კატეგორია: FACE ნიუსები

“ჩვენთან მადლობის თქმა ენანებათ”

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ვარძიის ფრესკების ფოტოებს აქვეყნებს რესტავრაციის შემდეგ და საზოგადოებას მეტი დადებითი ინფორმაციის მოსმენას და ადამიანებისთვის მადლობის თქმას ურჩევს. გიორგი კალანდია: “დიახ, გმირები არიან ჩვენი მეხანძრეები, მაგრამ ასეთივე გმირები არიან ის რესტავრატორებიც, რომლებმაც ნახაძრალის ჭვარტლს და კვამლს გამოსტაცეს ეს გაუხუნარი ფერები, ეს ძვირფასი სახეები. ჩვენთან მადლობის თქმა ენანებათ, სკანდალების გაზიარება უფრო უხარიათ, […]

“ვუყურებ პირდაპირ ეთერს და ცრემლებს ვერ ვიჩერებ”

– 40 მილიონ ლარად ვერტმფრენები და ტექნიკა გეყიდათ! – ასე მიმართავს ახალგაზრდა მომღერალი Sophie Villy – სოფი ვილი ხელისუფლებას და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ კვლევას აქვეყნებს სახელწოდებით – „CHECK IN GEORGIA” 2016 – პროექტის უცნობი დეტალები“. კვლევაში საუბარია მილიონობით ლარზე, რომელიც ამ პროექტის განხორციელებისთვის გამოიყო: “3 ვერტმფრენი როგორ ჩააქრობს 8 ჰექტარს? 500 მეხანძრე საერთოდ უფუნქციოა […]

საქართველოს სახელმწიფო ენის აბუჩად აგდებისთვის ცოდვა-მადლი მოეკითხოს…”

ლევან ღვინჯილია წლებია საქართველოს სახელმწიფო ენის დასაცავად იბრძვის და მოითხოვს პრემიერისგან პარლამენტის მიერ მიღებული კანონის იგნორირება დასრულდეს: “პოლიტიკურ-ნაციონალური წყევლა! – საქართველოს სახელმწიფო ენის აბუჩად აგდებისა, მისი კონსტიტუციური სტატუსის დამცრობა-დაკნინებისა და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის იგნორირებისათვის, რამაც გამოიწვია ქართული ენის ასეთი დაჩაჩანაკება და გასაცოდავება, ყველა აქედან გამომდინარე, ბრალი და ცოდვა-მადლი მოეკითხოს საქართველოს სულთანს (ანუ პრემიერს) […]

“რა დაგვემართა?”

კითხულობს რეჟისორი რობერტ სტურუა და ქართველების მიერ ტურისტების გატყავების ფაქტებით გაკვირვებულია: “თუ ასე გაგრძელდა, საქართველო ტურისტებს დაკარგავს. ატყავებენ უცხოელებს, ნაცისტების არ იყოს, ყველა ქართველს ერთ დღეში მილიონერობა სურს (ალბათ ამიტომაც ვერ იტანენ ნიჭით და შრომით შეძენილი დოვლათის პატრონს!) როგორია აეროპორტიდან ბათუმამდე – 150 ლარს ართმევენ! ერთი საწოლი (ღამის გასათევი) – 150. ვინც უკვე იგემა ფასები, […]

“არც ერთი მიმაჩნია ქართველად და არც მეორე”

ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც რუსეთის ჰიმნს თამარ გვერდწითელი, გრიგორი ლეპსი და სხვა მომღერლები ასრულებენ, საზოგადოებაში გაღიზიანება გამოიწვია. “რა? სად? როდის?” მოთამაშემ დათო გორგილაძემ რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლების საქციელი ასე შეაფასა: “მიკვირს, რატომ ბრაზდებით თამარ გვერდწითელის, ან სოსო პავლიაშვილის რუსეთისთვის მაამებლურ ქმედებებზე, იმაზე, რომ თამრიკომ წითელ მოედანზე რუსეთის ჰიმნი იმღერა, ან იმაზე, რომ სოსოს რუსული ტანკის […]

“და ყველაფერ ამაზე ყურადღება არანაირი!”

