კატეგორია: კულტურა

კოკა ნიკოლაძე – მუსიკალური საკრავების გამომგონებელი

კოკა ნიკოლაძე - მუსიკალური საკრავების გამომგონებელი

კოკა ნიკოლაძე მრავალმხრივი ნიჭით არის დაჯილდოებული. გარდა იმისა, რომ კომპოზიტორია, ის მუსიკალურ საკრავებსაც ქმნის. მის ხელში ზამბარა, ხის ყუთი, ჭანჭიკი თუ რეზინა მუსიკალურ საკრავად გადაიქცევა. კოკას და მის შემოქმედებას უცხოეთში კარგად იცნობენ. ამის დასტურია ქართველი შემოქმედის TEDx-ის ღონისძიებაზე მიწვევა, სადაც მან დამსწრე საზოგადოებას თავისი ერთ-ერთი მუსიკალური საკრავი წარუდგინა.

ხელოვნების სასახლეში უნიკალური ნივთების კოლექცია გამოიფინება

ხელოვნების სასახლეში უნიკალური ნივთების კოლექცია გამოიფინება

“საჩუქარი საქართველოს” – ასე ეწოდება გამოფენას, რომელიც ხელოვნების სასახლეში 27 ივნისს გაიხსნება. ეს არის უპრეცედენტო პროექტი – „ეროვნული სალარო“-ს საფუძველზე ერთი წლის განმავლობაში დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი ხელოვნების სასახლეს ეხმარებოდა შეეძინა და რესტავრაცია ჩაეტარებინა ხელოვნების ნიმუშებისთვის, რომლებიც მუზეუმის სპეციალისტებმა და ექსპერტებმა შეარჩიეს. (პროექტის სახელწოდება დაკავშირებულია ილია ჭავჭავაძის მიერ 1874 წელს თბილისში სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსებისა და […]

მფრინავი მღებავი – საგამოფენო დარბაზიდან ქუჩაში

მფრინავი მღებავი - საგამოფენო დარბაზიდან ქუჩაში

პეტრე ოცხელის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ნამუშევარმა მფრინავი მღებავი საგამოფენო დარბაზიდან ქუჩაში – ღია ცის ქვეშ გადაინაცვლა. გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი: “თიბისი ბანკის და ხელოვნების სასახლის თანანშრომლობის ბრწყინვალე შედეგი! პეტრე ოცხელის „მფრინავი მღებავი“ ქუჩაშია. პირველი სამუზეუმო ექსპონატი, რომელმაც საგამოფენო დარბაზი დატოვა და ქუჩაში გამოვიდა!”

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები ერთიანდება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები ერთიანდება

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები გააჟღერა. მისი ინფორმაციით, 14 სამინისტროდან მხოლოდ 10 სამინისტრო დარჩება. უკვე გადაწყვეტილია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კულტურისა და სპორტის სამინისტროაები გაერთიანდება. ამ ინიციატივას პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა მავნებლობა უწოდა: – ეს მავნებლობაა, რეფორმა კი არა – კულტურის სამინისტრო უერთდება განათლების სამინისტროს. ეს ორი ვეებერთელა, უმნიშვნელოვანესი, თავისი გადაუჭრელი […]

ანიტა რაჭველიშვილის ევროპული წარმატება

ანიტა რაჭველიშვილის ევროპული წარმატება

ანიტა რაჭველიშვილი თავისი განუმეორებელი ხმით ცნობილია არა მარტო ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამის დასტური მისი გადატვირთული საგასტროლო გრაფიკია. ანიტას უახლოესი მეგობარი დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი პარიზის ოპერის თეატრის ფასადზე გამოკრული ქართველი მომღერლის აფიშას ავრცელებს: “ეს პარიზის ოპერის თეატრის ფასადია. ამ უმნიშვნელოვანეს ქალაქში, მსოფლიო კულტურის ერთ-ერთ ცენტრში ანიტა ყველაზე ცნობილი და ძვირფასი მეცოსოპრანოა. სპეციალურად მისთვის დადგეს გასულ […]

ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო ხელოვნების სასახლეს

ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო ხელოვნების სასახლეს

საქართველოს ხელოვნების სასახლეს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო “ევროპა ნოსტრა” გადაეცა! ეს უმნიშვნელოვანესი აღიარება მუზეუმმა სამეცნიერო პროექტისათვის “ქსოვილი საქართველოდან” მიიღო. 400-გვერდიანი ნაშრომი კომპეტენტურმა ჟიურიმ ევროპის ტერიტორიაზე საუკეთესო სამეცნიერო კვლევად აღიარა! ხელოვნების სასახლე მადლობას უცხადებს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, “ევროპა ნოსტრა საქართველოს” და “ICOM საქართველოს” პროექტის სხვადასხვა ეტაპზე მხარდაჭერისათვის.

