კატეგორია: TV

ვანო ჯავახიშვილს საფრთხე ემუქრება

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი ავრცელებს: “მეგობრებო დიდი ყურადღება გვმართებს! შესაძლებელია საქართველოს ამჟამინდელი და ბოლო 25 წლის მტერი საქართველოსი, სახელად სოროსი, გადავიდეს რადიკალურ ზომებზე! მისი ძალები საგრძნობლად შესუსტდა მთელ მსოფლიოში და ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება მოიმოქმედოს? სისხლის ღვრა ახასიათებთ! უახლოესი წარსული გაიხსენეთ, გიორგი სანაია. ვინ შეიძლება იყოს მომავალი მსხვერპლი სანაიასავით? ყველამ თქვენი […]

“ერთი მთავარი ამბისთვის უნდა მომეფინა ნათელი”

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ეკა ხოფერია ტელევიზიიდან წასვლასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. “ჩემი ახალი ოთხშაბათი” – ასე ეწოდება წერილს, რომელიც ეკა ხოფერიამ თავის ერთგულ მაყურებელს მიუძღვნა: “ის ის იყო, ტელევიზიიდან ჩემი წასვლის შესახებ “სითის” სარედაქტორო დავწერე და სეზონის ბოლო გადაცემის მშვიდად დაგეგმვას შევუდექი, რომ აურზაური ატყდა; მირეკავდნენ, მწერდნენ, კითხულობდნენ. მივხვდი, რომ ასე არ გამოვიდოდა. ძველი სარედაქტორო უკან […]

თამუნა მუსერიძე სამსახურიდან გაუშვეს

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სამსახურიდან გაუშვეს. იგი 7 წლის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობდა. ოფიციალური წერილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელისგან ვასილ მაღლაფერიძისგან თამუნა მუსერიძემ უკვე მიიღო. შრომითი ხელშეკრულება მას 17 ივლისიდან შეუწყდება. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეწამყვანმა თავად გაავრცელა: “და, აი, დასრულდა ჩვენი 7 წლიანი თანამშრომლობა. მადლობა ჩემი გაძლებისთვის.”

“ცეკვავენ ვარსკვლავები” გიორგი ბახუტაშვილმა მოიგო

“ცეკვავენ ვარსკევლავების” მეშვიდე საერთაშორისო სეზონის გამარჯვებული მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი გახდა. ფინალში სულ შევიდა 147.495 მოკლე ტექსტური შეტყობინება და ხმათა უმრავლესობით 79.448 მოკლე ტექსტური შეტყობინებით პროექტი გიორგიმ მოიგო. შოუს დაძაბული 12 კვირა დასრულდა და ფინალში გამარჯვებისთვის გიორგი ბახუტაშვილი და ჯულიანა ბარგნარი და ირაკლი მაქაცარია და სალომე ჭაჭუა იბრძოდნენ. ჟიურიმ ორივე კონკურსანტი თანაბარი ქულებით შეაფასა. მაყურებლის გადაწყვეტილებით […]

“კიმონო” დაიხურა

გადაცემა “კიმონო”, რომელიც კინოხელოვნებას ეძღვნება, დაიხურა. ინფორმაცია ამის შესახებ გადაცემის შემოქმედებითმა ჯგუფმა გაავრცელა: “როგორც იცით გადაცემა „კიმონო“ 4 წლის განმავლობაში სხვადასხვა ტელეარხებზე მაუწყებლობდა. GDS-ის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შემდეგ “კიმონო” პირველი არხის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა. ფინალურ ეტაპზე გადასვლის მიუხედავად, გადაცემა კონკურსის კულტურულ-შემეცნებითი მიმართულების გამარჯვებული ვერ გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ “კიმონო“ ეთერში ამ ეტაპზე ვერ […]

“ვპასუხობ ყველას”

გადაცემა ”პროფილის” წამყვანი და ჟურნალისტი მაია ასათიანი ცნობისმოყვარეებს საჯაროდ პასუხობს: “ვპასუხობ ყველას, ვისაც კითხვა გაუჩნდა, რატომ გადის პროფილში სხვა და სხვა, მათ შორის მსუბუქი თემები და რატომ არ მაცვია მძიმე შავები. მე არ მაქვს უფლება ჩემი ტრაგედიით ჩემი მაყურებელი დავამძიმო.”

ზაალ უდუმაშვილი ტელევიზიიდან წავიდა

ჟურნალისტ ზაალ უდუმაშილის 25-წლიანი სატელევიზიო კარიერა დასრულდა. ის მაყურებელს დაემშვიდობა და ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში წავიდა. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის 9 საათიანი “კურიერის” მთავარი გამოშვების წამყვანმა მაყურებელს ჟურნალისტის ამპლუაში ბოლოჯერ მიმართა: “ეს არის ჩემი ბოლო მიმართვა მაყურებლისადმი, როგორც “კურიერის” წამყვანის. დღეს მე 25-წლიან სატელევიზიო კარიერას ვასრულებ, თუმცა თქვენთან ურთიერთობას უკვე არა ეკრანიდან, არამედ უშუალო ურთიერთობით განვაგრძობ. ჩვენ, ამიერიდან, […]

ქართველი მოაზროვნის დაჯილდოება ბაქოში სკანდალის მიზეზი გახდა

ბაქოში გამართული ინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?” ფინალში ქართველი მოაზროვნის ია მეტრეველის დაჯილდოება სკანდალის მიზეზი გახდა. გადაცემის წამყვანმა ქართველი მოაზროვნე 8-წლიანი ბრწყინვალე თამაშისთვის სპეციალური ორდენით დააჯილდოვა, თუმცა მისთვის ჯილდოს გადაცემა ერთ-ერთმა მოთამაშემ გუნდის კაპიტანმა როვშან ასკეროვმა გააპროტესტა. მისი განცხადებით, გუნდმა თამაში წააგო, ამიტომ ია მეტრეველს ჯილდოს მიღების უფლება არ ჰქონდა. წამყვანმა როვშან ასკეროვს საშუალება არ მისცა […]

“სირცხვილი თქვენ!”

ბათუმის სიმფონიური ორკესტრის მევიოლინე მაია მელაძე “იქს ფაქტორის” მენტორებს ლელა წურწუმიას, სოფო ნიჟარაძეს, სტეფანე მღებრიშვილს და გიორგი გაბუნიას არაობიექტურობაში ადანაშაულებს. მუსიკოსი აცხადებს, რომ მათ ერთ-ერთი კონკურსანტის მორის მელაძის ნამღერი სპეციალურად არ აჩვენეს, რადგან მათი მეგობარი კონკურსანტები არ დაჩრდილულიყვნენ. მაია მელაძე: “ნამდვილად გაოცებული ვარ. ნუთუ ასე შეეშინდათ ეჩვენებინათ მორის მელაძის ნამღერი – რა პასუხს გაგვცემთ – […]

“პროფილი” ბრუნდება

თოქ შოუ “პროფილი” და მისი წამყვანი მაია ასათიანი სატელევიზიო ეთერში ბრუნდება. ჟურნალისტის ერთადერთი შვილის გარდაცვალების შემდეგ, გადაცემა გაჩერდა, ტელეწამყვანს “მარაო” დაუხურეს. ამდენი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაია ასათიანმა გადაწყვეტილება მიიღო ტელეეკრანს დაუბრუნდეს. განახლებული “პროფილის” პირველი გადაცემა უკვე ჩაწერილია. მაია ასათიანის გადაცემაში დაბრუნების ფოტოები ინტერნეტშიც გავრცელდა.