კატეგორია: TV

სმენადაქვეითებული კონკურსანტების ლეკური

პროექტმა “შენ შეგიძლია ცეკვა” მთელი საქართველო მოიარა და შეარჩია ის ნიჭიერი მოცეკვავეები, რომლებიც შოუში ყოფნას ყველაზე მეტად იმსახურებენ. შოუში მონაწილეობის სურვილი ნინიმ და მერაბმაც გამოთქვეს. სმენადაქვეითებულმა კონკურსანტებმა ლეკური შეასრულეს, დარბაზისგან მხურვალე ოვაციები და ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურეს, ჟიურის ოთხივე წევრი ფეხზე ააყენეს და მათგან დადებითი პასუხიც მიიღეს. “თქვენთან შედარებით ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ,” – განაცხადა პროექტის ჟიურის […]

13 წლის მოცეკვავემ ჟიური აატირა

“შენ შეგიძლია ცეკვა” – ასე ეწოდება ახალ სატელევიზიო შოუს, რომელიც ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გადის. შოუში მონაწილეობს ყველა, ვისაც მიაჩნია, რომ ცეკვა შეუძლია და პროექტში მონაწილეობის ღირსია, თუმცა ამას ჟიური წყვეტს დუტა სხირტლაძის, სალომე ჭაჭუას, ზაკ რისის და ნათია რთველიაშვილის შემადგენლობით. ჟიურის წინაშე 13 წლის კონკურსანტი ნიტა ლომიძე წარსდგა, რომელმაც მეგი გოგიტიძის სიმღერაზე იცეკვა. ის ქორეოგრაფ […]

ზურა ყიფშიძის საჩუქარი მაყურებელს

თეატრისა და კინოს მსახიობი ზურა ყიფშიძე გამორჩეულად უყვარს ქართველ მაყურებელს. მის მიერ განსახიერებული თეატრალური თუ კინოროლები განუმეორებელი და დაუვიწყარია. ამჯერად მსახიობმა თავის ერთგულ მაყურებელს კიდევ ერთი საჩუქარი მოუმზადა. მან საკუთარი შესაძლებლობები სულ სხვა ამპლუაში მოსინჯა და ტელეწამყვანი გახდა. “ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ” – ასე ეწოდება თეატრალურ პროექტს, რომელიც დოკუმენტური სერიალია ქართველი მსახიობების შესახებ. პროექტის წამყვანი ზურა […]

საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრების გამარჯვება

საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები სვეტლოგორსკში დააჯილდოვეს. ქართველმა მან-სან-კანელებმა Голосящий КиВиН-ზე სპეციალურად მომზადებული მუსიკალური ნომერი წარადგინეს და დამსწრე აუდიტორიის, ჟიურის და წამყვანის ალექსანდრე მასლიაკოვის მოწონება დაიმსახურეს. ყოველწლიურ ფესტივალში ქართველები სისტემატურად მონაწილეობენ, თუმცა ჯილდოს მფლობელები ამ დრომდე ვერ გახდნენ. წელს საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრებს გაუმართლა და Голосящий КиВиН-ის ჯილდო საუკეთესო მუსიკალური ნომრისთვის პირადად ალექსანდრე მასლიაკოვისგან […]

”ნორმალურ ქვეყანაში სასამართლოში უნდა უჩიოდე “ქერის უბნის” შემოქმედებით ჯგუფს”

– არის რაღაც სიწმინდეები, რასაც ხელი არ უნდა მოკიდო, თუნდაც ლაღი იუმორი იყოს ეს, – აცხადებს ჟურნალ “მამულის” რედაქტორ-გამომცემელი შეერთებულ შტატებში მანუჩარ კაჭახიძე და “ქერის უბნის” შემქმნელებს აკრიტიკებს. მანუჩარ კაჭახიძე: “წესით, ნორმალურ ქვეყანაში, კომპოზიტორ ალექსანდრე რაქვიაშვილის ოჯახი სასამართლოში უნდა უჩიოდეს “ქერის უბნის” შემოქმედებით ჯგუფს ფილმ “ფესვების” მელოდიის ასეთი გაუპატიურებისათვის. არის რაღაც სიწმინდეები, რასაც ხელი არ […]

