კატეგორია: კულტურა

ელენე გლურჯიძე კარიერას ასრულებს

ელენე გლურჯიძე კარიერას ასრულებს

ინგლისის ნაციონალური ბალეტის წამყვანმა ქართველმა მოცეკვავემ ელენე გლურჯიძემ საბალეტო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ქართველი ბალერინა საბალეტო დასში 12 წლის განმავლობაში ცეკვავდა. ის წამყვან პარტიებს ასრულებდა ბალეტებში “მაკნატუნა”, “გედების ტბა”, “ჟიზელი და მანონი”. მან თავისი ცეკვის მანერით მაყურებელი არაერთხელ მოაჯადოვა და სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიალებზეც გაიმარჯვა: “ინგლისის ნაციონალურ ბალეტში ჩემი პროფესიული კარიერის 12 წელი გავატარე და ამისთვის […]

დათო ევგენიძე სოლოკონცერტისთვის ემზადება

დათო ევგენიძე სოლოკონცერტისთვის ემზადება

პიანისტი დათო ევგენიძე სოლოკონცერტისთვის ემზადება, თუმცა მანამდე გიორგობის დღესასწაულზე მისი ახალი ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება. “საქართველოს ფოსტა” – ასე ეწოდება კრებულს, რომელშიც ახალი ლექსებია გაერთიანებული და მათგან ერთ-ერთი ირაკლი ჩარკვიანსაც ეძღვნება. დათო ევგენიძის “საქართველოს ფოსტა” გამომცემლობა “სიესტას” მიერ არის გამოცემული და ის ნომინანტია წლევანდელ “საბაზე” ნომინაციაში საუკეთესო პოეტური კრებული.

არ მოკლათ მუზა!

არ მოკლათ მუზა!

რადიო “მუზას” გადასარჩენად მომზადდა სპეციალური პეტიცია, რომელიც სოციალურ ქსელშია განთავსებული და ყველა მსურველს მასზე ხელის მოწერა შეუძლია: “რადიო „მუზა“ ამიერკავკასიაში, კლასიკური მუსიკის პირველი და ერთადერთი მაუწყებელია, ის უკვე 6 წელია რაც ქართულ კულტურას ემსახურება. ამ 6 წლის განმავლობაში გაკეთდა უნიკალური ფონოტეკა, რომელიც მოიცავს რადიო მუზას მიერ თითქმის ყველა კონცერტისა და ფესტივალის აუდიო ჩანაწერს, რომელიც მომავლის […]

დავით ტურაშვილმა ინტერნეტრომანი წარადგინა

დავით ტურაშვილმა ინტერნეტრომანი წარადგინა

მწერალმა დავით ტურაშვილმა ახალი ინტერნეტრომანის „სხვა ამსტერდამის” პრეზენტაცია “თიბისი გალერეაში” გამართა. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” და ელექტრონული წიგნების სახლი „საბა” საზოგადოებას დავით ტურაშვილის ახალ ინტერნეტრომანს წერის პროცესში გამოაქვეყნებს მხოლოდ საბა.ქომ.ჯი-ზე ყოველ ხუთშაბათს და მკითხველი შეძლებს ფეხდაფეხ, მწერალთან ერთად მიჰყვეს ლიტერატურულ სიუჟეტს. ახალ რომანში მოქმედება ძირითადად თანამედროვე ამსტერდამში მიმდინარეობს, მაგრამ მასში ძველი ამსტერდამის ამბებსაც […]

ქართველმა პიანისტმა ორ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა

ქართველმა პიანისტმა ორ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა

ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა ანა ყიფიანმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის ლაურეატობა მოიპოვა. ანა ყიფიანი მოსკოვის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიის მესამე კურსზე, პროფესორ ელისო ვირსალაძის კლასში სწავლობს. მექსიკისა და ესპანეთის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსებზე, სადაც ჟიურის შემადგენლობაში ცნობილი მუსიკოსები იყვნენ, ანა ყიფიანმა მეორე ადგილი და ლაურეატის საპატიო წოდება მოიპოვა. მან ასევე საინტერესო შემოთავაზებები მიიღო […]