ნახეთ ევროპისთვის შექმნილი ფილმი მრავალსაუკუნოვან ქართულ კულტურაზე

5 განსაკუთრებული კოსტიუმი ხელოვნების სასახლეში

მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურაა ის ერთ-ერთი საამაყო ფაქტორი, რომლითაც ქართველებმა მთელ მსოფლოში თავი უნდა მოვიწონოთ. ხელოვნების სასახლის პროექტმა “ქსოვილი საქართველოდან” როგორც საუკეთესო ევროპულმა კვლევამ, საკმაოდ დიდ კონკურსში გამარჯვება მოიპოვა. გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი: “ეს არის ფილმი, რომლითაც ევროპის კულტურული საზოგადოების არაერთი ცნობილი წარმომადგენელი პროექტს “ქსოვილი საქართველოდან” და, აქედან გამომდინარე, მრავალსაუკუნოვან ქართულ კულტურას გაეცნო. პროექტმა გამარჯვება […]

თბილისის შუაგულში დაზიანებული ულამაზესი შადრევანი

თბილისის შუაგულში დაზიანებული ულამაზესი შადრევანი

ერეკლეს მოედანზე არსებულ სკვერში ულამაზესი შადრევანი დგას, რომელიც წლების წინ საფრანგეთში კარლო და თინა ინასარიძეებმა შეიძინეს და თბილისში გამოაგზავნეს. “ტფილისის ჰამქარის” ინფორმაციით, ამჟამად შარდევანი დაზიანებულია: “1991 წლის 26 მაისს, კარლო და თინა ინასარიძეები ზვიად გამსახურდიას სახელზე გაგზავნილ წერილში წერდნენ: “ჩვენ შევისყიდეთ საფრანგეთში ე.წ. “Fontaine Wallace” ე.ი. „ვალასის წყარო“, ან „ვალასის შადრევანი“, რომელიც გვსურს ვაჩუქოთ ჩვენს […]

დავით მაზანაშვილი: “მივმართავ ხელოვან ადამიანებს”

დავით მაზანაშვილი: "მივმართავ ხელოვან ადამიანებს"

მუსიკოსი დავით მაზანაშვილი თავის კოლეგებს – ხელოვანებს მიმართავს და მძიმე დღეში მყოფი შოუ-ბიზნესის მდგომარეობის გამოსწორების გზას სთავაზობს: “მივმართავ საზოგადოებას, განსაკუთრებით ხელოვან ადამიანებს: ვთხოვოთ სახელმწიფოს მიიღოს კანონი მეცენატეობის შესახებ, შოუ-ბიზნესისა და კულტურული ღონისძიებების დასაფინანსებლად, რათა ბიზნესს გაუჩნდეს სურვილი, დააფინანსოს ამ კუთხით კონკრეტული პროექტები. მერწმუნეთ, მხოლოდ ეს გზა გადაარჩენს დღეს ასე მძიმე მდგომარეობაში მყოფ შოუ-ბიზნესს და კულტურის […]

ბაგრატის ტაძარი იტალიური ტელევიზიის ფოკუსში

ბაგრატის ტაძარი იტალიური ტელევიზიის ფოკუსში

ქართული ხუროთმოძღვრების გვირგვინი – ბაგრატის ტაძარი – იტალიური ტელევიზიის ფოკუსში მოხვდა. ქართული კულტურით, უძველესი ძეგლებით თუ ულამაზესი ფოლკლორით მსოფლიო უკვე აქტიურად არის დაინტერესებული. ევრონიუსის იტალიის ბიუროს ჟურნალისტმა კლაუდიო როსმინომ საქართველოს მარგალიტზე სპეციალური ვიდეორგოლი მოამზადა, სადაც დაინტერესებულ საზოგადოებას ბაგრატის ტაძრის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. La Cattedrale di Bagrati, punto di riferimento dell’architettura georgiana | Euronews  

გვერდი 3 - 13512345ბოლო »