საქართველო Dicovery Channel-ზე

საქართველო სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში. ჩვენს ქვეყანაში ტურისტების მოსაზიდად სხვადასხვა სარეკლამო ვიდეორგოლები მზადდება, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ტელეარხებზე ტრიალებს. ამჯერად საქართველოზე და კერძოდ, აჭარაზე მომზადებული ვიდეორგოლი მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ტელევიზიების ეთერში ტრიალებს – Dicovery Channel-ზე, My planet-ზე, Euronews Moscov-ისა და Euronews Spb-ის ტელეეთერში ტრიალებს. ტელეარხებს მილიონობით მაყურებელი ჰყავს. მხოლოდ Dicovery Channel-ს აჭარის ტურიზმზე გათვლილ […]

“მუსიკოლოგოსი” დაიხურა

ქართულ ტელესივრცეში კიდევ ერთი კულტურული გადაცემა დაიხურა. “მუსიკოლოგოსი”, რომელიც კლასიკურ მუსიკას ეძღვნებოდა და მაყურებელს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას აწვდიდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღარ გავა. ინფორმაცია კომპოზიტორმა მიხეილ მდინარაძემ გაავრცელა: “საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია რა არის?! აკეთოს გადაცემები, რომელიც შესაძლოა არ იყოს კომერციულად მომგებიანი, მაგრამ საინტერესო იყოს საზოგადოებისთვის, თუ ის ისეთივე კომერციული ტელევიზიაა, როგორც სხვა დანარჩენი? თუ მეორე […]

“პეპლის ეფექტი” ბრუნდება

შემეცნებითი ხასიათის ანალიტიკურ-ისტორიული გადაცემების მოყვარულებს კარგად ახსოვთ მსახიობ გიორგი კალანდაძის საავტორო პროექტი ”პეპლის ეფექტი”. გადაცემა მაყურებელს მსოფლიო ისტორიის ალტერნატიულ ვერსიას სთავაზობდა და ტელეკომპანია GDS-ზე გადიოდა. ტელეკომპანიამ ”პეპლის ეფექტი” დახურა და მის ერთგულ მაყურებელსაც გული დასწყვიტა. ხანმოკლე პაუზის შემდეგ, “პეპლის ეფექტი” სატელევიზიო ეთერში ბრუნდება. ამჯერად ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში და მას “დაუწერელი ისტორია” ეწოდება. ინფორმაცია ამის შესახებ […]

“იქს ფაქტორი” ავთო აბესლამიძემ მოიგო

“იქს ფაქტორის” სამთვიანი მარათონი დასრულდა. პროექტის მესამე სეზონის გამარჯვებული ბათუმელი ავთო აბესლამიძე გახდა. ფინალურ შოუში რეკორდული რაოდენობა 244.136 ზარი დაფიქრისდა. აქედან 49.85 პროცენტით გამარჯვება ბათუმელმა კონკურსანტმა მოიპოვა. ფინალში მაყურებლის და ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებისთვის იბრძოდნენ გიგი ადამაშვილი, ცირა კობიაშვილი, ავთო აბესლამიძე და Dream Girls. ფინალურ შოუში პროექტის მხარდამჭერებმა კონკურსანტებს სხვადასხვა სოლიდური პრიზები გადასცეს. გამარჯვებულმა კი ვაკეში […]

სტანისლავ ბონდარენკო “ცეკვავენ ვარსკვლავების” გამარჯვებულია

“ცეკვავენ ვარსკვლავების” მეექვსე სეზონის გამარჯვებული მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო გახდა. მან პროექტის ფინალში შესული 134.000 ზარიდან 95.257 ხმა დააგროვა და პარტნიორთან ნიკე კეშელავასთან ერთად მეგა შოუ მოიგო. სტანისლავს სხვადასხვა პრიზებთან ერთად, გადაეცა “ცეკვავენ ვარსკვლავების” მთავარი პრიზი – ბინა თბილისში. მეორე ადგილზე ანდრია გველესიანი და მისი მეწყვილე სალომე ჭაჭუა გავიდნენ. ანდრიამ ახალთახალ ავტომობილთან ერთად მრავალი პრიზი დაიმსახურა. […]