კატეგორია: კულტურა

გაიცანით ლაშა ბაღათურია – საოცარი ნახატების ავტორი

გაიცანით ლაშა ბაღათურია - საოცარი ნახატების ავტორი

ლაშა ბაღათურია ამერიკაში მცხოვრები ქართველი ხელოვანია. ის მრავალმხრივი ნიჭით არის დაჯილდოვებული – ხატავს, იღებს ფოტოებს, ვიდეოებს… თუმცა მისი ძირითადი საქმიანობა მაინც მხატვრობაა. ლაშა ნიუ-იორკში თაიმს სქვერზე მუშაობს და ზუსტად 5 წუთში საოცარ ნახატებს ქმნის. მისი ნამუშევრები ამერიკაში იფინება და დამთვალიერებელიც არ აკლია. ”არტინფო” გთავაზობთ ვიდეოს, სადაც ნახავთ ქართველი ხელოვანის მიერ 5 წუთში შექმნილ  ულამაზეს ნამუშევრებს. […]

ელისო ვირსალაძე – აი, ეროვნული საგანძური!

ელისო ვირსალაძის დაუვიწყარი კონცერტი თელავში

პიანისტი ელისო ვირსალაძე მთელი თავისი ცხოვრება მის უდიდებულესობა მუსიკას ემსახურება. ხელოვანის მიერ ჩატარებული ყველა კონცერტი უდიდესი დღესასწაულია. პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი ელისო ვირსალაძის ერთ-ერთი საკონცერტო ჩანაწერის ნაწყვეტს აქვეყნებს და უფროს კოლეგას ეროვნულ საგანძურს უწოდებს: “აი, ეროვნული საგანძური. აი, კრისტალური, გაუფილტრავი, მრავალწახნაგიანი, ნამდვილი. ჩვენ კი რაღაც ზედაპირულსა და უსაგნოზე ხშირად რამდენ ენერგიას, დროს, აზრს ვხარჯავთ. ვაფასებთ, ვწერთ, […]

ოპერის ქართველი ვარსკვლავები ბერლინის ფილარმონიაში

ოპერის ქართველი ვარსკვლავები ბერლინის ფილარმონიაში

“საქართველოს ოქროს ხმები” – ასე უწოდებენ ოპერის ქართველ ვარსკვლავებს, რომლებიც ბერლინის ფილარმონიაში გალაკონცერტს გამართავენ. 26 სექტემბერს მსმენელის წინაშე წარსდგებიან ნინო სურგულაძე, იანო თამარ, ნინო მაჩაიძე, ქეთევან ქემოკლიძე, ბადრი მაისურაძე, მიხეილ ქირია, გიორგი ონიანი და რამაზ ჩიკვილაძე. ქართველი მომღერლები ოპერის მოყვარული მსმენელისთვის მსოფლიოში ცნობილ საოპერო არიებს შეასრულებენ და კლასიკური მუსიკის ნამდვილ დღესასწაულს მოაწყობენ.

უარი სამების მგალობელთა გუნდს საიუბილეო კონცერტის ჩატარებაზე

უარი სამების მგალობელთა გუნდს საიუბილეო კონცერტის ჩატარებაზე

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი წელს დაარსებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. გუნდის ხელმძღვანელმა სვიმონ ჯანგულაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იუბილარებს კონცერტს ჩატარებაზე უარი უთხრეს და აღმოჩნდა, რომ დარბაზისთვის საჭირო თანხა არ აქვს არც მერიას, არც საპატრიარქოს და არც კულტურის სამინისტროს. სვიმონ ჯანგულაშვილი: “წელს ჩვენი გუნდის დაარსებიდან 20 წელი გავიდა. დიდი არაფერი – ზოგს მოვწონვართ, ზოგს […]

გინახავთ იაკობ ზუბალაშვილის საფრანგეთისთვის ნაჩუქარი კოლექცია?

გინახავთ იაკობ ზუბალაშვილის საფრანგეთისთვის ნაჩუქარი კოლექცია?