ეთერ თათარაიძემ ახალი წიგნი გამოსცა

ეთერ თათარაიძემ ახალი წიგნი გამოსცა

ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ მეუღლესთან ამირან არაბულთან ერთად ახალი წიგნი გამოსცა. „მაესტრო და (არა მხოლოდ) ხევსურეთი” – ასე ეწოდება კრებულს, რომლის პრეზენტაციაც თიბისი გალერეაში შედგა. პრეზენტაციასთან ერთად მოეწყო ფოლკლორული თემატიკის გამოფენაც. წიგნი თიბისი ბანკის მხარდაჭროთ გამოიცა. მას თან მდიდარი ფოტოილუსტრაცია ახლავს და ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლის ნოდარ ანდღულაძის საქართველოს მთიან რეგიონებში ხევსურეთში, გურიასა და სვანეთში მოგზაურობას […]

გიორგი ლაღიძის გამოფენა თიბისი გალერეაშია

გიორგი ლაღიძის გამოფენა თიბისი გალერეაშია

თანამედროვე ქართველი მხატვრის გიორგი ლაღიძის პერსონალური გამოფენა თიბისი გალერეაშია. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ ბოლო 5 წლის მანძილზე შექმნილი 20-მდე ნამუშევარი. ეს კვიპროსში 20 წელზე მეტ ხანს მოღვაწე ქართველი მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენაა საქართველოში დაბრუნების შემდეგ. გიორგი ლაღიძემ 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია თეატრალური მხატვრობის მიმართულებით ცნობილი სცენოგრაფის ფარნაოზ ლაპიაშვილის ხელმძღვანელობით. თავისი სპეციალობით იგი […]

“ბალანჩინი და მისი დაკარგული მუზა” ქართულად ითარგმნა

"ბალანჩინი და მისი დაკარგული მუზა" ქართულად ითარგმნა

ელიზაბეთ კენდელის წიგნი “ბალანჩინი და მისი დაკარგული მუზა” ქართულად ითარგმნა. მისი პრეზენტაცია 20 ნოემბერს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში ბალანჩინის სახელობის დარბაზშია დაგეგმილი. წიგნი XX საუკუნის ამერიკელი, წარმოშობით ქართველი ქორეოგრაფის, ჯორჯ ბალანჩინის დაბადებიდან 110 წლის აღსანიშნავად ხათუნა ბასილაშვილმა თარგმნა. ეს არის პირველი ქართული გამოცემა ბალანჩინის ცხოვრებისა და შემოქმედებითი გზის შესახებ. წიგნი ქართველი მკითხველისთვის […]

სამხატვრო აკადემიას მიხეილ გიორგაძე ეწვია

სამხატვრო აკადემიას მიხეილ გიორგაძე ეწვია

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის ინიციატივით გრძელდება შეხვედრები სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების წარმომადგენლებთან. ამჯერად მინისტრი თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას ეწვია და შენობა დაათვალიერა. აკადემიის ხელმძღვანელობამ მიხეილ გიორგაძეს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები გააცნო და სამხატვრო აკადემიის შენობის რეაბილიტაციის პროექტის გეგმა წარუდგინა. მინისტრი აკადემიის თანამშრომლებს შენობის რეაბილიტაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმას დაპირდა.

“არტისტერიუმი” დაიხურა

"არტისტერიუმი" დაიხურა

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში „არტისტერიუმი 7/2014“ დაიხურა. „არტისტერიუმი“ 2008 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ყოველწლიურად ტარდება. წლევანდელი არტისტერიუმის თემად შეირჩა სლოგანი „ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს!“. ეს ფრაზა აღებულია 1995 წლის ამერიკული ფილმიდან „აპოლო 13“, რომელიც რეალურ ისტორიაზეა აგებული და მთვარეზე დაჯდომის მცდელობისას ერთ-ერთი მისიის დროს განვითარებულ მოვლენებს ეხება. წლევანდელ “არტისტერიუმში” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის […]

გვერდი 128 - 129« პირველი125126127128129