თბილისის ბიგ ბენდის სოლისტი, მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი მასმედიას გაუნაწყენდა: “თბილისის ბიგ ბენდი იყო ორ ძალიან კარგ ჯაზ ფესტივალზე, სადაც ძალიან კარგი რეზონანსი მოჰყვა ჩვენს კონცერტებს. ფესტივალებზე სადაც, მონაწილეობდნენ მაიკლ შტერნი, პატი ოსტინი, ქენდი დალფერი, ტონი მომრელი და ა.შ. და ყველაფერ ამაზე ყურადღება ქართული პრესა, რადიო-ტელევიზიისგან არანაირი!”

“გადაარჩინეთ ფილმი!”

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ქეთევან კიკნაძე რეჟისორ ლევან ხოტივარის ფილმის “ტარიელ გოლუას” გადარჩენას ითხოვს: “გადაარჩინეთ ფილმი! დიდი ხნის მერე, ქართულ არხზე გადიოდა “ტარიელ გოლუა” (ლეო ქიაჩელის) თავიდან ბოლომე ვუყურე, ვინაიდან აღარ მახსოვდა (რეჟისორი ლევან ხოტივარი, კომპოზიტორი შოთა მილორავა)… რა მსახიობები თამაშობენ, ყველა კინოვარსკვლავის თავმოყრაა, ეს საოცარია, ეს ნამდვილად კინო-ისტორიაა, გამოგიტყდებით, ფილმიც მომეწონა. ფილმში მონაწილეობდნენ აკაკი ვასაძე, […]

“მიაქციეთ ყურადღება!”

კომპოზიტორი და პოეტი დათო ევგენიძე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს გაარკვიოს, რატომ არის ქობულეთი რუქაზე თურქეთის პროვინცია: “მიაქციეთ ყურადღება! ქობულეთი თურქეთის პროვინციაა რუქაზე! გთხოვთ გააზიაროთ და მოვთხოვოთ პასუხი! იმედია, საგარეო საქმეთა სამინისტრო გაარკვევს, თუ რა ხდება!”

დაეხმარეთ მებოს

მომღერალი მებო ნუცუბიძე თავის მეგობრებს, მსმენელებს და იმ ხალხს სთხოვს დახმარებას, ვისი წყალობითაც აქამდე არსებობს: “ცდა ბედის მონახევრეაო, ამბობენ. ჰოდა, მეც ვცდი. ასეთი რაღაცეების თხოვნა არ მიყვარს და ამიტომაც, ამდენი წლის მანძილზე, მსგავსი არაფერი გამიკეთებია. ახლა ცოტა სხვა მოცემულობაა. ძალიან კარგი გუნდი შევიკარით, კარგი რეჟისორი, კარგი ოპერატორები, კარგი მსახიობები, დაიწერა/ჩაიწერა ახალი და კარგი სიმღერა, გაჩნდა […]

“ასე გვინდა გამარჯვება?”

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი წლებია ქართული ენის ბარბარიზმებისგან დასაცავად მოუწოდებს საზოგადოებას ქართულად ისაუბრონ: “კაროჩე, პრივეტ, ვაფშე, პაკა, ხარაშო, სპასიბა, მარშრუტკა, დავაი, სემიჩკა, მაროჟნი, პადვალი, ხადავოი, რუჩკა, ტორმუზი, კანატკა, ზაგარი, ბასეინი, პრობკა, ნაჩნიკი, ატვიორტკა, კლუჩი, ბანკა, ნასოსი, პოლი, შურუპი, ბულკი და ასე შემდეგ ძირძველი ქართული სიტყვებია. ასე გვინდა გამარჯვება? არ გამოვა! ჯერ ჩვენს თავში მოვუგოთ ომი რუსეთს […]