ძმები ზუბალაშვილები და მათი ქველმოქმედება ქართველებისთვის კარგად არის ნაცნობი. მათი სახელი არაერთ სიკეთესთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, იაკობ ზუბალაშვილმა ძვირფასი ნივთები საფრანგეთს დაუტოვა, რადგან ქართველებზე ნაწყენი იყო. გიორგი კალანდია, ისტორიკოსი: “ჩემი მეგობრის გოგა ქართველიშვილის წყალობით, პარიზში აღმოვაჩინე ის, რაც ვიცოდი გადმოცემით და არ მენახა. ეს არის ზუბალაშვილის კოლექცია, რომელიც ამ კოლექციონერმა საფრანგეთს დაუტოვა. პეტიტ პალეში […]

ანსამბლ “ოდილას” დაფინანსება მოუხსნეს

ანსამბლ "ოდილას" დაფინანსება მოუხსნეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებულ ანსამბლ “ოდილას”, რომლის წევრებიც 80 წელს გადაცილებულები არიან, დაფინანსება მოუხნეს. ინფორმაცია გიორგი უშიკიშვილმა გაავრცელა: “დამირეკეს სოფელ კიცხიდან. (ხარაგაულის მინიციპალიტეტი) ანსამბლ “ოდილას” ერთ-ერთმა წევრმა მაცნობა, რომ ამ შესანიშნავ ანსამბლს ის მცირედი დაფინანსებაც კი მოუხსნეს, რაც ჰქონდათ. 50 წელია ანსამბლი ძალიან დიდი საქმეს აკეთებს. აღდგენილი აქვს მრავალი იმერული სიმღერა, რომელიც დღეს სხვადასხვა ანსამბლის რეპერტუარშია. […]

შოთა საგანელიძის ზღაპრული სამყარო

შოთა საგანელიძის ზღაპრული სამყარო

შოთა საგანელიძე მხატვარ-კალიგრაფისტია. ის ქართული ანბანით პორტრეტებს ხატავს. ხელოვანის ნამუშევრები ”არტინფომ” უკვე გაგაცნოთ. “გამოხატვა კალიგრაფიის საშუალებით” – ასე უწოდებს თავის შემოქმედებას ხელოვანი. ქართული ანბანები წარმოადგენს დამწერლობის სამ სისტემას, რომლებიც ქართულ ენას ემსახურებოდა. ესენია: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. უძველესი ქართული ანბანის სამ სახეობას არამატერიალური მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2015 წელს და ჩაიწერა იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური […]

კოკა ნიკოლაძე – მუსიკალური საკრავების გამომგონებელი

კოკა ნიკოლაძე - მუსიკალური საკრავების გამომგონებელი

კოკა ნიკოლაძე მრავალმხრივი ნიჭით არის დაჯილდოებული. გარდა იმისა, რომ კომპოზიტორია, ის მუსიკალურ საკრავებსაც ქმნის. მის ხელში ზამბარა, ხის ყუთი, ჭანჭიკი თუ რეზინა მუსიკალურ საკრავად გადაიქცევა. კოკას და მის შემოქმედებას უცხოეთში კარგად იცნობენ. ამის დასტურია ქართველი შემოქმედის TEDx-ის ღონისძიებაზე მიწვევა, სადაც მან დამსწრე საზოგადოებას თავისი ერთ-ერთი მუსიკალური საკრავი წარუდგინა.

ხელოვნების სასახლეში უნიკალური ნივთების კოლექცია გამოიფინება

ხელოვნების სასახლეში უნიკალური ნივთების კოლექცია გამოიფინება

“საჩუქარი საქართველოს” – ასე ეწოდება გამოფენას, რომელიც ხელოვნების სასახლეში 27 ივნისს გაიხსნება. ეს არის უპრეცედენტო პროექტი – „ეროვნული სალარო“-ს საფუძველზე ერთი წლის განმავლობაში დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი ხელოვნების სასახლეს ეხმარებოდა შეეძინა და რესტავრაცია ჩაეტარებინა ხელოვნების ნიმუშებისთვის, რომლებიც მუზეუმის სპეციალისტებმა და ექსპერტებმა შეარჩიეს. (პროექტის სახელწოდება დაკავშირებულია ილია ჭავჭავაძის მიერ 1874 წელს თბილისში სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსებისა და […]

მფრინავი მღებავი – საგამოფენო დარბაზიდან ქუჩაში

მფრინავი მღებავი - საგამოფენო დარბაზიდან ქუჩაში

პეტრე ოცხელის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ნამუშევარმა მფრინავი მღებავი საგამოფენო დარბაზიდან ქუჩაში – ღია ცის ქვეშ გადაინაცვლა. გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი: “თიბისი ბანკის და ხელოვნების სასახლის თანანშრომლობის ბრწყინვალე შედეგი! პეტრე ოცხელის „მფრინავი მღებავი“ ქუჩაშია. პირველი სამუზეუმო ექსპონატი, რომელმაც საგამოფენო დარბაზი დატოვა და ქუჩაში გამოვიდა!”

გვერდი 2 - 13512345ბოლო »