6 ოქტომბერი, 2016

“კინო და მუსიკა” – შემეცნებით-საგანმანათლებლო კონცერტი

n„კინო და მუსიკა“ – ასე ეწოდება შემეცნებით-საგანმანათლებლო კონცერტს, რომელსაც ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედი” გვთავაზობს.

“ნიჭიერთა ათწლედი” აგრძელებს შემეცნებით-საგანმანათლებლო კონცერტების სერიას და 19 ოქტომბერს, ოთხშაბათს საქართველოს მწერალთა სახლის უმშვენიერეს დარბაზში მსმენელს სთავაზობს ლექცია-კონცერტს.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: გიორგი გიგაშვილი, ნიჭიერთა ათწლედის კვარტეტი თინათინ კობერიძის (I ვიოლინო), ირინა როსტომაშვილის (II ვიოლინო), გიორგი მარდალეიშვილის (ალტი) და ეკატერინე გორგაძის (ჩელო) შემადგენლობით. კონცერტზე ასევე დაუკრავს „ნიჭიერთა ათწლედის“ საბავშვო ორკესტრი (ხელმძღვანელი ირინე ოდიშარია).

კონცერტზე “ნიჭიერთა ათწლედი”-ს მოსწავლეების შესრულებით გაჟღრდება ყველასათვის საყვარელი, მსოფლიო კინო-მუსიკის შედევრები. საღამოს გაუძღვება კინომცოდნე ლიკა ციხისელი.

“ნიჭიერთა ათწლედი”-ს შემეცნებით-საგანმანათლებლო კონცერტზე დასწრება თავისუფალია. კონცერტი დაიწყება 16:30 საათზე ივანე მაჩაბლის N13-ში.