაიმართა. სპექტაკლში სამმა ქართველმა ოპერის მომღერალმა მიიღო მონაწილეობა. ამნერისის პარტია ხათუნა მიქაბერიძემ იმღერა, რადამესის – გიორგი ონიანმა, რამფისის კი შავლეგ მაჭარაშვილმა. პრემიერას ესწრებოდა კიდევ ერთი ქართველი ოპერის მომღერალი ნანიკო ძიძიგური, რომელმაც სიამაყით განაცხადა, რომ ქართულმა ხმებმა ჰანოვერის ოპერის სცენა წალეკეს: “სასწაული ხდებოდა ჰანოვერის ოპერის სცენაზე – ქართულმა ხმებმა წალეკეს […]

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: “დრო არ იცდის, ეროვნული საუნჯე ნადგურდება!”

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: "დრო არ იცდის, ეროვნული საუნჯე ნადგურდება!"

– მრავალი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურდა, ან დაზიანდა არა მხოლოდ უახლოეს თუ შორეულ წარსულში, არამედ, ეს საშინელი პროცესი ახლაც მიმდინარეობს ჩვენს თვალწინ, – აცხადებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე: “წლებია (ფაქტობრივად, ღრმა ბავშვობიდან) ვსწავლობ, ვაკვირდები, ვკითხულობ საქართველოს ისტორიის, არქიტეტურის და კულტურის ძეგლების შესახებ მასალებს, სამეცნიერო, თუ საცნობარო ლიტერატურას, ვეცნობი ძეგლებს და ფოტოფიქსაციას ვეწევი აქტიურად, სპეციალისტებისთვის […]

სანდრო ახმეტელის სახლ-მუზეუმი ინგრევა

სანდრო ახმეტელის სახლ-მუზეუმი ინგრევა

კახეთში ცნობილი ქართველი რეჟისორის სანდრო ახმეტელის სახლ-მუზეუმი ინგრევა. ინფორმაციას რეჟისორის საცხოვრებელი სახლის შესახებ მხატვარი უშანგი ხუმარაშვილი ავრცელებს და ჩამონგრეული სახლის ფოტოებსაც ავრცელებს: “სანდრო ახმეტელის სახლ-მუზეუმი კახეთში. მგონი კომენტარს არ საჭიროებს.”

პოეტ გივი გეგეჭკორის კრებული ჩვენი სამწერლობო ტრადიციების შესახებ ევროპას მოუთხრობს

პოეტ გივი გეგეჭკორის კრებული ჩვენი სამწერლობო ტრადიციების შესახებ ევროპას მოუთხრობს

სულ მალე ფრანკფურტში ქართული დამწერლობის გამოფენა გაიხსნება, სადაც სხვადასხვა უნიკალურ ექსპონატებთან ერთად პოეტ გივი გეგეჭკორის კრებული იქნება წარმოდგენილი. გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი: “ეს შესანიშნავი ხელნაწერი, ერთმა ოქრო გოგომ ირა ჭელიძემ საოჯახო რელიქვიებში აღმოაჩინა, მეუღლის მამას პოეტ გივი გეგეჭკორს ეკუთვნოდა, სახლში ჰქონდა, მაგრამ დიდხანს გულმა არ მოუთმინა და მუზეუმში მოიტანა…. ამით ხელნაწერი გარდაუვალ გაფუჭებას გადაარჩინა, […]

ფიროსმანის დახატული სულ სხვანაირი აღდგომა

ნიკო ფიროსმანის ,,ნადირობა ინდოეთში" პირველად გამოიფინება

მღებავი ნიკალა – ასე უწოდებდნენ ნიკო ფიროსმანაშვილს და მხატვრად არც კი აღიქვამდნენ, სანამ მისი ნამუშევრებით უცხოელი მხატვრები არ დაინტერესდნენ. გინახავთ ფიროსმანის დახატული აღდგომა? – ალბათ გინახავთ ქალი სააღდგომო კვერცხებით, ან ცხვარი, წითელი კვერცხი და პასკა, თუმცა მამუკა ნაცვალაძე აღდგომას ნიკალას სულ სხვა ნამუშევრით გვილოცავს: “ეს “მღებავი” ნიკალას დახატული აღდგომაა, გასული საუკუნის 60-იან წლებამდე ნიკალას მხატვრად […]

გინახავთ პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი?

გინახავთ პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი?

პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი 1629 წლით არის დათარიღებული და ის ხელოვნების სასახლის კოლექციაშია დაცული. გიორგი კალანდია, ისტორიკოსი: “პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი. ქართული ანბანი. რომი. 1629 წელი. ხელოვნების სასახლის კოლექცია. არჩილ გელოვანის საჩუქარი. ემზადება ფრანკფურტში გამოსაფენად.”

ქართველი მომღერლების ფურორი ჩინეთში

ქართველი მომღერლების ფურორი ჩინეთში

ჩინეთში ქართველმა ოპერის მომღერლებმა ნამდვილი ფურორი მოახდინეს. ინგა ჯახუტაშვილმა, ბაჩო-ოთარ ნაკაშიძემ და გიორგი ჭელიძემ მონაწილეობა მიიღეს ჯუზეპე ვერდის ოპერაში “რიგოლეტო”. დარბაზში შეკრებილმა მსმენელმა ქართველი მომღერლები აპლოდისმენტებით და ბრავოს შეძახილებით დაასაჩუქრა, ქართველებმა კი სცენაზე საქართველოს დროშა ააფრიალეს. ბაჩო ოთარ ნაკაშიძე: “მადლობა უფალს. ძალიან ბედნიერი ვარ დღეს ჩემი დებიუტით რიგოლეტოს პარტიაში!!! დღეს მორიგი ქართული წარმატება შედგა უცხოეთში!! […]